ბლოგის ქავერი

განსხვავება კონტენტ კრეატორსა და ქოფირაითერს შორის

11.04.2023

კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი, სარეკლამო ინდუსტრიის ორი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ამ ბლოგპოსტში შეხვდები მათ შორის ძირითად განსხვავებებს, როლებს, პასუხისმგებლობებსა და უნარებს.

თუ წერა გიყვარს და გაინტერესებს ქოფირაითინგი, ახლა სწორედ იმის დროა, თვალი შეავლო კურსს. 

მაშ ასე, რას გულისხმობს კონტენტის შექმნა და ვინ ქმნის მას?!
კონტენტის შექმნა აუდიტორიისთვის ინფორმაციის კრეატულად მიწოდებას გულისხმობს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატია, ბლოგ პოსტები, ვიდეოები, პოდკასტები ა.შ
კრეატორები, მუშაობენ კონტენტის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომელიც შეესაბამება ბრენდის მიზნებსა და ღირებულებებს. აუცილებელია, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც რეზონანსდება მათთან.

 

 

რაც შეეხება ქოფირაითერს, ის ქმნის დამაჯერებელ ტექსტს, რომელიც ბრენდსა და მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებს, ზრდის მათ შორის სანდოობასა და ბრენდის მიმართ ლოიალურობას.

ქოფირაითერის მთავარ უნარს, ყურადღების მიპყრობა და მომხმარებელში ინტერესის გაჩენა წარმოადგენს, ზოგჯერ ეს მხატვრული ტექსტით, ინფორმაციული შეთავაზებით, ან სულაც საინტერესო სათაურითაც მიიღწევა, ეს დამოკიდებულია ბრენდის Tone of voice-ს და სამიზნე აუდიტორიაზე.
შემდეგი ნაბიჯი კი აუდიტორიის დარწმუნებაა, შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი, ან ისარგებლონ მომსახურებით.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი, მარკეტინგული მიზნებისთვის ციფრული პროდუქტის შექმნაა, ამ ორ სფეროს შორის რამდენიმე ძირითადი განსხვავება არსებობს,  მაგალითად, თუ ერთი ღირებული კონტენტის შექმნასა და გაზიარებას გულისხმობს, რათა მოიზიდოს მომხმარებლები და აქციოს განმეორებით მყიდველებად, მეორე აგებს საკომუნიკაციო ხიდს, ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

შესაბამისად, ქოფირაითერი შეიძლება შემოიფარგლოს პროდუქტის აღწერითა და სარგებლიანობაზე ხაზგასმით, კრეატორისგან განსხვავებით, რომელსაც ბრენდისთვის სტრატეგიულად გრძელვადიანი გეგმები აქვს.

 

სფეროებს შორის განსხვავების მიუხედავად, ხშირად ეს ორი საქმე პრაქტიკაში ერთმანეთს ემთხვევა, ბუნებრივიცაა, წარმატებისთვის მათი ერთობლივი მუშაობა თანმიმდევრულ და ეფექტურ კამპანიას ქმნის.

იმისათვის რომ ბრენდის სარგებლიანობაზე იყოს მკაფიო ხაზგასმა, ორივე სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს და განსხვავების მიუხედავად, საერთო, შემოქმედებითი ხედვა და მიზნები აქვს.