2022 წლის ჟურნალების საუკეთესო გარეკანები

2022 წლის ჟურნალების საუკეთესო გარეკანები

22.12.2022

2022 წელს ბეჭდურმა მედიამ უამრავი შთამბეჭდავი გარეკანი შექმნა, რომლებიც ეხებოდა ყველა მნიშვნელოვან ამბავს – სასტიკი ომიდან, ტიმოთე შალამეს ახალ ეპოქამდე.

ამ წელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გამოცემების გარეკანი კვლავ მძლავრი იარაღია ჩვენი დროის მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასასმელად.

ნახე 2022 წლის რამდენიმე გახმაურებული გარეკანი

 

Time, The Resilience of Ukraine
თაიმ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნის 7,5 მილიონი ბავშვიდან ათასი დაიღუპა, თავშესაფრის მაძიებელი კი ორ მილიონზე მეტი გახდა, მათ შორისაა ხუთი წლის ვალერია, რომელმაც დედასთან ერთად პოლონეთს შეფარა თავი.

ფოტოგრაფ არტემ ლურჩენკოს მიერ გადაღებული ღიმილიანი გოგონას სურათი, რუსული თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა.

ვალერია JR-ის – მხატვრის მთავარი ინსპირაცია გახდა, რომელიც ცნობილია თავისი ფართომასშტაბიანი აქტივისტური ნამუშევრებით. მომღიმარი გოგონას გამოსახულების გადასაღებად დრონი გამოიყენეს და ასეულობით ადამიანმა, ვალერიას ფოტოს 45 მეტრიანი პრინტი, ლვოვის ეროვნული ოპერის წინ გაშალა.

 

New York, Who Becomes a “Murderer” in Post-Roe America?
ნიუ იორკერი

ინფორმაციას იმის შესახებ რომ შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა გააუქმოს აბორტის კონსტიტუციური უფლება, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ჟურნალმა ნიუ-იორკმა შეისწავლა სეისმური ზემოქმედება, რომელიც ლეგალურ აბორტზე წვდომის შეზღუდვას მოჰყვება. ამერიკელი მხატვრის, ბარბარა კრუგერის გარეკანზე ასახულია 1989 წელს შექმნილი საეკრანო პორტრეტი Untitled (შენი სხეული ბრძოლის ველია) აბორტის უფლებების მხარდასაჭერად.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სერიებად იქცა გამოცემა, რომელიც კლინიკებისთვის ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდა, თამამი გარეკანითა და შინაარსით: „ეს გამოცემა დაგეხმარებათ აბორტის გაკეთებაში“.

 

The New Yorker, Archival Issue
ნიუ იორკერი

მიუხედავად იმისა რომ ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “მონა ლიზა” აქტუალობას არ კარგავს, 2022 წელს კიდევ ერთხელ მოექცა გამოცემების გარეკანზე.

მას შემდეგ რაც მამაკაცმა კლიმატის ცვლილების გასაპროტესტებლად, ნახატს ტორტი ესროლა, გზავნილი იმ მხატვრებისთვის იყო, რომლებიც საკმარისად არ ამახვილებენ ყურადღებას „პლანეტაზე“.

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი, რომელიც წარსულში ვანდალიზმის მცდელობების სამიზნე იყო, ტყვიაგაუმტარი შუშის წყალობით უვნებელი გადარჩა. კანადელი მხატვარი და ილუსტრატორი, ანიტა კუნზი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და შექმნა ილუსტრაცია, რომელიც ასახავს პაპარაცისგან დაღლილი შედევრის მდგომარეობას.

 

FT Weekend Magazine, Queen Elizabeth II 1926 – 2022
ვიქენდ

გასაკვირი არ არის, რომ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი მოექცა.

დედოფლის მმართველობა მოიცავდა ბრიტანეთის მოგზაურობას უკაბელო ქსელიდან სმარტფონამდე, იმპერიიდან ევროკავშირამდე – და ისევ გარეთ.

ბრიტანულმა Vogue-მა დედოფლის მემორიალური გარეკანი მინიმალისტური სტილით შექმნა, დედოფლის გავლენით შთაგონებული დიზაინი, ასახავს მონარქის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს. პორტრეტი ბრიტანეთის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხნის მმართველი მონარქის სინონიმი გახდა.

 

The Washington Post Magazine, If He Runs – and Wins
ვაშინგტონ პოსტი

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, Washington Post-მა ტრამპის თემატიკას გროტესკული სტილი მოარგო. თუმცა, დონალდ ტრამპის კარიკატურები, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი გამოცემებისთვის უცხო არც აქამდე ყოფილა – 2020 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა, თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო ტრამპის კარიკატურების გარეკანზე გამოჩენამ.

The Washington Post Magazine – ის გარეკანის მთავარი კითხვა „თუ დონალდ ტრამპი კვლავ იყრის კენჭს და გაიმარჯვებს, როგორი შეიძლება იყოს ამერიკა 2029 წლისთვის“? ტრამპის პრეზიდენტობის ერთგვარ მეტაფორად იქცა.

 

Buffalo Zine, No15
ბუფალო

2011 წელს, პირველად გამოსვლის შემდეგ, Buffalo Zine-ს მუდმივად ახალი გამოწვევები აქვს, საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენისთვის.

ამ ჯერად ეს გამოწვევა ვარდისფერს ეხება, ფერს, რომელიც ჰიპერ-ფემინიზებული და მიმზიდველია, მაგრამ სულ ახლახანს სხვა დატვირთვა შეიძინა და ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური აქტივისტების იარაღი – დაარღვიონ სტიგმა ვარდისფერის მიმართ.

ლიმიტირებული გამოშვების გარეკანი, გახდა ინსპირაცია მათთვის, ვინც გაიზარდა, სამყაროს გამოწვევებთან გამკლავება უწევს, მაგრამ ჯერ კიდევ თავის ფუმფულა, ვარდისფერ დღიურში ცხოვრობს.

 

Timothée Chalamet – British Vogue, October 2022
ვოგი

British Vogue ის ჟურნალისტმა Giles Hattersley – მ ინტერვიუს ჩაწერისას, ტიმოთესთან გატარებულ დროს „ტიმოთეს ეფექტი” უწოდა.

ის აჯადოებს თაყვანისმცემლებს, რეჟისორებს, კოლეგებს, მოდის სახლებს და ახლა უკვე ბრიტანულ Vogue-ს, ვისთვისაც ნახევრად ფრანგი, ნახევრად ამერიკელი, ხდება პირველი მამაკაცი, რომელიც British Vogue – ის გარეკანზე აღმოჩნდა.

ალბათ 2023 წლიდან სამყაროს ახალ გამოწვევებზე გეფიქრება – მიმდინარე საზარელი ომისა თუ ისეთი სასიხარული სიახლეების ფონზე, როგორიც სიკეთის  ბოროტებაზე გამარჯვებაა.

გული გვიგრძნობს, წინ ბევრი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი კადრი გველოდება, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ აღიბეჭდოს ჩვენს მეხსიერებაში.