ქოფირაითინგის ფორმულები

-20% ინტერიერის დიზაინის კურსზე

ქოფირაითინგის ფორმულები

17 აგვისტო, 2022 წელი

ქოფირაითინგის ფორმულები

ფონტის ზომა

შეიძლება ჩვენი ლექციებიდან უკვე იცი, რომ ქოფირაითინგი წერილობითი საკომუნიკაციო კონტენტის შექმნის პროცესია. ქოფირაითერი ერთმანეთთან აკავშირებს ბრენდსა და მომხმარებელს.

ქოფის წერა იწყება ბრიფის, ანუ დავალების გაცნობით და გრძელდება ინსაითების მოძებნითა და კომუნიკაციის ენის შერჩევით. ყოველი ქოფი გარკვეულ მიზანს ემსახურება. შესაბამისად, წერის პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომაც, ხშირად, ქოფირაითერი სხვადასხვა ფორმულას იყენებს.

ეს ფორმულა შეგიძლია წარმოიდგინო, როგორც ყალიბი, რომლითაც ერთი და იმავე სტრუქტურით სხვადასხვა ქოფის გამოიყვან. უფრო მკაფიოდ რომ დაინახო, რასაც ვგულისხმობთ, მოდი, რამდენიმე ფორმულას გაგაცნობთ.

 

AIDA


ქოფირაითინგის ფორმულები


Attention - Interest - Desire - Action / ყურადღება - ინტერესი - სურვილი - მოქმედება

AIDA ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური ფორმულაა ქოფირაითინგის სფეროში. იგი შეგხვდება ყველგან - Facebook-ზე, Instagram-ზე, სატელევიზიო რეკლამებში, ვებგვერდებზე… ფორმულა რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

ყურადღება - პირველ რიგში, მკითხველის ყურადღება უნდა მიიქციო. ამის მიღწევას კითხვის დასმა ან სიახლეზე კონცენტრირება გაგიმარტივებს.

ინტერესი - ქოფის ამ ნაწილში შეგიძლია იმ ფაქტებს გაუსვა ხაზი, რაც შენს აუდიტორიას ისედაც აინტერესებს.

სურვილი - შემდეგ ეტაპზე ცდილობ, მომხმარებელმა ისარგებლოს შენი სერვისით ან იყიდოს შენი პროდუქტი. კარგი იქნება, თუ შენს ბენეფიტებს გამოკვეთ.

მოქმედება - დასასრულს, აუცილებლად მოუხმე მომხმარებელს მოქმედებისკენ.

ODC


ქოფირაითინგის ფორმულები


Offer – Deadline – Call to Action / შეთავაზება - დედლაინი - მოწოდება ქმედებისკენ

ეს ფორმულა განსაკუთრებით უხდება ე.წ. ლენდინგ ფეიჯებს. იგი მარტივი და მკაფიოა, ადვილად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე აწვდის საჭირო ინფორმაციას.

შეთავაზება - თუ სამიზნე აუდიტორიას კარგად იცნობ, იცი მათი ინტერესებიც. ქოფის ამ ნაწილში უნდა ეცადო, რომ შენი შეთავაზება მომხმარებლისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

დედლაინი - უნდა დააწესო კონკრეტული ლიმიტები. მაგალითად, დრო და რაოდენობა. იქნებ ფასდაკლების დასრულებამდე 3 დღე დარჩა ან მხოლოდ პირველ 10 მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი ნახევარ ფასად შეიძინოს?!

მოწოდება ქმედებისკენ - რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა? რატომ უნდა შეიძინოს პროდუქტი ან რატომ უნდა ისარგებლოს შენი მომსახურებით მაინცდამაინც ახლა? 

 

QUEST


ქოფირაითინგის ფორმულები


Qualify - Understand - Educate - Stimulate - Transition / კვალიფიცირება - გაგება - განათლება - სტიმულირება - გადასვლა

ამ ფორმულის მიზანი სამიზნე აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარება და მისი ნდობის მოპოვებაა.

კვალიფიცირება - გაიაზრე ვისთვისაა გამიზნული შენი პროდუქტი და რატომ სჭირდება კონკრეტულ მომხმარებელს მისი შეძენა. გამოიტანე პრობლემა დასაწყისში. ეს დაგეხმარება, რომ სამიზნე აუდიტორიამდე მალე და სწორად მიხვიდე.

გაგება  - აგრძნობინე მომხმარებელს, რომ მათი გესმის. მკითხველმა უნდა იგრძნოს, რომ მისი პრობლემა შენი პრობლემაცაა.

განათლება - გაუზიარე მომხმარებელს შენი გამოცდილება და ცოდნა. აჩვენე, როგორ გაუმკლავდი იმავე პრობლემას.

სტიმულირება - დაამტკიცე, რომ პრობლემიდან შენეული გამოსავალი ეფექტურია. გაუღვიძე მკითხველს მოტივაცია და სურვილი.

გადასვლა - ასწავლე, როგორ გახდნენ უკეთესი ადამიანები შენი პროდუქტისა და სერვისის გამოყენებით. აჩვენე გზა, რომელიც მკითხველს შენამდე მოიყვანს.

 

BAB


ქოფირაითინგის ფორმულები


Before - After - Bridge / მანამდე - მერე - როგორ

ეს ფორმულა შეგიძლია თამამად გამოიყენო როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მეილსა და ბლოგში.

მანამდე - აღწერე რეალობა, სადაც შენი მკითხველი ცხოვრობს. აჩვენე პრობლემები, რომელთან გამკლავებაც მათ უწევთ.

მერე - აღწერე, როგორი იქნებოდა ალტერნატიული რეალობა, ამ პრობლემების გარეშე.

როგორ - დაანახე მკითხველს პრობლემის გადაწყვეტის გზა.

 

4U


ქოფირაითინგის ფორმულები


Usefulness - Uniqueness - Ultra-Specificity - Urgency / სარგებლიანობა - უნიკალურობა - ულტრა სპეციფიკურობა - აქტუალობა

4U ფორმულა ეფექტურია სოციალური ქსელებისთვის.

სარგებლიანობა - მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, აუხსენი მკითხველს, რატომაა სასარგებლო მათთვის შენი პროდუქტი.

უნიკალურობა - აჩვენე, რა განგასხვავებს შენი კონკურენტებისაგან. რატომ მაინცდამაინც შენ?!

ულტრა სპეციფიკურობა  - დაანახე მომხმარებელს, რომ შენი პროდუქტი ყველასთვის არაა, რომ იგი შექმნილია მხოლოდ მისთვის, ვინც ამ კონკრეტულ ქოფის კითხულობს.

აქტუალობა - დაარწმუნე მკითხველი, რომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ (შეიძინონ, გამოიწერონ, ისარგებლონ…).

როგორც ხედავ, ჩამოთვლილი ფორმულები ერთგვარი მითითებებია, თუ როგორ უნდა გაყიდო პროდუქტი ეფექტურად. ეს მეთოდები ამარტივებს წერის პროცესს. თუ ქოფირაითინგის საფუძვლიანად შესწავლა გინდა, გირჩევ, ჩვენი კურსი გაიარო. სილაბუსის შესახებ კი, უფრო დეტალურად, შეგიძლია ამ ბლოგპოსტში წაიკითხო - რას ისწავლი ქოფირაითინგის კურსზე?

 
გააზიარე

გაიგე მეტი:

ქოფირაითინგი

სხვა სიახლეები