10 წიგნი გრაფიკულ დიზაინზე -

-20% ინტერიერის დიზაინის კურსზე

10 წიგნი გრაფიკულ დიზაინზე

25 ნოემბერი, 2021 წელი

წიგნები დიზაინზე

ფონტის ზომა

გრაფიკული დიზაინი განვითარებადი სფეროა, რომელიც მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ინტერნეტი ზღვა ინფორმაციას მოგაწვდის თანამედროვე ტრენდებსა და მიმდინარე გამოწვევებზე. ინსპირაციის საპოვნელად სხვა არტისტების ნამუშევრებსაც მარტივად დაათვალიერებ, თუმცა თუ დროს საკითხავადაც გამონახავ, გვერწმუნე, ძალიან საინტერესო წიგნებსაც აღმოაჩენ.


ამ ბლოგპოსტში სწორედ იმ 10 წიგნს მოვუყარეთ თავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, თუ გრაფიკული დიზაინი გიტაცებს. 


1. Jens Muller - Logo Modernism (Design)


მოდერნიზმი


იენს მიულერის ეს პუბლიკაცია 6000-მდე სასაქონლო ნიშანს აერთიანებს. ავტორი 1940-1980-იან წლებზეა ფოკუსირებული და იკვლევს კორპორაციული იდენტობის აღმოცენებას გრაფიკული დიზაინის მოდერნიზაციის ნიადაგზე. წიგნი განსაკუთრებულად გამოგადგება, თუ ლოგოს დიზაინი, განვითარების ეტაპები და ისტორია გაინტერესებს. 


2. Sarah Hyndman - Why Fonts Matter 


ფონტი


სხვადასხვა ფონტი სხვადასხვა დამოკიდებულებასა და ემოციას იწვევს - ქმნის ნდობას, ბრენდის პერსონას, თავდაჯერებას, იმიჯს… მარტივად რომ ვთქვათ, ფონტს გრაფიკულ დიზაინში დიდი წონა აქვს. ამ შესანიშნავ წიგნში აუცილებლად იპოვი პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არის ფონტი ასეთი მნიშვნელოვანი და რა გავლენა აქვს მას ადამიანებზე.

3. Graphic Fest


გრაფიკ ფესტი


Graphic Fest ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალისა თუ გამოფენის ბრენდინგი და დიზაინია განხილული. აქ აღმოაჩენ ნამუშევრებს, რომლებმაც გაუძლეს დროს. თუ ინსპირაციას ეძებ, მაშინ განსაკუთრებულად სწორია დრო ამ წიგნის გადასაშლელად. 


4. Eric Schrijver - Copy This Book: An Artist’s Guide to Copyright


ქოფი ბუუქ


საავტორო უფლებები გრაფიკული დიზაინერებისთვის არც თუ ისე უმტკივნეულო თემაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წიგნი გასაგებ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოა, სადაც ბუნდოვან ტერმინებს ვერსად შეხვდები. ეს წიგნი გასწავლის, რისთვის და როდის გჭირდება ან როგორ გამოიყენო სწორად საავტორო უფლებები. 


5. Patrick Baty - The Anatomy of Colour


Patrick Baty


ფერი გრაფიკული დიზაინის განუყოფელი ელემენტია. იმისათვის, რომ ფერის სწორად გამოყენება ისწავლო, კარგი იქნება, თუ მათ ისტორიასაც გადაავლებ თვალს. 


6. Drew de Soto - Know Your Onions: Graphic Design


ONIONS


წიგნის მიზანია, რომ კიდევ უფრო უკეთესი დიზაინერი გახდე, ამიტომაც ყურადღება პრაქტიკულ რჩევებსა და მითითებებზეა გამახვილებული. წიგნაკის ფორმატში შედგენილი ეს სახელმძღვანელო გასწავლის გრაფიკული დიზაინის ძირითად პრინციპებსა და მათი გამოყენების გზებს, გეხმარება კრეატიულად ფიქრში… რამდენიმე ცარიელ ფურცელზე კი თავად შეძლებ შენივე შენიშვნების ჩამოწერას.

7. Robert Klanten - Start Me Up!: New Branding for Businesses


Robert Klanten


სტარტაპებისა და ანტერპრენერების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა კორპორაციული დიზაინი, რომელიც ბრენდისათვის უნიკალურია. ამ წიგნში კორპორაციული ბრენდინგის შესახებ საინტერესო ცნობებს აღმოაჩენ და არაერთ გამორჩეულ მაგალითსაც გაეცნობი.

8. Massimo Mariani - What Images Really Tell Us: Visual Rhetoric in Art, Graphic Design, and Advertising 


Massimo Mariani


ეს წიგნი სავსეა სიმბოლოების, მეტაფორებისა და ჰიპერბოლების განხილვით. იგი დაგეხმარება, უკეთ გაიცნო ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობა და ძალა. ნებისმიერ დროს, როცა ინსპირაციის პოვნა დაგჭირდება, შეგიძლია ამ წიგნს თამამად მიუბრუნდე.  


9. Caroline Roberts - Graphic Design Visionaries


Caroline Roberts


წიგნი გრაფიკული დიზაინის ისტორიას მოგვითხრობს. აქ გაერთიანებულია 75 ყველაზე გავლენიანი დიზაინერის შთამაგონებელი ბიოგრაფია და ნამუშევრები. მათი შემოქმედება ნებისმიერ დროს შეგიძლია საკუთარ ინსპირაციად გამოიყენო.


10.  Bonnie Siegler - Dear Client


Bonnie Siegler


ეს წიგნი, სინამდვილეში, იმ ადამიანებისთვისაა, ვინც გრაფიკოს დიზაინერებს ქირაობს. წიგნი კლიენტსა და დამქირავებელს შორის კომუნიკაციის გაადვილების გზებს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის აუდიტორია გრაფიკოს დიზაინერები არ არიან, მისი წაკითხვა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კლიენტთან საერთო ენის გამონახვა მარტივად შეძლო. 

როგორც ხედავ, თუ გრაფიკოს დიზაინერი ხარ ან აპირებ, რომ გახდე, შენთვის უამრავი საინტერესო წიგნი მოიძებნება. მნიშვნელობა არ აქვს, ინსპირაციას ეძებ თუ უბრალოდ, მეტი ინფორმაციის მიღება გინდა - შენთვის შესაფერის წიგნს აუცილებლად იპოვი. 


თუ ვიზუალური ხელოვნების ამ მიმართულების შესწავლას საფუძვლიანად გადაწყვეტ, ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსსაც გადაავლე თვალი. პროფესიონალი ლექტორი ცოდნის გაღრმავებაში აუცილებლად დაგეხმარება.

გააზიარე

სხვა სიახლეები