გრაფიკული დიზაინის კურსი

თაკო ჩაჩავა - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

28.04.2025

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
გამარჯობა, მე ვარ თამარ ჩაჩავა, 21 წლის. ვსწავლობ ფსიქოლოგიას და ახლა უკვე გრაფიკულ დიზაინსაც.

Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა გადავწყვიტე მოსახერხებელი გრაფიკის, მისაღები ფასისა და რაც ყველაზე მთავარია — ლექტორის გამო, რომლის ნამუშევრები განსაკუთრებით მომწონს. ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა, სწორედ მისგან მესწავლა.

ჩემი შემოქმედებითი აზროვნების წყარო ყველაფერია, რასაც ვხედავ და ვუსმენ. განსაკუთრებით მომწონს, როცა ნამუშევარში ისეთი დეტალებია დამალული, რომელსაც მხოლოდ მცირე ჯგუფი ამჩნევს. თუმცა, მახარებს ის აზრიც, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ამ პარალელებს მაინც მიაგნოს.

ინსპირაციას ხშირად ვიღებ Pinterest-ზე ნანახი ნამუშევრებიდან, სიმღერების ტექსტებიდან, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან, ქუჩის გრაფიტებიდან და სხვა ვიზუალური დეტალებიდან.

კურსმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა. ლექტორი მასალას მარტივად და გასაგებად გვაწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის კეთება მინდა, ჩემით დაწყება ხშირად მიჭირს. თუ თქვენც ასე ხართ და დაინტერესებული ხართ დიზაინით, ეს კურსი ნამდვილად დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებასა და მოტივაციის პოვნაში.

ფინალური პროექტი განსაკუთრებულად საინტერესო იყო — უნდა შეგვექმნა პოსტერები ანიმაციური სერიალ Arcane-ის თემატიკაზე. თავიდან ბოლომდე ვუყურე სერიალს და შემდეგ დავიწყე მუშაობა.

ყველაზე მეტად ანდერსითის — ქალაქის ბნელი მხარის ესთეტიკა მომხიბლა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი პროექტი ყოფილიყო ისეთი პოსტერები, რომლებიც ანდერსითიში, სხვადასხვა დროს, ქუჩებში იქნებოდა გაკრული.

საკმაოდ ღრმად ჩავედი სერიალის თემატიკაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს — მარიამს. იდეები ნელ-ნელა მოდიოდა. ხანდახან შემოქმედებითი კრიზისიც მქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა აქტიურად არ ვმუშაობდი და მხოლოდ ვფიქრობდი.

ამ პროექტზე მუშაობისას ხშირად ვგრძნობდი „ფლოუს“ — იმ მდგომარეობას, როცა საათობით შეგიძლია აკეთო ის, რაც შენთვის საკმარისად საინტერესო და სტიმულირებელია.

მომწონს ილუსტრაციების და პერსონაჟების შექმნა. ალბათ, ყველაზე მეტად ისეთ პროექტებში მუშაობა მომეწონებოდა, სადაც მაქსიმალური შემოქმედებითი თავისუფლება მექნებოდა.

კურსის მთავარი ძლიერი მხარე ლექტორია — ანო, რომელიც მასალას მარტივად და საინტერესო ფორმით გვაწვდის. გარდა ამისა, ყოველი ლექცია გამორჩეულია საინტერესო დავალებებით, რაც თანდათან ავითარებს ტექნიკურ უნარებს და დიდი სივრცეს აძლევს კრეატიულ აზროვნებას.

tako-chachava-1.webp

tako-chachava-2.webp

tako-chachava-4.webp

tako-chachava-3.webp

jinxi.webp