5 დაუვიწყარი პოსტერი ისტორიაში

5 დაუვიწყარი პოსტერი ისტორიაში

13.07.2022

პოსტერების კულტურა ისტორიის, შედარებით, ახალი ნაყოფია, რომელიც XIX საუკუნიდან იღებს სათავეს. მასობრივი წარმოების შედეგად, პოსტერები იაფი გზა აღმოჩნდა კომერციული თუ მხატვრული მიზნების განსახორციელებლად. გამოხატვის ეს ფორმა დღემდე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

დროთა განმავლობაში პოსტერების ვიზუალური სტილი იცვლებოდა, რამაც საკმაოდ საინტერესო მასალა შემოგვინახა. ამ ბლოგპოსტში რამდენიმე დაუვიწყარ, კრეატიულ და ინოვაციურ პოსტერს გაჩვენებთ, რომელიც დღემდე გამორჩეული და საინტერესოა.

1. See America

see america

1930-იანი წლების ამერიკაში, “დიდი დეპრესიის” პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის ადმინისტრაციამ ჩამოაყალიბა ე.წ. “ახალი გარიგება”, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის სტიმულირება და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. პროექტი მიზნად ხელოვანების დასაქმებასაც ისახავდა. ამ ინიციატივის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი გრაფიკოსების მიერ შექმნილი პრინტსერია იყო, რომელიც ხელს უწყობდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ პარკებში ტურიზმის პოპულარიზაციას.

2. NASA

NASA

2014 წელს, NASA-მ გამოუშვა პოსტერების სერია, სადაც იმედოვნებდა, რომ 2030 წლისათვის უკვე შესაძლებელი იქნებოდა პლანეტათაშორისი ტურიზმისათვის მზადება. ეს შთამბეჭდავი ილუსტრაციები ზემოთ ნახსენები ამერიკული პრინტსერიის ერთგვარი გამოძახილი იყო, ოღონდ, პარკების ნაცვლად, NASA კოსმოსის მოსანახულებლად იწვევდა აუდიტორიას. 

3. World War I recruitment / Uncle Sam wants you

Uncle Sam wants you

ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელებისთვის საკულტო პლაკატი “ბიძია სემი”, სინამდვილეში, 1914 წლის პოსტერის მიხედვით შეიქმნა, რომელზეც დიდი ბრიტანეთის ცნობილი ფელდმარშალი ლორდ კიტჩენერია გამოსახული. 

მსოფლიოს ეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რეკლამა, პირველად, 1917 წელს გამოჩნდა ამერიკაში და მსოფლიო ომების დროს, ამერიკის არმიაში რიგების შევსების მიზნით გამოიყენებოდა. 

იმავე მიზანს ემსახურებოდა პოსტერი ჰერბერტ კიტჩენერის გამოსახულებით, რომელმაც ბრიტანეთის არმიას ნამდვილად მიუყვანა უამრავი ახალწვეული. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა აშშ-ში შექმნილ “ბიძია სემის” პოსტერს ხვდა წილად. 

4. Pin-up posters

Pin-up posters

Pin-up posters

Pin-up პოსტერების კულტურა XIX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. ნახევრად შიშველი გოგონების თამამი ფოტოები და ილუსტრაციები სარეკლამო სფეროსთან იყო დაკავშირებული. მათ შორისაა კოკა-კოლას ეს ცნობილი ილუსტრაციაც და მერლინ მონროს ფოტოსურათი. ამ სტილის პოსტერები 1970-იან წლებამდე დარჩა აქტუალური. 

5. დედასამშობლო გვიხმობს

შეუძლებელია, არ ვახსენოთ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოსტერი, რომლის ავტორი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი ირაკლი თოიძეა, ხოლო პლაკატზე გამოსახული ქალი მისი ცოლი – თამარ თოიძე. ოთარ თოიძის ამ პოსტერმა, საბჭოთა კავშირში, ომის თემატიკაზე გამოშვებულ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ ბეჭდვით მასალებს ჩაუყარა საფუძველი. როგორც ამბობენ, არაერთ საბჭოთა ჯარისკაცს გულის ჯიბითაც კი დაჰქონდა საბრძოლო სულისკვეთებით სავსე ეს პოსტერი. 

ჩე გევარასა და The Rolling Stones-ის გაგონებისას, ალბათ, შენც ჯერ ეს ცნობილი პოსტერები გახსენდება, ხომ ასეა?!

დედა სამშობლოჩე გევარა

ჰოდა, როგორც ხედავ, პოსტერების დანიშნულება დროთა განმავლობაში იცვლება, თუმცა მათი მნიშვნელობა განუსაზღვრელია. პოსტერი საუცხოოდ ასრულებს თავის მიზანს – ყიდის, გაცნობებს, მოტივაციას გაძლევს, გამახსოვრებინებს და სხვა. მნიშვნელობა არ აქვს, აუდიტორიისაგან რაც უნდა გჭირდებოდეს, პოსტერი შენი დამხმარე აუცილებლად იქნება.