რას აკეთებს ინტერიერის დიზაინერი?!

რას აკეთებს ინტერიერის დიზაინერი?!

29.09.2022
ინტერიერის დიზაინერს ხშირად მოიაზრებენ, როგორც ინტერიერის დეკორატორს, თუმცა, სინამდვილეში, ორი სხვადასხვა პროფესიის ადამიანზე ვსაუბრობთ. ეს ბლოგპოსტი დაგეხმარება გაიგო, კონკრეტულად, რას აკეთებენ ინტერიერის დიზაინერები და რა უნარებით არიან ისინი გამორჩეული. ინტერიერის დიზაინერის ამოცანაა, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, შექმნას კომფორტული, ფუნქციური და უსაფრთხო სივრცე, იქნება ეს ოფისი თუ საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესია სწორად წარმართონ დამკვეთთან კომუნიკაცია. არქიტექტორებთან ერთად, ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ, დამკვეთის ხედვის, ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად, ოპტიმალურად აითვისონ სივრცე. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, მკაფიოდ და რეალისტურად წარუდგინონ დამკვეთს თავიანთი ნამუშევარი. იმისათვის, რომ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი გახდე, რამდენიმე აუცილებელი რამ უნდა გახსოვდეს: კარგად გაიცანი ფერები სხვადასხვა ფერს სხვადასხვა განწყობა და ხასიათი მოაქვს. მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ უთავსდება ფერები ერთმანეთს, რომელი კომბინაცია მუშაობს უკეთ და რომელი – არა. იყავი კრეატიული ინტერიერის დიზაინერი არ მოქმედებს მხოლოდ საკუთარი გემოვნების შესაბამისად, იგი არგებს საკუთარ ხედვას დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ადაპტირდე ნებისმიერ სივრცეში, აუცილებელია, რომ საქმეში შემოქმედებითი ბუნებაც გამოიყენო. იყავი მოქნილი მოქნილობა განსაკუთრებით დაგეხმარება ბიუჯეტისა და პროექტის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. დამკვეთს რეალისტური წარმოდგენა უნდა შეუქმნა იმის შესახებ, თუ რას გასწვდება მისი ბიუჯეტი. ინტერიერის დიზაინერის სამუშაო პროცესი კი რამდენიმე საფეხურს მოიცავს:  

1. აზომვითი სამუშაოები და დაგეგმარება

უნდა გაიზომოს სამუშაო სივრცე და აეწყოს ნახაზი ARCHICAD-ში. ინტერიერის დიზაინერისათვის ცარიელი სივრცე საძერწი მასალაა, რომლისგანაც სხვადასხვა პროექტის დამზადებაა შესაძლებელი. სივრცის აღქმა და წარმოდგენა უმნიშვნელოვანესი უნარია ამ სფეროში რეალიზაციისათვის. ეს არის საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ყველა სხვა სამუშაო პროცესი.

 

2. ელექტროობა და კომუნიკაცია

უნდა შემუშავდეს ელექტრობისა და კომუნიკაციის გეგმა. ელექტროგაყვანილობის წინასწარი მონახაზი აუცილებელია სამომავლოდ უფუნქციო წერტილებისა და კაბელების თავიდან ასარიდებლად. ამასთანავე, როცა დიზაინერი ავეჯზე ფიქრობს, იგი ითვალისწინებს მათი განლაგების თანხვედრ განათებასაც.  

3. კონცეფცია და სტილი

მომდევნო ეტაპზე იწყება ინტერიერის კონცეფციისა და სტილის შემუშავება. ამ შრომატევად პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული დამკვეთი. კონცეფციის შერჩევა ადვილი საქმე არ არის. დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთის ცხოვრების წესი, რათა სივრცე მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ ზონად გარდაქმნას. რაც შეეხება სტილს, მნიშვნელოვანია, რომ ესეც დამკვეთის გემოვნებას ემთხვეოდეს. ამისათვის დიზაინერი ქმნის ე.წ. მუდბორდებს, სადაც ნაჩვენებია ფერთა პალიტრა, ავეჯის ტიპები, ფაქტურები, პატერნები და სხვა.  

4. 3D ვიზუალიზაცია

ამის შემდეგ საჭიროა იდეების ვიზუალიზაცია 3D ფორმატში. იდეების სრულყოფისათვის ინტერიერის დიზაინერი ფლობს სხვადასხვა პროგრამას. მათი დახმარებით შესაძლებელია, რომ დამკვეთს ნათლად და რეალისტურად აჩვენო, რა გაქვს ჩაფიქრებული. ასეთი პროგრამებია: ARCHICAD – დასახაზად, ხოლო AUTODESK და 3DS MAX 3D ვიზუალიზაციისთვის.  

5. სარმონტო სამუშაოები

როგორც ხედავ, ინტერიერის დიზაინერი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან საქმეს აკეთებს და ეს კიდევ არაა ყველაფერი. თუ შენც დაინტერესდი, აქვე გეტყვი, რომ ჩვენს აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსზე შეგიძლია საფუძვლიანად შეისწავლო ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამები და ბონუსად, ჩვენს პარტნიორ ინტერიერის დიზაინ სტუდიაში სტაჟირებაც გაიარო.