მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
ARCHICAD-ისა და AUTODESK 3DS MAX-ის ძირითად ხელსაწყოები
პროგრამა ARCHICAD - ის ხელსაწყოების დახმარებით შეძლებ ფორმისა და ფუნქციის დაკავშირებით კედლების ამოყვანას, კარებისა და ფანჯრების დამატებასა და მათ მოდიფიკაციას, დასრულებული 2D ნახაზის 3Ds Max-თვის მომზადებას.
AUTODESK 3DS MAX-ში კი ისწავლი 3D ვიზუალიზაციას, აბაზანის და სამზარეულოს მოწყობას, ავეჯის დამატებას, განათბის სწორად შერჩვას და ა.შ
ინტერიერის დიზაინის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები
კურსის ფარგლებში გაივლი ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, გაეცნობი პოპულარულ სტილებს და მათი შექმნისა და განვითარების გზებს. კარგი ინტერიერის შესაქმნელად უნდა გაეცნო უმთავრეს პრინციპებს და სივრცითი დაგეგმარების საფუძვლებსაც.
3D რენდერების შექმნა
Corona Renderer - ის თანამედროვე უმაღლესი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერის დახმარებით შეძლებ საბოლოო იერი მისცე შექმნილ მოდელებს ვიზუალური ეფექტებით.
სივრცის მოწყობა ავეჯითა და დამატებითი ელემენტებით
ინტერიერის დიზაინში ავეჯის დაგეგმარებას მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამიტომ ამ კურსის განმავლობაში ისწავლი ავეჯის მოდელირებას. ოთახის, აბაზანისა და სამზარეულოს მოწყობას. ასევე, ისწავლი განათების პარამეტრების სპეციფიკასაც.
დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკა
დამკვეთის საჭიროების გაგება მნიშვნელოვანი მხარეა პროექტის შესრულებისას. სანამ დიზაინში უნიკალურ დეტალებს შევიტანთ აუცილებლად კარგად უნდა გავიგოთ დამკვეთის საჭიროებები და სწორედ ამის გათვალისწინებით წარვმართოთ ურთიერთობა პროექტის აღსრულებამდე.
კურსის განმავლობაში ისწავლი ბრიფთან მუშაობას, სწორი კითხვების დასმას, დამკვეთთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვას.