ფილმები ვიზუალური არტისტებისთვის

მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში

ფილმები ვიზუალური არტისტებისთვის

7 დეკემბერი, 2022 წელი

უეს ანდერსონი

ფონტის ზომა

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შთაგონების წყაროს სხვადასხვაგვარად პოულობენ. ეს მუდმივი ძიება მნიშვნელოვანია ახლებურად ფიქრისა თუ სამუშაო პროცესის გადახალისებისათვის. ამ ბლოგპოსტში გირჩევთ რამდენიმე ფილმს, რომელიც ინსპირაციისათვის, განსაკუთრებით, დიზაინერებსა და ვიზუალურ არტისტებს გამოადგებათ.

 

ბროწეულის ფერი, სერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვი


ალბათ, არც შეიძლებოდა, რომ სხვა ფილმით დაგვეწყო. 1968 წელს გადაღებული კინოსურათი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული.
“ბროწეულის ფერი” მე-18 საუკუნეში მცხოვრები პოეტისა და მუსიკოსის, საიათ-ნოვას კინემატოგრაფიული პორტრეტია. მიუხედავად ამისა, ფილმი მიზნად არ ისახავს პოეტის ბიოგრაფიული დეტალების ჩვეულ აღბეჭდვას. ფილმში ვხედავთ პოეტის ბავშვობას, პირველ სიყვარულს,  გარდაცვალებას... მაგრამ ეს მოვლენები აღწერილია სიმბოლიზმით, ფერებისა და განათების წარმოუდგენელი შერწყმით.


 

2001: კოსმოსური ოდისეა, სტენლი კუბრიკისტენლი კუბრიკი


1968 წელს გადაღებული “2001: კოსმოსური ოდისეა” კვლავ ყველა დროის საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი ფილმია ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. არტურ კლარკის სცენარი ამავე სახელწოდების საკულტო ნაწარმოებად გადაიქცა, რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცა. ფილმის ვიზუალური ეფექტები დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე და თუ ინსპირაციას ეძებ, მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება “კოსმოსური ოდისეის” ნახვაა.

 

ინტერსტელარი, კრისტოფერ ნოლანიკრისტოფერ ნოლანი


ფილმის არაერთ ღირებულებას შორის ყველაზე თვალსაჩინო გამაოგნებელი კინემატოგრაფიაა. თავბრუდამხვევი ეფექტები, რომლითაც სივრცითი ანომალიებია ნაჩვენები, აუცილებლად გახდება შენი შთაგონების წყარო და ახალი ენერგიით აგავსებს შემოქმედებით პროცესში.

 

უეს ანდერსონის ფილმებიუეს ანდერსონი


შეუძლებელია, თვალი ერთხელ მაინც შეავლო და უეს ანდერსონის სიმეტრიული სამყარო თუ პასტელური ფერები არ დაგამახსოვრდეს. ალბათ, ისიც შეუძლებელია, რომ რეჟისორის შემოქმედებიდან რომელიმე ერთი ფილმი გამოარჩიო. სწორედ ამიტომ, ინსპირაციისათვის, ნებისმიერი მათგანი გამოგადგება. ფერადი და საოცრად დახვეწილი კადრების მონაცვლეობა ესთეტიკური სიამოვნება და ნამდვილი დღესასწაულია.

 

პარიზი, ტეხასი, ვიმ ვენდერსი
უეს ანდერსონი


განათებისა და ჩრდილების ოსტატური თამაში ამ ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია. ინტერიერი, აუთდორი, მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები სწორედ შუქჩრდილებითაა გამოკვეთილი. გარდა იმისა, რომ ფილმს არაორდინალური სიუჟეტი აქვს და საკმაოდ სევდიანიც, ვიზუალური მხარეც ასეთივე განსაკუთრებული და შთამბეჭდავია.

როგორც ხედავ, შთაგონების საპოვნელად არაერთ ფილმს გადააწყდები. ვეცადეთ, რომ მათ შორის საუკეთესოები გამოგვერჩია, თუმცა სია ნამდვილად გრძელია.

გაგვიზიარე კომენტარებში, რომელ ფილმს დაამატებდი
გააზიარე

სხვა სიახლეები