
Smart Fish Academy - ვიზუალური კომუნიკაციების ონლაინ აკადემიაა, დაარსებული 2019 წელს. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს პროფესიის პოვნასა და შეცვლაში პრაქტიკული და პორტფოლიოზე ორიენტირებული სწავლებით. პროგრამები შექმნილია რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სილაბუსებითა და მენტორინგის მხარდაჭერით, რათა შედეგი იყოს პრაქტიკული და გაზომვადი.
აკადემიის მიზანი
Smart Fish Academy-ის მთავარი მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამები ვიზუალური და კონტენტ კომუნიკაციის მიმართულებით, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს და ეხმარებიან კურსდამთავრებულებს გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
აკადემია ორიენტირებულია ადამიანებზე, ვინც პროფესიის შეცვლას ან ახალი კარიერის დაწყებას გეგმავს. სწავლის პროცესი აგებულია რეალურ პროექტებზე, პორტფოლიოს შექმნასა და სტუდენტის მიზნებზე მორგებულ მენტორინგზე.
დღეს Smart Fish Academy აერთიანებს მიმართულებებს გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, კონცეპტ არტის და 3D დიზაინის სფეროებში.
ღირებულება | ქცევითი მტკიცებულება | „არასოდეს დავარღვევთ“ პრინციპი |
| სიმართლე და პირდაპირობა | სილაბუსში აღწერილია ზუსტი შინაარსი და დრო; შედეგებს არ ვაბუქებთ | ვპირდებით მხოლოდ იმას, რასაც კურსდამთავრებულების ნამუშევრები ამტკიცებს |
| პასუხისმგებლობა | თითოეულ ჯგუფს ჰყავს პასუხისმგებელი მენტორი და კურსის კოორდინატორი; დროული უკუკავშირი. | კომუნიკაცია არის მკაფიო, უკუკავშირი - დროული |
| დეტალებზე ორიენტირებულობა | ხარისხის "ჩეკლისტები" | სტუდენტებს ვაფასებთ წინასწარი დადგენილი და სტანდარტიზებული კრიტერიუმებით |
| სტუდენტებზე ორიენტირებულობა | წინასაკურსო გასაუბრება და კურსის სწორი შერჩევა | სტუდენტი მხოლოდ წინასწარი გასაუბრების საფუძველზე ირიცხება შესაბამისს კურსზე |
რითი გამოვირჩევით სხვებისგან
პორტფოლიოზე ორიენტირებულობა
რეალური ბრიფები, სტანდარტიზებული შეფასება და დროული მენტორინგი ეხმარება სტუდენტს სრულყოფილი პორტფოლიოს შექმნაში
წინასაკურსო გასაუბრება
გასაუბრებით ვადგენთ შესაბამის დონეს/მიზანს, რათა სასწავლო პროცესი იყოს ეფექტური და მიზნობრივი
მენტორინგი
პერსონალური მიზნების შეთანხმება და რეგულარული, უკუკავშირი პროგრესის გასაუმჯობესებლად
ონლაინ სწავლება
სინქრონული ლექციები, ჩანაწერების ხელმისაწვდომობა, მოქნილი განრიგი და დისტანციური შეფასება/უკუკავშირი.