2023 წლის ტენდენციები სამუშაო სივრცის დიზაინში

2023 წლის ტენდენციები სამუშაო სივრცის დიზაინში

10.01.2023
ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრია მშვიდად მუშაობისთვის ოფისში მარტო დარჩენაზე. ყველამ ვიცით, რომ კომპლექსურად დაგეგმილი საოფისე სივრცე, ზრდის და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. არსებობს უამრავი ფაქტორი ოფისის დიზაინის სრულყოფისთვის, ჩვენ რამდენიმე მათგანი გამოვყავით, რაც საოფისე სივრცეში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის გამოგადგება  

ვინტაჟი ვინტაჟი

გარემოზე ზრუნვა 2023 წლის ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ტენდენციაა, ოფისის მშენებლობის ან განახლებისთვის გადამუშავებული მასალების ხელახლა გამოყენება და ძველი აქსესუარების “გაცოცხლება” აქტუალური იქნება. ვინტაჟური სტილი კი, რომელიც გასული ეპოქების, მოდის მიმართულებების აღორძინებაზეა ორიენტირებული, უცვლელად მიმზიდველია ყველა დროისთვის.  

ტექნოლოგიატექნოლოგია

ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში, ოფისიც მორგებული უნდა იყოს დასაქმებული ადამიანების საჭიროებებზე, დაწყებული ონლაინ თანამშრომლობის პროგრამული უზრუნველყოფით დასრულებული ე.წ. “სმარტ ოფისით”.  

ღია სივრცე ღია სივრცე

ღია სივრცის დიზაინი მრავალფეროვნების გარდა, პროდუქტიულობასაც მნიშნელოვნად ზრდის. საოფისე მაგიდები აღარ არის ერთადერთი ადგილი,სადაც ადამიანებს მუშაობა სურთ. რბილი ავეჯი და კომპაქტური მოსასვენებელი სივრცე, ასევე, აჯანსაღებს კომუნიკაციას თანამშრომლებს შორის.  

გამწვანება მცენარეები

გარდა იმისა, რომ მცენარეები უზრუნველყოფენ ნახშირორჟანგის ბუნებრივ ფილტრაციას, ფსიქოანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანები გენეტიკურად კოდირებულნი ვართ, ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, როდესაც ბუნებასთან ახლო კავშირი გვაქვს.  

მიკრო-სივრცე ფერები

ზოგჯერ ოფისში ყველა თანამშრომლის ხმა ერთდროულად ისმის, შენს გარშემო იმართება უამრავი ონლაინ შეხვედრა, სწორედ ამისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილება სატელეფონო და Zoom- შეხვედრებისთვის სივრცეების გამოყოფაა, რაც მშვიდ სამუშაო პროცესს და მეტ პროდუქტიულობას უზრუნველყოფს. ალბათ დაგვეთანხმები, რომ ამ ერთი შეხედვით მცირე დეტალებისგან, საკმაოდ ჰარმონიული სამუშაო სივრცის შექმნა და ამასთანავე, უამრავი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. თუ საკუთარ ან სხვის კომფორტულ სივრცეზე ხშირად ფიქრობ, მოგდის იდეები, რას და როგორ შეცვლიდი უკეთესი გარემოს შესაქმნელად, მაშინ ის დროა გახდე ინტერიერის დიზაინერი. ჩვენთან ინტერიერის დიზაინის კურსზე მიღება დაიწყო, გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.