8 რჩევა, თუ როგორ გახდე წარმატებული გრაფიკოს დიზაინერი

8 რჩევა, თუ როგორ გახდე წარმატებული გრაფიკოს დიზაინერი

13.07.2022

ციფრული ინდუსტრიის სფეროში გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ჩამოყალიბდა. თუ ხელოვნების ეს მიმართულება შენთვისაც საინტერესოა და გინდა, გრაფიკული დიზაინი შეისწავლო, მაშინ შენთვის რამდენიმე რჩევა მოვამზადეთ.

1. საფუძვლიანად შეისწავლე საჭირო პროგრამები

იმისათვის, რომ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი გახდე, გარკვეული გამოწვევებისათვის საკუთარი თავი წინასწარვე უნდა მოამზადო. 

პირველ რიგში, ეცადე სრულყოფილად შეისწავლო საჭირო პროგრამები (Photoshop, Illustrator, InDesign…). მნიშვნელობა არ აქვს, დამოუკიდებლად ცდილობ ინფორმაციის მოძიებას თუ ლექტორი გასწავლის, ეცადე, პროგრამის ყველა ფუნქცია გამოცადო. არ მოგერიდოს, თუ მიხვდები, რომ რაღაც ისე არ გამოგდის, როგორც საჭიროა, ეცადე, ეს პრობლემა შენს მოტივაციად გადააქციო – იკითხე, მოიძიე და გამოასწორე. თუ საკუთარ თავს პრაქტიკულ დავალებებში გამოიწვევ ხოლმე, ცოდნის შეძენა ბევრად უფრო გაგიმარტივდება. 

2. იყავი ორგანიზებული

გაითვალისწინე, რომ დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ყოველ ნაშრომს გარკვეული პერიოდი სჭირდება მოსამზადებლად. დროის განაწილება დაგეხმარება, დაიცვა დედლაინი და გაიაზრო, რამდენად ხარ მზად ახალი პროექტების დასამატებლად.

3. სწორად წარმართე კომუნიკაცია

შენს თითოეულ კლიენტთან ურთიერთობა სპეციფიკური იქნება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, იცოდე, რომელ ენაზე უნდა ისაუბრო. აუცილებელია, რომ სწორად გესმოდეს, რას ითხოვს შენგან დამქირავებელი, რათა ნაშრომი წარმატებით ჩააბარო. 

4. არ მოერიდო კრიტიკას

კრიტიკის მიღება არავისთვისაა მარტივი და სასიამოვნო, თუმცა პროფესიული განვითარებისათვის ხშირად ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც ნამუშევარს დაგიწუნებს: დამქირავებელი, კოლეგა, საზოგადოება… სინამდვილეში, შენ უნდა იყო ის, ვინც საკუთარ ნაშრომს კითხვებს დაუსვამს, ვინც პოტენციურ უკმაყოფილებას გათვლის, გადააფასებს და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოასწორებს. 

5. არ ჩამორჩე ტრენდებს

ვიზუალური კომუნიკაციის ეს მიმართულება განვითარებადი და ცვალებადია. შესაბამისად, შეეცადე, რომ სიახლეებს მუდმივად ადევნებდე თვალს. ინტერნეტი უზღვავ ინფორმაციას გთავაზობს, ამიტომაც ტრენდებისათვის ფეხის ადევნება შენთვის სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ეცადე, სხვა გრაფიკული დიზაინერების ნამუშევრებიც დაათვალიერო. ინსპირაციის გარდა, გვერწმუნე, უამრავ სიახლესაც აღმოაჩენ.

6. შექმენი დასამახსოვრებელი პორტფოლიო

როცა გრაფიკული დიზაინერი ხარ, პორტფოლიო შენი განუყოფელი ნაწილია. სწორედ პორტფოლიო განსაზღვრავს დამქირავებლის წარმოდგენას შენს შესაძლებლობებზე, ამიტომაც, აუცილებელია მასზე განსაკუთრებულად იზრუნო. 

პორტფოლიოს შექმნისათვის შეგიძლია სხვადასხვა რესურსი გამოიყენო, მაგალითად, ააწყო მარტივი ვებგვერდი, დარეგისტრირდე Behance.net-ზე, Artstation.com-ზე, Dribbble.com-ზე და სხვა. მთავარია, შენი ნამუშევრები სწორად წარმოაჩინო, რათა მნახველზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს. 

7. დააგროვე სამუშაო გამოცდილება

გრაფიკოს დიზაინერს შეუძლია იმუშაოს როგორც ოფისში, ისე დისტანციურად. შეუძლია რამდენიმე ფრილანსი ერთად აიღოს. მარტივად რომ ვთქვათ, გრაფიკის საკუთარ თავზე მორგების შესაძლებლობა ხშირად გექნება, თუმცა დასაწყისში, გირჩევ, სამუშაო გამოცდილების დაგროვებაზე იფიქრო. 

დასაქმების ერთ-ერთი საშუალება Upwork.com-ზე დარეგისტრირებაა. აქ შეძლებ, სხვადასხვა დავალება შეასრულო და საკუთარი თავიც გამოცადო. ამას გარდა, შეგიძლია სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირება გაიარო. ყოველი ახალი საქმე შენი პორტფოლიოს მორიგი თავი იქნება.

  • თუ არ იცი, სად…

თუ არ იცი, სად დაიწყო გრაფიკული დიზაინის შესწავლა, ჩვენი აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსს გირჩევდი. 

გარდა იმისა, რომ პროფესიონალი გრაფიკოს დიზაინერი გაგიზიარებს საკუთარ ცოდნას, პრაქტიკული დავალებების შესრულებით პროფესიულ უნარებს მარტივად გამოიმუშავებ. ჩვენთვის შენი პორტფოლიოც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც მუდმივად ვიქნებით ორიენტირებული.

თუ დავალებებს შეასრულებ და ფინალურ პროექტსაც წარმატებით ჩაგვაბარებ, დასაქმებაშიც აუცილებლად დაგეხმარებით. ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს (Wetergunz, Socialsharks, Elliot, ClipArt, ShinDi) რეკომენდაციის ფურცელს, შენს რეზიუმესა და პორტფოლიოს გადავუგზავნით.

იმედია, ეს ბლოგპოსტი დაგეხმარება და საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გახდე წარმატებული გრაფიკოს დიზაინერი. გახსოვდეს, რომ მთავარი მონდომებაა, ციფრული ინდუსტრიის სფერო უამრავ საშუალებას გთავაზობს საკუთარი უნარების განსავითარებლად.