
მეგი შვანგირაძე - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მე ვარ მეგი შვანგირაძე, ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ყველა შესაძლო შანსის გამოყენება საკუთარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კარიერული განვითარებისათვის, არამედ საკუთარი ხედვისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ამიტომ ამ კურსის გავლა ჩემთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
Smart Fish აკადემიას ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებოდი, მინდოდა ისეთი აკადემია ამერჩია, რომელიც იმედებს არ გამიცრუვებდა და შევძლებდი საკუთარი პროფესიული წინსვლა მიმენდო და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე. გარდა ამისა, უამრავი რეკომენდაცია მივიღე აკადემიის თითოეულ კურსზე.
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო ალბათ ისაა რომ მიყვარს ახლისა და ძველის შერწყმა, რითიც ვცდილობ სივრცეებს უნიკალური ხასიათი შევძინო ისე რომ ნამუშევარი თანამედროვე გარემოსაც ერწყმოდეს და თან არ ივიწყებდეს ძველს.
ვფიქრობ ძველისა და ახლის შერწყმა ერთგვარი ხელოვნებაა, სადაც წარსულის სიმძაფრე და თანამედროვეობის სიმსუბუქე ერწყმის ერთმანეთს.
კურსმა ხედვა უფრო მეტად გამიფართოვა, უფრო სიღრმისეულად ჩამახედა ინდუსტრიაში და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მომცა.
ახლა უფრო ზუსტად ვიცი რა მინდა და როგორ უნდა ვიმუშაო, ასევე რა შევთავაზო კლიენტს და რა ფორმით.
კურსი პირველივე დღიდან ძალიან საინტერესო იყო, სწავლების მეთოდიც საკმაოდ გასაგები და მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის, რამაც ფინალურ პროექტზე მუშაობა საგრძნობლად გამიმარტივა.
კურსის დაწყებამდე საკმაოდ რთულად ვუყურებდი პროექტებზე მუშაობას , თუმცა პირველივე დღიდან ეს შეხედულებები რადიკალურად შემეცვალა.
სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ გემოვნებასა და ხედვას, ვაძლევდით რჩევებსაც და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან, ეს პროცესი კი მუშაობას უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ალბათ ყველანაირ პროექტთან მოგვიწევს შეხება და ამიტომ ჩემთვისაც ყველა სახის პროექტზე მუშაობა დიდი გამოწვევა და გამოცდილება იქნება.
ამ კურსის ძლიერი მხარე, პირველ რიგში, კომფორტული და თავისუფალი გარემოა, რომელსაც ლექტორი თავისი ჩართულობითა და დამოკიდებულებით გვიქმნის.
გარდა ამისა ეს კურსი მრავალ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, რაც არა მხოლოდ განვითარებაში გვეხმარება, არამედ უამრავ ახალ უნარს გვივითარებს.
გეგმარება
მუდბორდები
რენდერები