5 რამ, რასაც ფოტოშოპით გააკეთებ

5 რამ, რასაც ფოტოშოპით გააკეთებ

13.07.2022

ციფრული დიზაინის სფეროში Adobe Photoshop-ი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარება, შექმნა თითქმის ყველა საჭირო კონტენტი. Adobe Illustrator-ისაგან განსხვავებით, რომელიც, მეტწილად, საბეჭდი ფაილებისა და ილუსტრაციების შესაქმნელად გამოიყენება, Adobe Photoshop-ი რასტრულ გრაფიკაზე მუშაობს, რომელიც იდეალურია ციფრული მიმართულებისათვის. 

Photoshop-ის მუდმივად განახლებადი ხელსაწყოები, პერიოდულად, ახალ-ახალ შესაძლებლობებს გთავაზობს, თუმცა ამ ბლოგპოსტში იმ 5 მიმართულებას განვიხილავთ, რომლის შექმნა ახლაც შეგიძლია.

1. ფოტომანიპულაცია

ფოტოშოპი
© Martina Stipan

ფოტომანიპულაციის შექმნა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. რამდენიმე ფოტოდან დეტალების აღება და მათი ერთ, სრულიად ახალ კომპოზიციად გაერთიანება საშუალებას გაძლევს, შენი ნებისმიერი იდეა და ჩანაფიქრი მარტივად გააცოცხლო. ახლა, როცა კოლაჟ არტი ხელოვნების ფართოდ გავრცელებული მიმართულებაა, ბევრი არტისტი სწორედ Adobe Photoshop-ში ქმნის თავის ნამუშევარს. 

2. მოქაფი

მოქაფი

მოქაფი დიზაინის ის განუყოფელი ნაწილია, რომელიც, მუშაობის დასრულებამდე, პროდუქტის რეალურ სახეს გვიჩვენებს. მეტწილად, მოქაფი გამოიყენება ბრენდინგში იმისათვის, რომ ბრენდის იდენტობა, მომხმარებლის პერსპექტივით, მაქსიმალურად რეალურად აღიქმებოდეს.

მოქაფის პრინციპით იქმნება, ე.წ “თემფლეითური სამუშაო ფაილი”. ამგვარი ფაილის გახსნა და ამოცვლა არამხოლოდ დიზაინერს, არამედ სოციალური მედიის მენეჯერსა და ქოფირაითერსაც კი მარტივად შეუძლია.

იმის გამო, რომ მოქაფების დიზაინი ციფრული დიზაინის ერთ-ერთი მიმართულებაა, უფასო და ფასიანი მოქაფ ფაილების ნახვა ინტერნეტში ადვილად შეგიძლია. Adobe Photoshop-ში მათი გახსნისა და საჭირო ვიზუალის აწყობისათვის ყველა საჭირო ხელსაწყოს იპოვი. აქვე შეგიძლია ჩვენს ინსტაგრამის პოსტს გადახედო, სადაც მოქაფებისათვის 6 უფასო პლატფორმას გაგაცნობთ.

3. მარტივი Motion design-ი და GIF-ები

 

Motion Design-ი სტატიკურ დიზაინს მოძრავ ფორმატში გარდაქმნის. Photoshop-ი საშუალებას გაძლევს, შექმნა მარტივი მოძრავი ობიექტები, მათ შორის, GIF-ები. 

თუ უფრო რთული და სრულყოფილი Motion-ის შექმნა გინდა, მაშინ Affter Effect-ი უნდა გამოიყენო. აქვე შეგიძლია, ფოტოშოპში წინასწარ გამზადებული მასალები გადაიტანო და დიზაინი მათი გამოყენებით ააწყო.

4. პოსტერები სოციალური მედიისათვის

პოსტერი

საიდუმლო არაა, რომ სოციალური მედიის პოსტებში ქოფი და ვიზუალი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თავდაპირველ ყურადღებას სწორედ ვიზუალი იქცევს. ფოტოშოპს ყველა ის საჭირო ხელსაწყო აქვს, რომელიც დაგეხმარება, კონკრეტული ბრენდისათვის ავთენტური კონტენტი შექმნა, პლატფორმისათვის შესაბამისი ზომითა და ფორმატით.

5. ინფოგრაფიკი

ინფოგრაფიკები კონკრეტულ დატაზე დაყრდნობით შექმნილი ვიზუალია, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებს სტატისტიკის აღქმას. ინფოგრაფიკების რამდენიმე სტილი გვხვდება, დაწყებული კოლონებიდან და წრეებიდან, დამთავრებული 3D ინფოგრაფიკებით.  ინფოგრაფიკების დიზაინი უფრო ახლოსაა UX/UI დიზაინთან და ცალკე მიმართულებად განიხილება. 

იქიდან გამომდინარე, რომ Photoshop-ი, ლეიერების პრინციპით, საკმაოდ მარტივად ერგება ინფოგრაფიკების სპეციფიკას, ამ პროგრამას ძალიან ხშირად იყენებენ მათ ასაწყობად. 

როგორც ხედავ, ფოტოშოპი არაერთ საჭირო და სასარგებლო თულს გთავაზობს იმისთვის, რომ საინტერესო კონტენტი შექმნა, თუმცა, რასაკვირველია, ეს სია ბევრად უფრო გრძელია. თუ ფოტოშოპის საფუძვლიანად შესწავლას გადაწყვეტ, თვალი ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსს შეავლე.