გრაფიკული დიზაინის ლექტორის - მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

გრაფიკული დიზაინის ლექტორის - მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

– მარიამ, Მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ მარიამი, გრაფიკოს დიზაინერი. დავამთავრე სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტი – მულტიმედია დიზაინის მიმართულებით,შემდეგ ვიმუშავე როგორც ფრილანს პროექტებზე, ასევე რამდენიმე ისეთ კომპანიაში როგორებიცაა:  კრეატიული სააგენტო მავერიკი, მეღვინეობა ხარება, Petter Moennig Foundation, Clipper და ა.შ დღეს კი ძირითადად ფრილანსს დიზაინერად ვმუშაობ, უფრო მეტად ბრენდინგ და შეფუთვის დიზაინ კატეგორიებში.

 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

– Რა არის შენთვის გრაფიკული დიზაინი?
ალბათ უსაზღვრო შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოხატვისა.

– Საიდან იღებ ინსპირაციას?
Ზოგადად თითქოს ინსპირაცია მრავალფეროვნებით, გამოცდილებით მოდის, მაგრამ მაშინ, როცა უკვე საკმაო რაოდენობის “რისერჩი” გაქვს ჩატარებული და გარე სამყაროსგან მრავალფეროვანი ინსპირაცია მიღებული (რაც არც თუ ისე რთულია საქართველოში, რადგან ხშირად სოციალური პრობლემა გამხდარა ჩემი ინსპირაციის წყარო), ყველაზე საინტერესო და კრეატიული იდეები მაინც სიმშვიდეში იბადება.

 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

– Რა ძირითადი თვისება უნდა ჰქონდეს გრაფიკოს დიზაინერს?
ინდივიდუალიზმი არის უმნიშვნელოვანესი. საკუთარი მხატვრული იდენტობის (იგივე სტილის) ქონა, დანარჩენი ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია გრაფიკულ დიზაინში – ორგანიზებულობა, კრეატიულობა, თანმიმდრევრულობა, ზოგჯერ პერფექციონიზმიც, მაგრამ ყველაფერს ერთად აბათილებს ინდივიდუალიზმი, ეს არის ის მთავარი თვისება რაც დიზაინერს უნდა ჰქონდეს, რადგან სწორედ ეს უსვამს ხაზს მის ავთენტურობას, სინაღდეს და ნამუშევარიც ყოველთვის ორგანული და ჰარმონიული გამოდის.

 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

– Რა არის მთავარი შეცდომა, რაც არ უნდა დაუშვას გრაფიკოს დიზაინერმა?
ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მაქვს ამ კითხვაზე, პირველი – ის რომ არ უნდა შეეშინდეს შეცდომების დაშვების, ხოლო მეორე ის, რომ საკუთარ ნამუშევარზე უპასუხოდ არც ერთი კითხვა უნდა დატოვოს და განვმარტავ: გრაფიკული დიზაინი თავისი კატეგორიებით მრავალმხრივია და მასში მოიაზრება როგორც კომერციული (სოც.ქსელის პოსტერი; ბრენდინგი; შეფუთვის დიზანი) დიზაინების შექმნა, ასევე სოციალურ ან სუბიექტურ ნარატივებზე დაყრდნობით რაიმე “არტვორქის” შექმნა (პოსტერი; ბანერი; საგამოფენა), იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთთან უწევს დიზაინერს კომუნიკაცია, სრულად უნდა შეეძლოს საკუთარი ნამუშევრის “დაცვა”, ანუ ყველა კომპონენტის სიზუსტეში უნდა იყოს დარწმუნებული.

ამ დროს უშეცდომო უნდა იყოს ის, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც მისი მიზანი არა ვიზუალი, არამედ კონცეფციაა, მას არ უნდა შეეშინდეს წესების და “გაიდების” რღვევის რადგან ამ შემთხვევაში მისი ობიექტი სწორედ მისივე ინდივიდუალიზმია, რასაც ტრენდებსა და გაიდებს ყოველთვის ვერ შეუსაბამებს.

 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

 

– Რას ასწავლი გრაფიკული დიზაინის კურსზე?
Პირველ რიგში ყველა ის ადამიანი, რომელიც გაივლის ამ კურსს, გაეცნობა გრაფიკული დიზაინის ისტორიას დასაბამიდან დღემდე, გაეცნობა დიზაინ ტრენდებს, წამყვან დიზაინერებს, იმ პლატფორმებს და ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი თავის – როგორც გრაფიკოს დიზაინერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ასევე ისწავლის ყველა იმ ხელსაწყოს და მანიპულაციის ტექნიკურ გამოყენებას, რაც საშუალებას მისცემს, სრულფასოვანი დიზაინი შექმნას

ასევე მიიღებს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაზეც დასაწყისში მე თვითონ ვიტყოდი, “ნეტავ ადრე მცოდნოდა”- მეთქი.

 

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

მარიამ ნინოშვილის პორტფოლიო

– Რას ურჩევდი შენს მომავალ სტუდენტს?
თუ ნამდვილად გაწუხებს ბანერებზე არასწორად გადმოქართულებული ლოგოები, ან თუ ხშირად მოგდის აზრად როგორ გადააკეთებდი ამა თუ იმ პოსტერს რასაც ხედავ, მაშინ სწორ ადგილას ხარ და არაფრის შეგეშინდეს, შეინარჩუნე სისტემატიურობა, ბევრი ათვალიერე და არასდროს შეწყვიტ განვითარება.

მარიამის პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე