7 ვებგვერდი შთაგონებისთვის

7 ვებგვერდი შთაგონებისთვის

08.07.2022

შთაგონების, ინსპირაციისა და მუდბორდის შექმნისთვის უამრავი ვებგვერდი არსებობს, თუმცა ვიზუალური კომუნიკაციების სპეციალისტები გამოყოფენ სამ ძირითად პლატფორმას behance.net, dribbble.com და pinterest.it. ამ სტატიაში კი გიამბობთ სხვა ნაკლებად ცნობილ წყაროებზე, რომლებიც დაგეხმარება კონტენტის შექმნაში. 

 

1. ARE.NA

ვებგვერდის საშუალებით შესაძლებლობა გაქვს, ყოველგვარი მომაბეზრებელი რეკლამისა და რეკომენდაციების გარეშე, შეაგროვო სასურველი კონტენტი და შექმნა კოლექციები.

არენა

2. moviesincolor.com

პლატფორმა დაგეხმარება ცნობილი ფილმებიდან, ანიმეებიდან და სერიალებიდან ფერთა პალიტრის ამოღებაში. Საიტის ანალოგი ინსტაგრამზე – @colorpallette.cinema

moviesincolor

 

3. artsexperiments.withgoogle.com


ალგორითმი დაგეხმარება ფერთა კომბინაციის მეშვეობით შეარჩიო ხელოვნების შესაბამისი ნიმუში. 

artsexperiments.withgoogle.com

4. httpster.net

ვებგვერდი საინტერესოა განსაკუთრებით UI დიზაინერებისთვის. მისი საშუალებით შეძლებ თვალი შეავლო სხვადახვა ავტორების მიერ შექმნილ საიტებს.

httpster.net

5. stocksy.com

Stocksy – ზე შეხვდები უამრავ ფოტო და ვიდეო მასალას ინსპირაციისთვის, ასევე შეგეძლება ჰეშთეგების მეშვეობით შეარჩიო შენთვის სასურველი თემატიკა.

stocksy

6. refsee.com

ვებგვერდი გამოადგება რეჟისორებს, ოპერატორებს, მარკეტერებს, ფოტოგრაფებსა და გრაფიკოს დიზაინერებს. Საიტზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის მილიონამდე ვიდეო რეფერენსი ფერთა პალიტრით.

refsee.com

 

7. theinspirationprovider.com

ვებგვერდი დაგეხმარება რეფერენსებისა და მუდბორდების მოძიებაში. Theinspirationprovider შესანიშნავი რესურსია ფოტოგრაფებისა და გრაფიკოს დიზაინერებისთვის, კოლექციები კი შექმნილია Aesthetic სტილში, აქვე შეგიძლია შენ მიერ შერჩეული ფერის შესაბამისი ნამუშევრებისთვის თვალის შევლება.

theinspirationprovider.com

გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ ინფორმაციასა და რეგისტრაციისთვის გვეწვიე.