
როგორ შეიცვლება ინტერიერის დიზაინი 2025 წელს?
2025 წლის ინტერიერის დიზაინის მთავარი ტენდენცია შეგვიძლია მხოლოდ ერთი სიტყვით დავახასიათოთ - "კომფორტი". სწორედ ეს პრინციპი განსაზღვრავს იმ ცვლილებებს, რომლებიც წელს ყველაზე აქტუალური გახდება – რბილი, მყუდრო ავეჯი, ტექსტურები, ბუნებრივი ფერები, უამრავი მცენარე და დღის შუქის მაქსიმალური გამოყენება.
თუ წელს შენი ბინის რემონტს იწყებ, ამ სტატიაში გაგიზიარებთ, იმ ძირითად ტენდენციებს, რომელიც შენს სივრცეს თანამედროვეს, მყუდროს და კომფორტულს გახდის
1. ფერადი სამზარეულოები

სამზარეულოები უფრო ფერადი და გამორჩეული გახდება. მკვეთრი ტონები, უნიკალური სახელურები და პერსონალიზებული ტექნიკა სივრცეს უფრო განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. დიზაინერი პიტერ სომი აღნიშნავს, რომ სტანდარტული სამზარეულოების დრო წარსულს ბარდება, ახლა მთავარია უნიკალურობა.
2. განათება, როგორც დიზაინის ელემენტი

2025 წელს განათება ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. დიზაინერი კარა ჩილდრესი აღნიშნავს, რომ სანათის ფორმა და ფუნქციურობა ინტერიერის დიზაინის მთავარი ტრენდია.
სწორად შერჩეული განათება ოთახს უფრო კომფორტულსა და საინტერესო გახდის, ამიტომ 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასტანდარტულ სანათებს, რომლებიც განათებასთან ერთად, დეკორატიულ როლსაც შესასრულებს.
3. ორნამენტები

ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მზარდი ტენდენციაა ორნამენტებისა და პრინტების ფართოდ გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ კედლები, ავეჯი და ტექსტილი ერთიანი, შეხამებული ნიმუშებით იფარება. დიზაინერი ვენდი ლაბრუმი აღნიშნავს, რომ მხოლოდ საღებავი აღარ არის საკმარისი – პატერნები სივრცეს მეტ ხასიათსა და დინამიკას შემატებს.
4. დეკორატიული ფარდები

ფარდები და ჟალუზები უფრო დეტალიზებული და დახვეწილი გახდება. დიზაინერები აქცენტს გააკეთებენ ნაკეცებზე, ფენებზე და ტექსტურებზე, რაც ფანჯრის დეკორს ინტერიერის სრულფასოვან ნაწილად აქცევს.
5. არტ დეკოს ეპოქის ანტიკვარიატი

1920-30-იანი წლების არტ დეკოსა და ბაუჰაუსის სტილის ანტიკვარიატი ისევ პოპულარული ხდება. ამ ეპოქის დაბრუნება განსაკუთრებით იგრძნობა თბილ და მდიდარ ტონებში, ხის პანელებში, გეომეტრიულ ნიმუშებში და მეტალის ელეგანტურ აქსესუარებში, როგორიცაა ქრომის სანათები და ლაქირებული ავეჯი.
6. ყავისფერი და მიწის ფერი

ახალი წლიდან თეთრი ინტერიერი ადგილს დაუთმობს მდიდარ და ბუნებრივ ტონებს, როგორებიცაა ყავისფერი, შინდისფერი, მუქი ლურჯი და ზეთისხილის მწვანე. განსაკუთრებულად ყავისფერი გახდება ინტერიერის წამყვანი ფერი – ის სივრცეს მეტ სიღრმეს, ელეგანტურობასა და ჰარმონიას შესძენს.
7. აბაზანა - სარელაქსაციო სივრცე

აბაზანა ფუნქციურ სივრცეს გასცდა და უფრო მეტად რელაქსაციის ზონად იქცა. თანამედროვე აბაზანა სპა ცენტრებს დაემსგავსება – ბუნებრივი ქვა, ტექსტურიანი ფილები და ხის ელემენტები სივრცეს დასვენებისთვის შესაფერის გარემოდ გადააქცევს.
8. ტექნოლოგია და ინტერიერის მართვა

ტექნოლოგიების ინტეგრაცია ინტერიერის დიზაინში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ჭკვიანი სახლის სისტემები, ინტერნეტთან დაკავშირებული ავეჯი და ტექნიკა ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს და სივრცის ფუნქციონალს გააუმჯობესებს.
ამ ტენდენციების გათვალისწინებით, 2025 წლის ინტერიერის დიზაინი ჰარმონიულად აერთიანებს ბუნებრივ მასალებს, ეკოლოგიურ მიდგომებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ესთეტიკურ ელემენტებს, რაც თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს კომფორტულსა და ფუნქციურს გახდის.