მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
შეუხამე ფონის ფერი შენი სთორის ვიზუალს
მსგავსი ტექნიკით სრულიად ახალი, შთამბეჭდავი სთორის შექმნაც შეგიძლია. ამისათვის, აირჩიე ფოტო, დააწექი სახატავი ფუნჯის აიქონს, აირჩიე ფერი და დააწექი ფოტოს ორი წამით. სთორი მთლიანად გაფერადდება. ახლა აირჩიე საშლელი და გადაშალე ფერი იქ, სადაც ყველაზე მეტად მოუხდება შენს ფოტოს.
გამოიყენე შენი გალერეადან ფოტო სთორის ფონად
როცა ინსტაგრამის პოსტს სთორიში აზიარებ, ფონის ფერის ცვლილების გარდა, გალერეადან ფოტოს ატვირთვაც შეგიძლია. ამისათვის, შეარჩიე პოსტი, აირჩიე სტიკერებიდან “Add post to your story”, შემდეგ “Add from Camera Roll”, შეარჩიე ფოტო და აქციე იგი შენი სთორის ფონად. რამდენიმე დაწკაპებით ფოტოს სხვადასხვა ფორმასაც მისცემ.
გააფერადე შენი ტექსტი
ითამაშე ფონტებით
გამოიყენე კალიგრაფიისა და მზა ფონტების მიქსი იმისათვის, რომ სთორის განსაკუთრებული ვიზუალი მისცე.
(დააკლიკე ფოტოს)
გაუკეთე ფონტებს ჩრდილი. ამისათვის დაგჭირდება ორი ერთი და იმავე, მაგრამ სხვადასხვა ზომის ტექსტის ერთმანეთზე დადება.
ინსპირაციისათვის, ცნობილი ბრენდების კრეატიულ ინსტაგრამ სთორიებსაც გადავხედოთ:
New York Public Library
ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ინსტაგრამის სთორიებში მოკლე ნოველები აიტვირთა. ულამაზესი ვიზუალის გარდა, სთორიზე თითის დასადები ადგილიც გამოყოფილია, რათა მკითხველმა სთორის დაპაუზება მარტივად მოახერხოს და არც კითხვაში შეეშალოს ხელი
Nickelodeon
კომპანიამ ინსტაგრამის სტიკერებით ინტერაქციული სთორი შექმნა. ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია მონიშნოს, რა არის მათი უიქენდის გეგმა. ამ ტიპის სთორიები ზრდის ინგეიჯმენტსა და გამომწერების ჩართულობას.
Red Bull
რედბულმა სთორიების გამოყენებით Tap/Stop Motion ტიპის კონტენტი შექმნა. ყოველი თითის დაწკაპება ახალ ეპიზოდს გიხსნის, საერთო ჯამში კი ერთ ვიზუალამდე მივდივართ
როგორც ხედავ, ინსტაგრამ სთორის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეგიძლია. იყავი კრეატიული, საინტერესო, გამოწვევებით სავსე - ამ აპლიკაციას შენი კონტენტისათვის საჭირო ყველა ხელსაწყო გააჩნია, თუ გსურს უფრო მეტი გაიგო ინსტაგრამის სხვადასხვა ხრიკის შესახებ დარეგისტრირდი სოციალური მედიის ონალაინ კურსზე.