როგორ შევქმნათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი 3D - ში?!

როგორ შევქმნათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი 3D - ში?!

22.01.2023

როდესაც 3D ანიმაციურ ფილმსს ვუყურებთ, ვხვდებით რომ მის შესაქმნელად უამრავმა ადამიანმა იმუშავა, წარმოგვიდგენია საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი, 3D დიზაინერების ჯგუფი, ტექნიკური უზრუნველყოფა და ა.შ

სიმართლე რომ ვთქვათ, მარტივი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით თუ ნულიდან იწყებ, მაგრამ თუ 3D მოდელირება გაინტერესებს, თვალი გადაავლე ბლოგპოსტს და გაიგე, რისი ცოდნაა საჭირო ანიმაციური ფილმის შესაქმნელად.

ფილმის შექმნა, იქნება ეს მოკლე თუ გრძელი, შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

ჩვენ, თითოეული პროცესის მაგალითს, Blender– ის  ფილმების სიიდან გამოვიყენებთ, აქვე უნდა ვთქვათ რომ Blender – ი უფასო პროგრამაა და მისი გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო თუ ამ პროგრამის სწავლა გინდა ჩვენი კურსი უნდა ნახო.

Პირველ ეტაპს Preprodaction – ს ვეძახით, რაც მოიცავს ისტორიისა და პერსონაჟის შექმნას, სიუჟეტზე წინასწარ დაკვირვებასა და რედაქტირებას.

Შემდეგ Prodaction-ი მოდის, აქ იქმნება მთავარი შინაარსი, მესამე ნაბიჯი კი  Post prodaction- ია, სადაც ჩვენი ფილმი საბოლოოდ იხვეწება.

-მაშ ასე, როგორი იქნება შენი ამბავი?!

 

Pre-prodaction

3D ფილმი

Pre-prodaction გულისხმობს დაგეგმვისა და მომზადების ეტაპს რეალური მოდელირების პროცესის დაწყებამდე.

 

a) The Story/script

3D ფილმი

თავდაპირველად, შექმენი ისტორია, ამბის მთავარი გმირები და განავითარე მათ შორის ურთიერთობა.

თუ გსურს შენმა ისტორიამ აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს, მაშინ მის შექმნას ყველაზე მეტი დრო უნდა დაუთმო, ჩამოწერე თითოეული მოძრაობა, მოქმედება, დიალოგი და წარმოიდგინე, როგორ გამოჩნდება ის ეკრანზე.

შეეცადე არ გადატვირთო ისტორია ზედმეტი დეტალებით და გადმოსცე ძირითადი მოვლენები რამდენიმე განვითარებით.

 

b) The Main Character

როგორც წესი, პერსონაჟი სიუჟეტის ცენტრალური ფიგურაა, შეგიძლია, წინასწარი წარმოდგენა შეიქმნა, როგორ გამოიყურება შენი ამბის მთავარი გმირი და რა ძირითადი მახასიათებლები აქვს მას.

 

c) StoryBoard

3D ფილმი

ამ ნაწილში შეგიძლია წინასწარი წარმოდგენის შექმნა, როგორი იქნება შენი ფილმი, კამერის ძირითადი კუთხე და პოზიციები

 

d) Animatic

short film

რედაქტირების პროგრამის გამოყენებით, გადააქცევ სიუჟეტს ანიმაციად, ეს საშუალებას მოგცემს მიხვდე, რისი შეცვლაა საჭირო სიუჟეტში.

 

PRODUCTION

3D ფილმი

ისტორიის შინაარსის მოფიქრების შემდეგ, პერსონაჟების რეკვიზიტებისა და გარემოს შესაქმნელად გამოიყენე 3D (Blender) მოდელირება

 

a) Modeling

3D ფილმი

მოდელირება გულისხმობს ობიექტის სამგანზომილებიანი წარმოდგენის შექმნის პროცესს, სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით.
ამ ნაწილზე 3D არტისტები მუშაობენ, პერსონაჟების, რეკვიზიტებისა და გარემოს შესაქმნელად კი 2D ვიზუალიაციას იყენებენ, რომელსაც შემდეგ გარდაქმნიან სამგანზომილებიან ნამუშევრად.

 

a) Texturing

short film

ტექსტურირება 3D მოდელირებაში განსაზღვრავს სტილს, რაც მოიცავს ფერს, განათებასა და ჩრდილებს, მეტი რეალისტურობისთვისა და დამაჯერებლობისთვის.
ტექსტურირება გადამწყვეტი ნაბიჯია 3D მოდელირების პროცესში, რადგან ის ეხმარება მოდელის გაცოცხლებას.

 

b) Rigging

3D ფილმი

პერსონაჟების ანატომიური აგებულებისთვის Rigging-ის გამოყენება გჭირდება, Rigging არის ციფრულ მოდელზე კონტროლის დამატების პროცესი, ის ერთგვარი ტექნიკაა 3D მოდელის პერსონაჟის ჟესტების განსაზღვრისთვის, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, რეკვიზიტი თუ ნებისმიერი სხვა ობიექტი.

 

g) Animation/FX

3D ფილმი

შექმნილი მოდელებისა და პერსონაჟების შემდეგ, სახალისო, მაგრამ რთული ეტაპია მათი გაცოცხლება 3D გარემოში.

FX არტისტები ანიმატორებთან ერთად ქმნიან ვიზუალურ ეფექტებს, როგორიცაა ცეცხლი, კვამლი, აფეთქება და სხვა.

 

d) Lighting and Rendering

3D ფილმი

ეს ნაწილი კი ტექნიკურთან ერთად, შემოქმედებითიცაა, საჭიროა იპოვო სინათლის სწორი ბალანსი, რომელიც თანაბრად ნაწილდება სცენაზე და ერგება მოძრაობებს

 

POST-PRODUCTION

3D ფილმი

Post-production-ი მე-3 და ძირითადი საკითხებიდან ერთ-ერთია, რაც გულისხმობს გამოსახულების ფერის სიმკვეთრის, გაჯერების და სხვა ვიზუალური თვისებების დახვეწას.

 

a) Video Editing and Color-Correction

3D ფილმი

თუ ფიქრობ რომ ფილმი იმაზე მეტხანს გრძელდება ვიდრე ჩაფიქრებული გქონდა, ან გადაწყვეტ სიუჟეტის კიდევ უფრო განვრცობას, დაიწყე მისი რედაქტირება და მიუახლოვდი თავდაპირველ ჩანაფიქრს.

 

b) Sound Design and Effects

3D ფილმი

დროა შენმა ფილმმა მთავარი სათქმელი გააჟღეროს, ამისთვის კი გამოიყენე შენთვის სასურველი ხმა, დაამატე მუსიკა, ხმოვანი ეფექტები და შექმენი კომუნიკაცია აუდიტორიასთან.

3D ანიმაციები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს აუდიტორიაზე, მისი შექმნა კი როგორც ვხედავთ საკმაოდ შრომატევადია, ამის მიუხედავად, ალბათ დაგვეთანხმები, რომ მთელი ეს პროცესი, შემოქმედებითად საინტერესო და მრავალფეროვან ეტაპებს მოიცავს.