2023 წლის ტენდენციები გრაფიკულ დიზაინში

2023 წლის ტენდენციები გრაფიკულ დიზაინში

11.01.2023

ყველამ კარგად ვიცით, რომ ციფრული სამყარო არნახული სისწრაფით ვითარდება. დროის გასვლასთან ერთად იცვლება და იხვეწება გრაფიკულ დიზაინში ვიზუალური მიმართულებები. იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ დროს, მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალი მიმდინარე ტენდენციებსა და ცვლილებებს.

ამ ბლოგპოსტში 2023 წლისათვის მოსალოდნელ, რამდენიმე ძირითად ტრენდს მიმოვიხილავთ.

 

ფერები

2023 წლის ტენდენციები

როგორც ვარაუდობენ, 2023 წლის ფერთა პალიტრა აირეკლავს იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საზოგადოება გასულ წლებში აღმოჩნდა. შესაბამისად, იმძლავრებს როგორც დამამშვიდებელი და ნოსტალგიური (70-2000-იანი წლების დამახასიათებელი პალიტრა), ისე მუქი და დისტოპიური ფერები. კვლავ აქტუალური იქნება შუქ-ჩრდილები და სხვადასხვა ტრენდის კომბინაციური გადათამაშება.

 

ვიზუალური სტილი


ვიზუალური სტილი

2023 წელი კიდევ უფრო მეტად იქნება ღია კრეატიული ექსპერიმენტებისთვის. ვვარაუდობთ, რომ მრავალფეროვან ვიზუალურ სტილს ვიხილავთ, იქნება ეს სიურრეალისტური, რეტრო თუ 90-იანების გაცოცხლებული და განახლებული მიმართულება. განსაკუთრებით გამოვარჩევთ აბსტრაქტულ გრადიენტებს. ფერთა ერთმანეთში გადასვლის ეს ტექნიკა ისედაც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მომავალი წლისათვის მეტად რთული და მსუყე ფორმებით იქნება გამოხატული.

 

ტიპოგრაფია

2023 წლის ტენდენციები

რაც შეეხება ტიპოგრაფიას, Sans Serif-ის პარალელურად, ვიხილავთ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. სავარაუდოდ, დეფორმირებული, წაგრძელებული ასოები მოიპოვებს პოპულარობას და დიზაინერები კიდევ უფრო მეტად გამორჩეულ და ბრწყინვალე ნაშრომებს შემოგვთავაზებენ.

 

Motion Design

 

სოციალურ მედიაში, სტატისტიკურად, მოუშენ კონტენტი უფრო იქცევს მომხმარებლების ყურადღებას, ვიდრე სტატიკური ვიზუალი. შესაბამისად, 2023 წელს უფრო მეტ მოძრავ დიზაინს უნდა ველოდოთ. როგორც ვარაუდობენ, ეს ვიზუალები აქტიურად იტრიალებს არა მხოლოდ სოცმედიაში, ასევე აუთდორზე, ბილბორდებსა და ბანერებზე.

 

AI

რადგან AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა აითვისა სხვადასხვა ბრენდმა, გაჩნდა საშიშროება, ჩაანაცვლებდა თუ არა იგი ადამიანს. ამჟამინდელი დაკვირვებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ვიზუალები კვლავ მოითხოვს დიზაინერის ჩართულობას. მიუხედავად ამისა, AI სინათლის სისწრაფით ვითარდება.

როგორც ვხედავთ, 2023 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა იყოს გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, თუ გინდა, რომ ამ პროცესში ჩაერთო და საკუთარი თავი გამოცადო, მაშინ გრაფიკული დიზაინის კურსს გადახედე.