მარიამ ჯავრიშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული -

-20% ინტერიერის დიზაინის კურსზე

მარიამ ჯავრიშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

30 მარტი, 2021 წელი

მარიამ ჯავრიშვილი

ფონტის ზომა

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

- მარიამ, მოგვიყევი შენ შესახებ?

მე ვარ 19 წლის, სტუდენტი, ვსწავლობ ინჟნერიაზე.

- Რატომ გადაწყვიტე გრაფიკული დიზაინის სწავლა?


ხატვა სულ მიყვარდა და ზოგადად ხელოვნება, მაგრამ პანდემიისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო ინსპირაცია და ინტერესი დამეკარგა თითქმის ყველაფერში, თუმცა უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გრაფიკული დიზაინის სწავლა დავიწყე, თან სულ მინდოდა, დროც და პერიოდიც დაემთხვა.


მარიამ ჯავრიშვილი


მარიამ ჯავრიშვილი


მარიამ ჯავრიშვილი


- რის კეთება გსურს კურსის დასრულების შემდეგ?


კურსის დასრულების შემდეგ ცოდნის გაღმავება ამ პროგრამების უკეთესად “დამუღამება” და კიდევ ბევრი სხვა კურსის გავლა მინდა ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით, რომ უკეთ დავხვეწო ჩემი ტექნიკა და ახალი პროგრამებიც ვისწავლო.

მარიამ ჯავრიშვილი


- რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?


რაღაც პროექტზე მუშაობისას თუ იდეები არ გაქვს და ცარიელ ფურცელს უყურებ, მაინც სჯობს რომ რაღაც დაიწყო, იმიტომ რომ თანდათან უფრო მოიფიქრებ, დაალაგებ აზრებსა და იდეებს, მოგივა ინსპირაცია.


მარიამ ჯავრიშვილი


მარიამ ჯავრიშვილი


Რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 


კურსმა Პროგრამების შესწავლის გარდა, ალბათ, გრაფიკოს დიზაინერივით აზროვნება მასწავლა და თითქმის ყველაფრისგან ინსპირაციის მიღება.


მარიამ ჯავრიშვილი


გააზიარე

კურსდამთავრებულების ნამუშევრები

სხვა ნამუშევრები