ანა თავართქილაძის პორტფოლიო

ანა თავართქილაძის პორტფოლიო

“გრაფიკული დიზაინი არის ჩემი პროფესია, ჰობი და ყველაზე საყვარელი საქმე. ეს სფერო მაძლევს საშუალებას შევძლო ჩემი წარმოსახვის ვიზუალიზაცია ყველაზე თანამედროვე ხერხებით.
დღეს ეს საქმე ძალიან საჭიროა და შესაბამისად მოთხოვნაც დიდია. ის მუდმივად განვითარებადია და ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

ჩემი ინსპირაციის წყარო  დეტალებშია, მიყვარს დაკვირვება და ხშირად უმნიშვნელო ყოფითი დეტალი – ემოციები და სიზმრები გამხდარა ჩემთვის საინტერესო იდეის საწყისი.

ჩემი აზრით, კარგი გრაფიკული ნამუშევარი არის ის, რომელიც პირველ რიგში, ამართლებს თავის პრაქტიკულ დანიშნულებას და ამავდროულად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს, სადაც გამოსახულება, კომპოზიცია, ფერები და ტიპოგრაფია ქმნის ერთიან ჰარმონიულ ვიზუალს.

მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი რომ არ დაიშურონ ძალისხმევა და სიყვარულით მიუდგნენ სწავლის პროცესს, მუდმივად სიახლის ძიებაში იყვნენ და დახვეწონ საკუთარი უნარები.” – გვიყვება ანა.

 

თვალი შეავლე მის ნამუშევრებს

 

ანა თავართქილაძე

გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაციისთვის გვეწვიე.