
10 ინსტაგრამ პროფილი შენი ინსპირაციისათვის
ციფრული დიზაინის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი არტისტის შემოქმედებას ადევნო თვალი. გარდა იმისა, რომ სხვისი ნამუშევრების დათვალიერება არაერთ სიახლეს აღმოგაჩენინებს, შთაგონების პოვნაშიც აუცილებლად დაგეხმარება.
ამ ბლოგპოსტში იმ 10 არტისტის ინსტაგრამს მიმოვიხილავთ, რომელიც, ჩვენი აზრით, საჭირო დროს ინსპირაციის პოვნას გაგიმარტივებს.
რთულია, Strangeloop-ის საოცრად შესრულებული ფსიქოდელიურ-სიურრეალისტური ნამუშევრები არ დაგამახსოვრდეს. სამეცნიერო ფანტასტიკის თემაზე შექმნილი ილუსტრაციები და Motion-ის ტიპის ვიდეოები სრულიად სხვა, უცხო, ოდნავ საშიშ, თუმცა მეტისმეტად საინტერესო და მომნუსხველ სამყაროს წარმოგვიდგენს.
2. artwithbryn
Bryn Jones-ის ყოველი სერია ახალი თავგადასავალია. ულამაზესი ილუსტრაციები ერთი კონკრეტული პერსონაჟის ერთ კონკრეტულ სამყაროში მოგზაურობას აღგვიწერს. არტისტი ყოველ ილუსტრაციას თან ურთავს საინტერესო აღწერას. ფანტასტიკური ცხოველები, უმშვენიერესი ლოკაციები, ფერები და არქიტექტურა ყოველი ვიზუალის სპეციფიკურ და ეგზოტიკურ ვაიბებს გადმოსცემს.
3. madebykaran
Karan Singh-ი ფერთან მუშაობის ოსტატია. მსგავსად შთამბეჭდავი ნამუშევრები ცოტა თუ გვინახავს. სწორად შერჩეული ფერები ხაზს უსვამს თითოეული ნამუშევრის დეტალებსა და ფორმებს. 3D ფორმატში შესრულებულ ილუსტრაციებს საოცარი სიღრმე და დახვეწილობა ახასიათებს.
4. tuomodesign
არანაკლებ საოცარია Tuomo Korhonen-ის ნამუშევრები. 3D დიზაინის ილუსტრაციები წარმოუდგენლად შთამბეჭდავი და დაუვიწყარია. თუ ამ პროფილს თვალს შეავლებ, ალბათ, აუცილებლად მოგინდება, კიდევ უფრო მეტი მისი ნამუშევარი ნახო და ადამიანისა და რობოტების იდეალურად შესრულებული სკულპტურები დაათვალიერო.
5. ardhiraputra
Ardhira Putra-ს ილუსტრაციებში გასული საუკუნის ტექნიკის გამოყენება, ალბათ, შენც 80-იანი წლების რეტრო პოსტერებს მოგაგონებს. მკვეთრი ფერებისა და პაწაწინა დეტალების თამაშით არტისტი კოლაჟის მსგავსს მრავალფეროვან და საინტერესო ვიზუალებს წარმოგვიდგენს.
6. _kmotion_
Kmotion-ი Motion Designer-ის მიერ შექმნილი ინსტაგრამ პროფილია. მოუშენ ვიდეოებში ასახული სიტუაციები ყველასათვის კარგად ნაცნობი და გარკვეულწილად, ნოსტალგიურია. ფერები და გარემო თბილ და მეგობრულ განწყობას გადმოსცემს. ყოველ ნამუშევარს თან ახლავს თავდაპირველი მონახაზი და ვიზუალი სამუშაო პროცესიდან, რაც კიდევ ერთი ბენეფიტია ამ პროფილის გამომწერი დიზაინერებისათვის.
7. feliciachiao
Facebook-ის სქროლვისას, შეიძლება, ერთხელ მაინც გინახავს Felicia Chiao-ს უსაყვარლესი ილუსტრაცია. ამ არტისტის ნამუშევრები, მეტწილად, ერთი პერსონაჟის გარშემო ტრიალებს. თბილი ფერები, გრაფიკული ილუსტრაცია და პერსონაჟის ყოველდღიური, ძალიან ჩვეულებრივი გარემო მეტისმეტად ადამიანურ, ნაცნობ ვაიბებს ატარებს.
8. mariodemeyer
Mario De Meyer-ის აბსტრაქტული ნამუშევრები განსაკუთრებულად საინტერესო იქნება მათთვის, ვინც კალიგრაფიითა და ასოების დიზაინითაა დაინტერესებული. აქვე იპოვი მოკლე ტუტორიალებსაც, რომელიც ძალიან გამოგადგება, თუ დამწყები დიზაინერი ხარ.
Owen Davey-ის თემატიკა, ძირითადად, ფლორა და ფაუნაა. ცხოველებისა და ფრინველების ფერადი და საინტერესო ვიზუალები ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კოლაჟები, სადაც დახვეწილადაა შერჩეული თითოეული დეტალი.
10. adobedrawing
ეს ინსტაგრამ პროფილი არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ არტისტს და სწორედ ამიტომაცაა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. აქ ნახავ სხვადასხვა სტილისა და დიზაინის ვიზუალებს, გაეცნობი სხვადასხვა არტისტის შემოქმედებას და აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო ილუსტრაციებს.
იმედია, ეს ბლოგპოსტი საინტერესო არტისტებს აღმოგაჩენინებს და იპოვი იმ ინსპირაციას, რომელიც შენი საყვარელი საქმის შესრულებაში დაგეხმარება.
ხოლო თუ შენც მოგანდომა ხატვა, თუმცა ჯერ არ იცი, როგორ შექმნა ილუსტრაციები, მაშინ ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსზე დარეგისტრირდი და საკუთარ თავსა და პროფესიონალ ლექტორს მიენდე.