ბლოგის ქავერი

გაიცანი გრაფიკული დიზაინის ლექტორი - ანიკი გელაშვილი

10.04.2023

“გრაფიკული დიზაინი, ამბების ვიზუალურად თხრობის შესაძლებლობაა”

გვიზიარებს ანიკი გელაშვილი, რომელიც Smart Fish აკადემიის გუნდს შემოუერთდა და გრაფიკული დიზაინის კურსს წარუძღვება.

თუ შენც კომუნიკაციის გზად ვიზუალური ხელოვნება გესახება და არ იცი, სწავლა საიდან დაიწყო, ახლა სწორედ ის დროა, თვალი შეავლო გრაფიკული დიზაინის კურსს.

ყველამ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია სკოლის დამამთავრებელი წელი, როდესაც არჩევანის წინაშე ვართ – რისი კეთება გვინდა სამომავლოდ, ზოგჯერ კი პრაგმატული გადაწყვეტილება, ჩვენს ინტერესს გვაშორებს, თუმცა, გვიანი არასდროსაა მიუბრუნდე საყვარელ საქმეს, ანიკის შემთხვევა ამის კარგი მაგალითია

“ხატვა და ფოტოშოპში ძრომიალი ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა, უნივერსიტეტში სხვა მიმართულებას გავყევი, ბოლოს კი ისევ საყვარელ საქმეს მივუბრუნდი, შევისწავლე გრაფიკული დიზაინი და დავიწყე ფრილანს პროექტებზე მუშაობა”

 

ანიკი გელაშვილი ანიკი გელაშვილი ანიკი გელაშვილი

პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, არტისტების შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განვითარებასა და წარმატებისთვის, რომელიც ანიკის შემოქმედებით საქმიანობაზეც აისახა

“დღეს კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონში ვმუშაობ და ვვითარდები იმ მიმართულებით, რისი კეთებაც მიხარია”

 

ანიკი გელაშვილი

გრაფიკოს დიზაინერებისთვის ინსპირაციის წყაროდ შეიძლება უამრავი რამ იქცეს, იქნება ეს სხვა არტისტების შემოქმედებაზე თვალის დევნება, ფილმები, მუსიკა, მოგზაურობა თუ სხვა. თუმცა, ალბათ შემოქმედებითი ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი საკუთარ ისტორიებს აქვს.

“ინსპირაციის წყარო, ჩვენს გარშემო მომხდარი დიდი და პატარა ამბებია, რომლის ვიზუალიზაციაც ეტაპობრივად ხდება და ასახავს ჩემს შემოქმედებას”

 

ანიკი გელაშვილი ანიკი გელაშვილი

შემოქმედებითი სფერო, იდეებზე ხორცშესხმაა, რაც უამრავ დროსა და რესურსს მოითხოვს, როდესაც ანიკის ვკითხეთ, რა იყო ის შეცდომა, რასაც დიზაინერები ხშირად უშვებენ, მან დროის მენეჯმენტსა და კრიტიკის მიმღებლობაზე საკუთარი აზრი გაგვიზიარა

“როდესაც ბევრ დროსა და ენერგიას ვდებთ ნამუშევარში, ის გვიყვარდება, შემდეგ კი შესაძლოა გაგვიჭირდეს საჭირო კრიტიკის ცივი გონებით მიღება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურ დანიშნულებას არ ატარებს და მისი ფუნქციურობაც მნიშვნელოვანია.

ზოგჯერ შესაძლოა დავკარგოთ ეს ბალანსი, შეცდომების გამოსწორებაში კი “უცხო თვალის” შეფასება დაგვეხმაროს, ამიტომ, არ უნდა შევხვდეთ ზომიერ კრიტიკას თავდაცვის მდგომარეობაში და ვეცადოთ, გამოვიყენოთ შესაძლებლობად”

 

ანიკი გელაშვილი

ის, რისი სწავლაც თავად ენდომებოდა, გადაწყვიტა მომავალ სტუდენტებს ასწავლოს, დაწყებული გრაფიკული დიზაინის ისტორიიდან, შთაგონების მოძიების მეთოდებამდე.

“ტექნიკური უნარების გარდა, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია, კურსზე გავეცნობით თანამედროვე ტრენდებს, დიზაინერად მუშაობის თავისებურებებსა და პლატფორმებს, რომლებიც გვიმარტივებს შემოქმედებით ცხოვრებას”

რჩევები, რომლებსაც ადამიანები ჩვენ გვაძლევენ, ბევრად მეტს ამბობს მათზე, ანიკის გულწრფელი ინტერესი, სტუდენტებთან თანმიმდევრული და პროდუქტიული იყოს, ამის მაგალითია

“თუ ვინმეს ნამუშევარი მოგეწონებათ, დაშალეთ საშენ ბლოკებად და დააკვირდით, რა პროცესი გაიარა დიზაინერმა საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. თუ რამე არ იცით, არ შეგრცხვეთ, იკითხეთ, თუ რთული დავალება გაქვთ, შეეცადეთ გაამარტივოთ და რაც მთავარია, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, პროცესში ბევრ რამეს ისწავლით”.

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს გრაფიკული დიზაინის კარი შეაღო, ნახე, მასტერკლასის ჩანაწერი და შემოუერთდი კურსს.