8 ტიპის დიზაინერი, რომელიც შეგიძლია გახდე შენ

8 ტიპის დიზაინერი, რომელიც შეგიძლია გახდე შენ

16.03.2023

დიზაინერი ავითარებს და ქმნის ვიზუალურ იდეებს.
არსებობს განსხვავებული დიზაინ ტექნიკები და თითოეული მათგანი სხვადასხვა საჭიროებით ერგება ამა თუ იმ სფეროს.
ამ სტატიაში დიზაინის ძირითად ტიპებს მოვუყარეთ თავი, ამიტომ შესაძლოა სწორედ ახლა აღმოაჩინო ის მიმართულება, რომელსაც ეძებდი.

თუ ეს სფერო შენთვის საინტერესოა, თვალი შეავლე კურსს

 

Graphic Designer

გრაფიკოს დიზაინერი ქმნის ვიზუალს, აუდიტორიამდე ინფორმაციის მარტივად მისატანად, მისი შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს ლოგოების, ბრენდინგის, მარკეტინგული მასალების, პუბლიკაციების და სხვა დიზაინერულ ტექნიკებს.

თუ რომელიმე ბრენდის გაგონებისას გახსენდება მისი ხასიათი, ფერი ან ტიპოგრაფია, ამაში დიდი წვლილი სწორედ გრაფიკოს დიზაინერს მიუძღვის, რადგან ის ფოკუსირებულია პრიორიტეტული ინფორმაციის ჩვენების ლოგიკაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ უკვე ნათელია, რომ ვიზუალური კონტენტის შექმნა, ღრმა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროცესია.

Brand designer

როგორც წესი, კორპორატიული დიზაინი დანახვისთანავე მიანიშნებს აუდიტორიას, რომელ ბრენდზეა საუბარი, ასე მაგალითად, Nike-ის Swoosh-ის ლოგო ან თუნდაც Apple-ის აიქონი, ვიზუალურად წარმოადგენს ამ ბრენდებს და შეუძლებელია სხვაში აგვერიოს.

Brand designer- ის როლი, ამ უნიკალური მახასიათებლების შექმნაა, რომელიც რეზონანსდება სამიზნე აუდიტორიასთან.

 

Web designer

ვებსაიტები, ბლოგები, ონლაინ მაღაზიები თუ სოციალური ქსელები, ამარტივებს ჩვენი ყოველდღიური ამოცანების უმეტესს ნაწილს.

სწორედ ამიტომ, მათმა პოპულარობამ, ვებ დიზაინერების მოთხოვნაც არსებითად გაიზარდა.
ამ სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებულად ორიენტირებული არიან მომხმარებლის პერსპექტივიდან შეასრულონ სამუშაო და ვებგვერდი იყოს ოპტმიზირებული ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.

 

Game Designer

შემოქმედებითი და ტექნიკური უნარების ერთობლიობით იქმნება ვიდეო, სამაგიდო და სხვა ტიპის თამაშები.
Game Designer-ი პასუხისმგებელია თამაშის ძირითადი კონცეფციის დიზაინზე, ასე მაგალითად: პერსონაჟებისა და სიუჟეტების შექმნა, თამაშის სირთულისა და პროგრესის დაბალანსება, ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები, მომხმარებლის ტესტირების ჩატარება, თამაშის დიზაინში უკუკავშირის ჩართვა და ა.შ

Game Designer-ების კრეატიულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს თამაშების განვითარებასა და გეიმერებისთვის სათამაშო გამოცდილების შექმნაში.

 

Motion and animation designer

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დიზაინის ტიპებიც იცვლება, მათ შორის ყველაზე „ახალგაზრდა“ Motion graphics design-ია. ამ საზრიანი, ინოვაციური დიზაინერების გარეშე, ჩვენი საყვარელი შოუები, ფილმები, ვებსაიტები და აპლიკაციები ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა.

ინტერნეტ სივრცეში ვიდეო კონტენტის გავრცელების მატებასთან ერთად, მოძრაობის გრაფიკის დიზაინერს შეუძლია მუშაობა ნებისმიერ ციფრულ პლატფორმაზე, მათ შორის ანიმაციურ დიზაინში.

