რა არის არქიკადი

რა არის ArchiCAD-ი და რისთვის გვჭირდება

13.08.2023

რა არის არქიკადი?

ArchiCAD უნგრული კომპანიის, Graphisoft-ის პროდუქტია. ეს არის პროგრამა, რომელსაც არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ვიზუალური კონცეფციის შესაქმნელად იყენებენ.

1984 წლიდან დღემდე ArchiCAD შესამჩნევად გაუმჯობესდა. თავიდან პროგრამას მხოლოდ წყალგამტარი ქსელების დაგეგმარებისთვის იყენებდნენ. დღეს კი ამ პროგრამას აუცილებლად უნდა იცნობდე, თუ ინტერიერის დიზაინი გაინტერესებს.

ვის სჭირდება ArchiCAD-ი?

ამ პროგრამას იყენებენ როგორც არქიტექტორები, ასევე ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინერები. ArchiCAD-ში ჩაშენებული ხელსაწყოები ამარტივებს მუშაობის რთულ პროცესს და ეხმარება პროფესიონალებს პროექტის შექმნასა და წარდგენაში.

პირველ რიგში, ეს პროგრამა ძალიან ასწრაფებს მუშაობის პროცესს. დიზაინერებს აღარ სჭირდებათ კედლების, ფანჯრების, ელექტრობისა და ავეჯის ხელით ხატვა. მსგავსი ელემენტები პროგრამაშივეა ჩაშენებული, როგორც ხელსაწყოები. საკმარისია, რომელიმე აირჩიო და ნახაზზე გადმოიტან.

მასალა მრავალფეროვანია, თუმცა თუ რომელიმე ელემენტი დაგაკლდა, შეგიძლია შენით შექმნა ან რომელიმე წყაროდან ჩამოტვირთო.

ArchiCAD-ში 2D და 3D მოდელები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ერთდროულად შეგიძლია იმუშაო როგორც ნახაზზე, ასევე დიზაინზე. თუ ნახაზის დაედითება დაგჭირდება, 3D მოდელშიც ავტომატურად აისახება. 

პროგრამის უპირატესობა ტექნიკური გამოთვლების ფუნქციაცაა. ფორმულების დახმარებით, მარტივად შეგიძლია დაითვალო საჭირო მასალების (მაგალითად, ფილების) რაოდენობა და პარამეტრები. 

ArchiCAD-ის გრაფიკული ხელსაწყოები საშუალებას გაძლევს ნებისმიერი ტიპის გრაფიკა შექმნა: რეალისტური, ესკიზური, შავ-თეთრი, ფერადი და სხვა. 

ArchiCAD-დან ვიზუალური მასალის ამორენდერებაც თავისუფლად შეგიძლია და ამისთვის სხვა პროგრამის დახმარება საჭირო აღარაა. 

ნამუშევრის დასრულებისას პრეზენტაციის გამზადებასაც პროგრამაშივე შეძლებ. ეს დაგეხმარება, რომ დამკვეთს დაწვრილებით მოუყვე შენი პროექტის შესახებ. 

რით განსხვავდება ArchiCAD სხვა პროგრამებისგან?

ArchiCAD VS Revit

archicad-vs-revit.jpg

Revit პროგრამაა, რომელიც არქიტექტორული ნაგებობებისა და ლანდშაფტის დიზაინისთვის გამოიყენება. 4D-BIM ტექნოლოგიის საშუალებით პროექტის ყველა ეტაპის მონიტორინგი შესაძლებელია იდეიდან დასრულებამდე. 

პროგრამებს შორის მთავარი განსხვავება Revit-ის შედარებით რთული სტრუქტურაა, რის გამოც მისი შესწავლა უფრო მეტ დროს მოითხოვს. გარდა ამისა, Revit-ისგან განსხვავებით, რომელსაც 3D განზომილება აქსონომეტრული აქვს, ArchiCAD-ში მოდელის ნახვა პერსპექტივითაა შესაძლებელი. 

ArchiCAD VS AutoCAD

ავტოკადი არქიკადი

AutoCAD-ს მეტწილად იყენებენ არქიტექტორები და ინჟინრები. ამ პროგრამით  კომფორტულია შიდა საკომუნიკაციო კვანძების პროექტირება (გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემები, ვენტილაცია და სხვა). 

ამას გარდა, ArchiCAD გაცილებით მოხერხებული და ადვილად ასათვისებელი პროგრამაა სტუდენტებისთვის.

სად ვისწავლოთ ArchiCAD-ი?

არქიკადის საბაზისო ხელსაწყოების სწავლა Youtube-შიც შეგიძლია, თუკი ინტერიერის დიზაინი გაინტერესებს, სადაც Archicad - სა და 3Ds Max - ს ვასწავლით მაშინ თვალი შეავლე კურსს