გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსი + AI

გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი - სალომე კახაბერი

სალომე კახაბერი

სინიორ გრაფიკოს დიზაინერი / ილუსტრატორი

16ლექცია
32საათი
2თვე
950 ₾770 ₾
11 თებერვალიორშ, ხუთ 16:00
  • შესახებ
  • ლექტორები

რას ისწავლი ჩვენთან?

1
Adobe Photoshop, Adobe Illustrator - ის ძირითადი ხელსაწყოები
გრაფიკული დიზაინის ძირითადი მიდგომები, ტრენდები და პრინციპები
3
სხვადასხვა სირთულის პროექტისთვის ვიზუალების შექმნა
4
Art Direction - ის საფუძვლები

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს იდეას, სტრატეგიასა და ტექნიკურ შესრულებას. კურსზე ნულიდან შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს, კომპოზიციას, ფერთა თეორიას, ტიპოგრაფიასა და ბრენდინგის საფუძვლებს. თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად გაეცნობი დიზაინის ისტორიას, მნიშვნელოვან სახელოვნებო მიმდინარეობებსა და თანამედროვე დიზაინთან მათ კავშირს.

სწავლების მეთოდი

კურსი ეფუძნება სპირალური სწავლების მეთოდს (Spiral Curriculum) — ძირითად საკითხებს ეტაპობრივად უბრუნდები, ყოველ ჯერზე უფრო ღრმად სწავლობ და ახალ ცოდნას უკვე ათვისებულ პრინციპებს უკავშირებ. თეორია და პროგრამული უნარები მარტივიდან რთულისკენ ვითარდება.

სწავლების პროცესი აერთიანებს:

Project-Based Learning - რეალურ პროექტზე მუშაობით სწავლა.

Active Learning - ლექციის დროს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.

Critique-Based Learning - ნამუშევრების განხილვა და კონკრეტული უკუკავშირი.

Scaffolding - დავალებების ეტაპობრივი გართულება.

Portfolio-Based Assessment - პროგრესისა და საბოლოო ნამუშევრის შეფასება.

კურსის განმავლობაში ეტაპობრივად იმუშავებ ფინალურ  პროექტზე - კვლევიდან და კონცეფციის შემუშავებიდან საბოლოო პრეზენტაციამდე. ასევე გაეცნობი AI ხელსაწყოების შესაძლებლობებსა და მათ გამოყენებას დიზაინის სამუშაო პროცესში.

კურსის დასრულების შემდეგ გექნება გრაფიკული დიზაინის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ერთი სრულყოფილი პროექტი პორტფოლიოში, რომელიც რეალურ დავალებებზე მუშაობისა და პროფესიული განვითარების საწყისი იქნება.

ვისთვის არის გრაფიკული დიზაინის კურსი განკუთვნილი?

საპორტფოლიო კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოყვარული დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ შეიძინონ და/ან გაიღრმავონ ცოდნა დიზაინის სფეროში.

არ დაგავიწყდეს თვალი შეავლო კურსდამთავრებულების ნამუშევრებს.

გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

  • ონლაინ კურსი შედგება 16 ლექციისგან, 8 ლექცია ეთმობა Adobe Photoshop - ს, 8 ლექცია კი - Adobe Illustrator- ს
  • შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი (20:00-22:00 სთ)
  • კურსის ლექტორი, გრაფიკოს დიზაინერი - სალომე კახაბერი

კურსის დასრულების შემდეგ გექნება დასრულებული პორტფოლიო, სტრუქტურირებული ცოდნა და ყველა ტექნიკური და თეორიული უნარ-ჩვევა კერძო კომპანიაში ან ფრილანს საქმიანობის დასაწყებად. 

შემოგვიერთდი ჩვენს დახურულ FB ჯგუფში გრაფიკულ დიზაინზე სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.

ტექნიკური წინაპირობა

კომპონენტიმინიმალურირეკომენდებული
CPUIntel Core i5 ან AMD Ryzen 5Intel Core i7 ან AMD Ryzen 7
RAM6 GB ან მეტი16 GB ან მეტი
GPU2 GB VRAM (GTX 1050 / Iris Xe)4–6 GB VRAM (GTX 1660 / RTX 3050/3060)

* Macbook Air  M1 Ar ან Pro ან M2, M3, M4, M5 

სწავლის საფასურის გადანაწილება

გადაანაწილე სწავლის საფასური რამდენთვიანი უპროცენტო განვადებით.

*კორპორატიული შეთავაზებისთვის: contact@smartfish.ge

სილაბუსი

იტვირთება...

გრაფიკული დიზაინის კურსი + AI

16ლექცია
32საათი
2თვე

სულ:

950 ₾770 ₾
აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის:570 ₾
11 თებერვალიორშ, ხუთ 16:00
  • 32 საათი
  • ჩანაწერების გაზიარება
  • სერტიფიკატი
  • 17 სტუდენტისტუდენტების რაოდენობა
ორშ, ხუთ
16:0009.02.2026
ორშ, ხუთ
16:0015.06.2026
ორშ, ხუთ
16:0011.02.2027

სტუდენტების შეფასებები