შეცდომები ინტერიერის დიზაინში

შეცდომები ინტერიერის დიზაინში

27.12.2022

გიფიქრია რომ ზოგიერთ სახლში განსაკუთრებით მყუდროდ გრძნობ თავს?
შესაძლოა ამის უამრავი მიზეზი არსებობდეს, როგორიცაა განათება, დეკორაცია, ფერები და რა თქმა უნდა, სივრცე, რომელსაც საკუთარი ენერგია აქვს.

ხშირად, სიმყუდროვეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი ქმნის, რომელიც დიდ ყურადღებას არ იქცევს, მაგრამ მისი მნიშვნელობა სწორედ შეუმჩნეველი ჰარმონიულობაა.

ამ ბლოგპოსტში მნიშვნელოვან დეტალებს ნახავ, რომლის გათვალისწინება  სახლის ინტერიერის სწორად დაგეგმვისთვის გამოგადგება.

ბუნებრივი განათება
შეცდომები ინტერიერის დიზაინში შეცდომები ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც სივრცეს მოსაწყენს ხდის, არასაკმარისი განათებაა.
ყურადღება მიაქციე, რომელიმე ფანჯარას ხომ არ ბლოკავ მძიმე ავეჯით?
ფანჯრების მიმდებარედ, დაბალი ავეჯის განთავსება სახლს უფრო ჰაეროვანს და ნათელს ხდის.

სივრცე

თუ ავეჯის უმეტესს ნაწილს ოთახის ერთ კედელთან განათავსებ, კომპაქტური სივრცეების გამოყოფა გაგიჭირდება, თანაც, სახლის იერსახე ბრტყელი, ყუთის ფორმისა და განლაგების გამოვა.

ავეჯის სწორად გადანაწილებით, შეძლებ სახლში სივრცეები ორგანულად გამოყო, მაგალითად, დაბალი სიმაღლის წიგნის თარო, შესაძლოა იყოს გამყოფი საძინებელსა და სასადილო ოთახებს შორის.

 

ბალანსი

შეცდომები ინტერიერის დიზაინში

შესულხარ ოთახში და გიგრძვნია, რომ მასში ბევრი ან ძალიან ცოტა ავეჯია? ეს ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა და ძირითადად, ოთახში არსებული სივრცის გამო ხდება.

თუ დიდი  მისაღები ოთახი გაქვს, მაღალი ჭერით, სივრცის შესავსებად იატაკის ბალიშები და პუფები არ გამოგადგება, ამისთვის მოცულობითი ავეჯია საჭირო, რომელსაც სიმაღლე ექნება.

 

ფოკუსირებადი კედელი


შეცდომები ინტერიერის დიზაინში

„მთავარი კედელი“ ოთახში ის ადგილია, რომელიც ყურადღებას იქცევს მოცულობითი ზომის ორნამენტით, ფერით ან სხვა ნიშნით.ცუდი ინტერიერის მაგალითი, ერთ ოთახში რამდენიმე ფოკუსირებადი კედლის შექმნაა.

იდეალურ შემთხვევაში, საშუალო ზომის ოთახს არ უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი აქცენტირებული კედელი.
იმისთვის რომ სხვა კედლები „შიშვლად“ არ დაგრჩეს, შესავსებად შეგიძლია პატარა დეტალები გამოიყენო.

 

დიდი არეულობა

სახლის აქსესუარების მთავარი ფუნქციაა, შეავსონ დეკორი და არა ის რომ მთელი ყურადღება მათზე გადავიდეს.

გაითვალისწინე, თუ სივრცეს გადატვირთავ ბალიშებით, ხალიჩებით ან კედლის აქსესუარებით, ისინი “შეჭამენ” ოთახში არსებულ შუქს, მაგრამ თუ გიჭირს შეელიო მრავალფეროვან აქსესუარებს, მათ გამოყენებას როტაციულად გირჩევ – პერიოდულად გამოცვალე ძველი და ჩაანაცვლე ახალი აქსესუარებით.

 

განათების ტონები

განათების ტონები, სახლში განწყობისა და იერსახისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
ხშირად გადააწყდები არასწორი ტიპის განთებას, როდესაც შუქი კონცენტრირებულია ოთახის ნაწილში, ხოლო დანარჩენი სივრცე ბნელია.

გამოიყენე სხვადასხვა ტიპის განათების დაბალანსებული ნაზავი, რაც ხელს უწყობს სინათლის თანაბრად გავრცელებას.

თუ დეტალების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა გაქვს, ან გიფიქრია, როგორ მოაწყობდი სახლს უფრო ჰარმონიული გარემოსთან, ახლა სწორედ ის დროა, დაეუფლო მაღალანაზღაურებად პროფესიას.

ინტერიერის დიზაინის კურსზე მიღება დაიწყო, რეგისტრაციისა და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს