რას ისწავლი სოციალური მედიის კურსზე?

რას ისწავლი სოციალური მედიის კურსზე?

13.07.2022

სოციალური მედიის ძალა ციფრულ სამყაროში ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. სოციალურმა მედიამ მოახერხა, გამხდარიყო მედიუმი და არნახულად შეემცირებინა დისტანცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ინტერნეტის გამოგონების შემდეგ, ტრადიციული მედიის საშუალებები, ფაქტობრივად, ციფრული კომუნიკაციით ჩანაცვლდა. შედეგად, ამ ორმხრივმა უშუალო კავშირმა სწრაფი განვითარებისაკენ უბიძგა როგორც ბრენდს, ასევე თავად მომხმარებელს.

ჩვენი სოციალური მედიის კურსი სწორედ იმ საკითხებს ეხება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროს და ამ სამყაროში პროდუქტიული ურთიერთობის გზებს გაგაცნობს. 10 ლექციისაგან შემდგარი ონლაინ კურსი კონტენტისა და რეკლამირების ძირითად საკითხებს მოიცავს, რომელსაც უფრო დაწვრილებით ამ ბლოგპოსტში განვიხილავთ. 

სოციალური მედიის ძირითადი მიდგომები და ტრენდები

ლექციის განმავლობაში მიმოიხილავ სოციალურ მედიას, როგორც ციფრული კომუნიკაციის საშუალებას. გაიგებ, რა განსხვავებაა ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის. გაეცნობი ციფრული მარკეტინგის ძირითად პლატფორმებს. ისწავლი, როგორ ადევნო თვალი ტრენდებს და როგორ შექმნა კონკრეტული პერიოდისათვის ავთენტური კონტენტი. შედეგად, თავიდან აირიდებ არაერთ უხერხულობას, მათ შორის, არარელევანტური კონტენტით გამოწვეულ უარყოფით დამოკიდებულებას შენი მომხმარებლების მხრიდან. 

მოკვლევისა და რეფერენსების მოძიების გზები

სანამ კონტენტის შექმნას დაიწყებ, აუცილებელია, მოიკვლიო კონკურენტი კომპანიები, მათი აქტიურობა და ამ აქტიურობის შედეგები. კონკურენტი კომპანიების შესახებ მეტი ინფორმაცია დაგეხმარება, ეძებო და იპოვო უკეთესი გზა, უფრო მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. მნიშვნელოვანია, ისწავლო რეფერენსების მოძიების მეთოდებიც, რაშიც ეს კურსი აუცილებლად დაგეხმარება. რეფერენსების პოვნა საჭიროა არა მხოლოდ ინსპირაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ საკუთარი იდეის მაგალითი თვალნათლივ დაინახო და უკეთესად აღიქვა, რისი გაკეთება შეგიძლია.

კონტენტის შექმნის პრინციპები და მეთოდები

კურსის განმავლობაში შეისწავლი კონტენტის შექმნის ზოგად პრინციპებსა და მეთოდებს. გაიგებ, რა არის ბრიფი, ინსაითი, ბრენდის Tone Of Voice, ქოფირაითინგი… გაიგებ, როგორ შექმნა შენი ბრენდისათვის ავთენტური კონტენტი, რას მიაქციო ყურადღება, რა ამჯობინო – სთორითელინგი, სენსიტიური თუ ინტერაქციული კონტენტი, რა მუშაობს, რა არ მუშაობს და რა შეიძლება გარისკო. ისწავლი კონტენტკალენდრის შექმნას და მასზე მუშაობის პრინციპს, რათა საქმე უფრო გაგიადვილდეს და მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეს. 

სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა

სოციალური მედია სტრატეგია იმ გეგმებისა და ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარება. რაც უფრო სპეციფიკურია სტრატეგია, მით უფრო ადვილია შენი “ციფრული ამოცანის” შესრულება. კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ გაწერო ბრენდისათვის ისეთი სტრატეგია, რომელიც მისთვის ეფექტური და რელევანტური იქნება. გაიგებ, რა კომპონენტებისაგან უნდა შედგებოდეს ის და რატომაა საჭირო მისი პერიოდული განახლება.

რეკლამირებისთვის საჭირო ხელსაწყოები –  Facebook ads manager / Facebook business manager

იმისათვის, რომ ბრენდისათვის შექმნილი კონტენტი წარმატებით მიაწოდო აუდიტორიას, პირველ რიგში, სწორედ შენი აუდიტორია უნდა გაიცნო. კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ შეარჩიო მიზნობრივი აუდიტორია, როგორ დაათარგეთო სწორად შენი კონტენტი და ფეისბუქის რომელი ხელსაწყოები დაგეხმარება ამ ამოცანის სრულყოფილად შესრულებაში. შეისწავლი Business და Ads მენეჯერის გამოყენების პრინციპებს, რათა მარტივად და ნაყოფიერად შექმნა რეკლამა შენი ბრენდისათვის.

მონაცემთა ანალიზი და რეპორტის ინსტრუმენტები

იმისათვის, რომ წარმატებულად ისწავლო საკუთარ შეცდომებზე და სოციალურ ქსელში ბრენდის მუდმივ განვითარებას აკვირდებოდე, აუცილებელია, იცოდე, როგორ ამოიღო რეპორტი და როგორ შეასრულო მონაცემთა ანალიზი. რეპორტის დამუშავება დაგეხმარება, ცხადად დაინახო, როდის და რატომ იმუშავა კარგად შენმა რეკლამამ, ან პირიქით, რატომ არ მოგცა სასურველი შედეგი. გარდა ამისა, შესაძლებელია, ყოველთვიური რეპორტის წარდგენა თავად დამქირავებლის სურვილიც აღმოჩნდეს.

თანამედროვე ციფრული სამყარო გამოწვევებითაა სავსე. ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელია, რომ იმ საქმის პროფესიონალი იყო, რომლის კეთებაც ძალიან მოგწონს. ჩვენი სოციალური მედიის კურსი დაგეხმარება, დეტალურად შეისწავლო თეორია და პრაქტიკული სამუშაოებით განამტკიცო შენი ცოდნა. დასაწყისისათვის, ყველა საჭირო ბერკეტი შენს ხელში იქნება, დანარჩენს კი გამოცდილება მოგიტანს.