10 ონლაინ პლატფორმა, რომელიც ფერთან მუშაობას გაგიმარტივებს

10 ონლაინ პლატფორმა, რომელიც ფერთან მუშაობას გაგიმარტივებს

08.07.2022

რატომაა ფერი მნიშვნელოვანი?

ფერების მნიშვნელობა გრაფიკულ დიზაინში უსაზღვროა. თითოეული ფერი ინდივიდუალურ განწყობასა და ხასიათს გამოხატავს. დიზაინზე მუშაობისას, ფერების სწორად შერჩევას ბრენდის პოზიციონირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. ფერი ბრენდის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 

რა შეიცვლებოდა, სუპერმარკეტში „კოკა-კოლას“ ლურჯი ქილა ან „ქოლგეითის“ ლურჯი შეფუთვა რომ შეგხვედროდა?! გარდა იმისა, რომ გაოცდებოდი, პროდუქტის მიმართ შენი დამოკიდებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. 

ფერი ქმნის ბრენდის ხასიათს, ფერი ტოვებს შთაბეჭდილებას და რაც მთავარია, ფერი ყიდის პროდუქტს.

როგორ შევარჩიო ფერი სწორად?

ფერის სწორად შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და ბრიფზე, შენს გემოვნებასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ ფერებთან მუშაობა გაგიმარტივდეს, შეგიძლია, ქვემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებს გადახედო. ყველა ფერს თავისი HEX კოდი აქვს, რომელსაც მარტივად დააკოპირებ და ფოტოშოპის ან ილუსტრატორის Color Picker-ის ველში ჩასვამ.

1. Culrs 

Culrs

Culrs-ის პლატფორმა უკვე გამზადებულ, 500-ზე მეტ პალიტრას გთავაზობს. შენ არ მოგიწევს სხვადასხვა ფერის ძებნა და ერთმანეთთან შეხამება. პალიტრის ულამაზესი კომბინაციები ძირითადი ფერების გათვალისწინებითაა აგებული.

2. Color Picker

Color Picker

Color Picker-ის ფერების დაფა შენთვის საინტერესო ფერის მოძებნასა და შენახვას კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებს.

3. Picular

Picular

Picular ძალიან საინტერესო და სახალისო ვებგვერდია, სადაც კონკრეტული სიტყვის შესაბამის ფერებს იპოვი. მაგალითად, თუ საძიებო ველში ჩაწერ „გაზაფხული“, საიტზე ყველა ის ფერი ჩამოიშლება, რომელიც გაზაფხულთან ასოცირდება.

4. Color hunt 

Color hunt

თუ ახალ პროექტზე მუშაობის დაწყება გიჭირს, მაშინ ინსპირაციისათვის Color hunt-ზე უნდა შეიხედო. ღია და მუქი, თბილი და ცივი ფერებით აწყობილი პალეტები აუცილებლად გაპოვნინებს იმას, რასაც ეძებ.

5. Colorwise

Colorwise

Colorwise-ზე სხვადასხვა თემის არჩევით განსხვავებული ფერთა პალიტრა ჩამოიშლება. პალიტრაზე დაჭერით ფანჯარა გაიხსნება, სადაც მარტივ მაგალითებად დაინახავ თითოეული ფერით შექმნილ ვიზუალს.

6. Adobe color

Adobe color

Adobe Color-ის დახმარებით, თვითონ შეგიძლია საკუთარი პალიტრა ააწყო, შეინახო და თუ მოგინდება, დანარჩენ დიზაინერებს გაუზიარო, მთელი მსოფლიო მასშტაბით.

7. Coolors

Coolors

ეს პლატფორმა დაგეხმარება, არაერთი შთამბეჭდავი ფერი და პალეტი აღმოაჩინო. გარდა ამისა, შეგიძლია, ვებგვერდზე სასურველი ფოტოსურათი ატვირთო და ფერები სწორედ აქედან შეარჩიო.

8. Colorspace

Colorspace

Colorspace-ზე ძალიან მარტივია საჭირო ფერისა და პალეტის პოვნა. ფერს ირჩევ, საიტი კი ძალიან სწრაფად გაწვდის ფერთა ვარიაციებს. პლატფორმა საშუალებას გაძლევს, მარტივად შექმნა ორი ან სამი სხვადასხვა ფერის კომბინაციაც.

9. Colorlovers

Colorlovers

Colourlovers-ზე ფერთა პალიტრები მუდმივად ახლდება. სწორედ ამიტომ, ეს ვებგვერდი შენი ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო გახდება.

10.  Colrd  

Colrd

Colrd კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პლატფორმაა, სადაც ყოველ პალეტს შესაბამისი ვიზუალური მასალა ებმის, რაც ფერების კომბინაციის უკეთ აღქმაში დაგეხმარება.

ასე რომ…

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა და მნიშვნელოვანწილად, სწორად შერჩეული ფერები განსაზღვრავს ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობებს. იმედია, ეს ბლოგპოსტი გაგიმარტივებს ახალი ფერების ძებნის პროცესს და საყვარელ საქმეს მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმით გააგრძელებ, თუკი გრაფიკული დიზაინის სიღრმისეულად სწავლას გადაწყვეტ, აი, აქ შეგიძლია იპოვო დამატებითი ინფორმაცია.