რა არის მუდბორდი და როგორ გამოვიყენოთ დიზაინში?

რა არის მუდბორდი და როგორ გამოვიყენოთ დიზაინში?

06.10.2024

მუდბორდი ვიზუალური კოლაჟია, რომელიც პროექტის ზოგად სტილს, განწყობას, ფერებსა და ხასიათს წარმოადგენს. სურათების შეხამების ეს მეთოდი ეხმარება როგორც დიზაინერს, ასევე - კონტენტ კრეატორს, ფოტოგრაფს, არტისტებსა და რაც მთავარია, დამკვეთს. 

ამ ბლოგპოსტში სწორედ მუდბორდის აწყობის ტექნიკებსა და მნიშვნელობას მიმოვიხილავთ.

მუდბორდი ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, მუდბორდის აწყობა დიზაინერს სტილის მკაფიოდ წარმოდგენაში ეხმარება. კოლაჟი, ჩვეულებრივ, ბევრ სხვადასხვა დეტალს მოიცავს, მაგალითად, ოთახების ფოტოები, ავეჯი, ტექსტილი, საღებავის ფერები, კედლები და სხვა. 

ინტერიერის დიზაინის კურსი
©️ SMART FISH აკადემიის კურსდამთავრებული - ნანა ახვლედიანის მუდბორდი ინტერიერის დიზაინში

მუდბორდი გრაფიკოს დიზაინერებისთვის

გრაფიკოს დიზაინერებისთვის მუდბორდი პროექტის ვიზუალურ კონცეფციას გამოსახავს. მსგავს კოლაჟებში, ძირითადად, გაერთიანებულია ფონტები, ფერები, ტექსტურა, სხვადასხვა სურათი და ელემენტი.

moodboard-in-graphic-design.jpg

მუდბორდი კონტენტ კრეატორისთვის

კონტენტ კრეატორისთვის მუდბორდი შესაძლოა ვიდეოებითაც იყოს აწყობილი. ასეთ დროს კრეატორი წარმოადგენს პროექტის ხასიათს, გამოკვეთს სტილს, მათ შორის, ვიზუალურს, ვერბალურს და მუსიკალურს. 

მუდბორდი შეიძლება აეწყოს სტატიკური დიზაინებითაც ან იყოს შერეული. 

მუდბრდი კონტენტ კრეატორებისთვის

მუდბორდი ფოტოგრაფებისთვის

ფოტოგრაფებს მუდბორდის შექმნა ეხმარება შედეგის დანახვასა და გადაღებისთვის სეტის აწყობაში. მათ მუდბორდში, ძირითადად, წარმოდგენილია დეკორაციული ელემენტები, ფერები, განათება, ტანსაცმელი, ვარცხნილობის სტილი, აქსესუარები და სხვა.

მუდბორდი ფოტოგრაფიაში

  • მუდბორდი დამკვეთისთვის

გარდა იმისა, რომ ხელოვანები მუდბორდს საკუთარი სურვილით აწყობენ, ხშირად, ეს კოლაჟები განკუთვნილია დამკვეთებისთვის. როცა იდეა კომპლექსურია, მხოლოდ აღწერით წარმოდგენა რთულია. სწორედ აქ გვეხმარება მუდბორდი, რომელიც ვიზუალურად, დაახლოებით ასახავს იმ პროექტს, რომელზეც ვმუშაობთ. 

მუდბორდის აწყობის ერთ-ერთი მეთოდი წყაროდ Pinterest-ის გამოყენებაა.  ამ პლატფორმაზე, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შეგიძლია რამდენიმე“დაფა” შექმნა და ნებისმიერი კონტენტი, რომელიც მოგეწონება, ამ დაფაზე “აპინო”. 

თუ ბორდზე რაიმე ფოტოს დამატება გინდა, რომელიც სხვა პლატფორმაზე ნახე, ამისთვის საჭიროა, რომ ამჯერად ბორდის ნაცვლად შექმნა პინი. დააჭირე ღილაკს Create a Pin, შემდეგ აირჩიეთ Save from Site და ჩასვით შერჩეული ვიზუალის ვებ მისამართი

Adobe Photoshop-ის შესაძლებლობებზე ერთხელ უკვე მოგიყევით. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი მუდბორდის აწყობაშიც დაგეხმარება. ასეთივე სასარგებლოა Illustrator და InDesign. თუკი რომელიმე ამ პროგრამასთან მეგობრობ, კოლაჟების აწყობას კიდევ უფრო მარტივად გაართმევ თავს. 

Canva არის დიზაინის უფასო აპლიკაცია, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ისინი, ვისაც Adobe-ს პროდუქტებზე წვდომა არ აქვთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუდბორდის შექმნა მხოლოდ დიზაინერების ამოცანა არაა. Canva-ში მარტივად შეგიძლია სურათების დამატება, მუდბორდზე სხვადასხვა ელემენტისა და ჩარჩოს ჩასმა. 

Procreate იმ ინტერიერების დიზაინერებისთვისაა, ვინც iPad-ზე მუშაობს. დაფაზე მარტივად ალაგებ საჭირო ელემენტებს, მათ შორის, ავეჯს, ხალიჩებს, სხვა დეკორაციას… 

მისგან განსხვავებით Morpholio Board უფასო პლატფორმაა (დამატებითი ფუნქციებისთვის შეგიძლია ფასიანი ვერსიაც სცადო), სადაც ინტერიერის დიზაინერებისთვის ყველა საჭირო ხელსაწყოა თავმოყრილი. მათ შორის, ინტეგრაცია Pinterest-თან და AR (Augmented reality) ფუნქცია, რომელიც რეალურ კონტენტზე ციფრული ელემენტების დამატებას გულისხმობს. ეს ფუნქცია დაგეხმარება, რომ ყველა საჭირო დეტალი ოთახის რეალურ ზომასთან შეასაბამო.

როგორც ხედავ, მუდბორდის აწყობა დიზაინისა და ზოგადად, ხელოვნების სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. თუ კოლაჟებზე მუშაობა და ამ მიმართულებით შენი ცოდნის გაღრმავება გინდა, მაშინ თვალი ჩვენს ინტერიერისა და გრაფიკული დიზაინის კურსებს გადაავლე.