როცა საქმე ანიმაციებს ეხება, პირველი ალბათ ფილმების შემქმნელი გიგანტები, Disney და Pixar-ი გვახსენდება.
ანიმაციის დიზაინერი ქმნის ვიდეო თამაშებსა და ანიმაციურ ფილმებს, იყენებს სპეციალურ ეფექტებს და ტექნიკას პერსონაჟების გასაცოცხლებლად, ასევე, ვიზუალურ ეფექტებს და სიუჟეტებს, ამუშავებს კამპანიებს, არედაქტირებს ფილმებს და ა.შ

დროსთან ერთად დიზაინის ტექნიკებიც ვითარდება – ხელით ხატვიდან სამგანზომილებიან ციფრულ ტექნიკამდე.
ამ ტექნიკებიდან ერთ-ერთი 3D დიზაინის (Blender) უფასო პროგრამაა, სადაც შესაძლებელია ანიმაციის შექმნა.

 

illustration designer

დაფიქრებულხარ, როგორი იქნებოდა საბავშვო წიგნები ილუსტრაციების, კომიქსები ნახატების, ვებ სტატიები კი თანმხლები გრაფიკის გარეშე?!

თუმცა, ეს სფერო, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე წიგნების ილუსტრირება, მოიცავს ისტორიის თხრობას ან იდეების გადმოცემას ფართო და მრავალფეროვან ფორმატში.

ილუსტრაცია გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა ვებდიზაინი, კომიქსები, ჟურნალი, პოსტერები და პრინტები, მოდის დიზაინი, ხელოვნება ა.შ

 

Interior designer

ინტერიერის დიზაინის შემოქმედებითი ინდუსტრია მოიცავს სახლების, ოფისების, სავაჭრო თუ ინდივიდუალური სივრცის დაგეგმვას, განლაგების დიზაინს, ფერების, მასალების, ავეჯისა და აქსესუარების შერჩევას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია, ინტერიერის დიზაინერისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს კი კარგ მენეჯერულ უნარებს გულისმობს, კრიტიკულ მომენტში ლავირებასა და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს.

ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად სხვადასხვა პროგრამები არსებობს მათგან ყველაზე პოპულარულია ARCHICAD – ი და AUTODESK 3DS MAX.

 

UI / UX Designer

შესაძლოა გაგიგია UI/UX დიზაინის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყოს მათ შორის სხვაობა, მოდი დავიწყოთ მარტივად:
UX ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებას, ასე ვთქვათ, მისი შემოქმედება განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეუძლია მომხმარებელს მიიღოს ის, რაც სჭირდება აპლიკაციასა თუ საიტისგან.

აქ ვიზუალური ნაწილი უკანა პლანზეა – მთავარია რამდენად გასაგები და მოსახერხებელია.
შესაბამისად, UX დიზაინერები აბალანსებენ ესთეტიკურ მიმზიდველობას ტექნიკურ ფუნქციონალებთან.

UI არის მომხმარებლის ინტერფეისი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვებსაიტის დიზაინი: ფერების კომბინაციები, შრიფტი, აიქონები თუ ღილაკები.
აპლიკაციები ან ვებგვერდის ინტერფეისი შექმნილია UI დიზაინერის მიერ, დაწყებული ღილაკებიდან, რომელსაც მომხმარებელი აჭერს, ტექსტსა და სურათებამდე, რომელსაც ხედავენ – ეს ყველაფერი მომხმარებლის გამოცდილების ნაწილია და UI დიზაინერი მათ გამოცდილებაზე ქმნის კონცეფციას.
ალბათ უკვე ნათელია რომ ამ ტიპის დიზაინში მნიშვნელოვანია ფოკუსირება მომხმარებლის ვიზუალურ გამოცდილებაზე, ისევე როგორც ფუნქციონალურობაზე.

როგორც ვხედავთ, დიზაინის ტიპები ერთმანეთისგან განსხავდება, თუმცა, თითოეულს საერთო შემოქმედებითი პროცესი ახლავს, რაც მომავალში, კრეატიული და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებით კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დიზაინის ინდუსტრიას.