3D დიზაინის კურსის ლექტორის – გიორგი ღვედაშვილის პორტფოლიო

3D დიზაინის კურსის ლექტორის – გიორგი ღვედაშვილის პორტფოლიო

27.10.2022

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

– გიორგი, Მოგვიყევი შენ შესახებ…
მე ვარ გიორგი ღვედაშვილი, 3D არტისტი. პირველი შეხება 3D პროგრამასთან სამხატვრო აკადემიაში მქონდა 10 წლის წინ. სწვალის პერიოდში განსაკუთრებით დამაინტერესა ამ სამყარომ, რადგან მაძლევდა შესაძლებლობას, გამომევლინა ჩემი ფანტაზიები და შეხედულებები ვიზუალურად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს სფეროც იხვეწება და მოთხოვნადი ხდება. ამ ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ძალების მოსინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ Gaming და პროდუქტის დიზაინი ის სფეროები, რომლებშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ამ ეტაპზე ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია Legends of Venari – ში. ჩემს ძირითად მოვალებობებში შედის თამაშების Asset-ისა და სცენების მოდელირება, ასევე მარკეტინგისთვის ანიმაციების მომზადება.

გიორგი ღვედაშვილი

– Რა არის შენთვის 3D დიზაინი, როგორ მოხვდი ამ სფეროში?
3D დიზაინი არის შესაძლებლობა და სივრცე, რომელშიც შემიძლია გადმოვცე ჩემი ხედვა და სურვილები, შევქმნა სცენები და ობიექტები რომელებიც ჩემს ფანტაზიაშია.

– Საიდან იღებ ინსპირაციას?
ინსპირაციის ყველაზე დიდი წყარო ჩემთვის სხვადასხვა სოციალური ქსელი, ფილმები და ვიზუალური კომუნიკაციების პლატფორმებია. სწორედ აქედან იწყება იდეების გენერირება, რის შემდეგაც მარტივი სკეჩით თუ სხვა ხერხით ვიწყებ ამა თუ იმ თემატიკის პროექტის შექმნას.

გიორგი ღვედაშვილი

გიორგი ღვედაშვილი

– Რა ძირითადი თვისება უნდა ჰქონდეს 3D არტისტს?
ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი თვისება მოთმინების უნარი და ყურადღებაა, ეს ორი რამ გვეხმარება პროდუქტის საბოლოო სახის მიღებაში.

– Რა არის მთავარი შეცდომა რაც არ უნდა დაუშვას 3D დიზაინერმა?
როგორც სხვა პროფესიებში აქაც აუცილებელია განვითარება, სიახლეების მიღება, ახალი შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც 3D სამყაროში მუდმივად ვითარდება.
არ უნდა ჩამორჩე სიახლეებს და ეცადო, მუდმივად განავითარო უნარები 3D პროგრამაში.

გიორგი ღვედაშვილი

– Რა პროგრამებს იყენებ და რა უპირატესობა აქვს Blender-ს?
იშვიათად, მაგრამ მიწევს ფოტოშოპის და პრემიერის გამოყენება. ბლენდერის უპირატესობაც ამაში მდგომარებს, როცა სწვალობ ამ პროგრამას პროფესიონალურ დონეზე, იშვიათად გიწევს გადასვლა სხვა პროგრამაში რადგან ყველაფრის შესაძლებლობას გაძლევს ბლენდერი, თუმცა ვთვლი რომ დიდი უპირატესობაა, როდესაც გარკვეულ ეტაპამდე მაინც ფლობ Adobe After Effect – საც.

გიორგი ღვედაშვილი

– Რას ასწავლი 3D დიზაინის კურსზე?
კურსის განმავლობაში სტუდენტი შეძლებს დაეუფლოს 3D დიზაინის ძირითად პრინციპებს, ისწვალის სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებას, ასევე შეისწავლის ანიმაციის მოდელირებას, ტექსტურირებისა და რენდერის ძირითად საწყისებს.

ისწვალის პროექტის სწორად დაგეგმვასა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას.

გიორგის პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე