ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო? - პრაქტიკული რჩევები

30.07.2025

სამზარეულო ჩვენი ყოველდღიური კომფორტისა და განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ აქ ვატარებთ დიდ დროს დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან და ხშირად მეგობრებთან ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს სივრცე იყოს ფუნქციური, მყუდრო და კომფორტული. 

ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, როგორ მოაწყოთ სამზარეულოს ინტერიერი, და როგორ შეარჩიოთ მასალები სწორად. 

დაიწყე კარგი დაგეგმარებით - განსაზღვრე საჭიროებები სწორად

ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

სამზარეულოს საჭიროებების სწორად განსაზღვრა განაპირობებს მის ფუნქციურობას. ავეჯის და სამზარეულოს დიზაინის შერჩევამდე საკუთარ თავს ჰკითხე რა გჭირდება სამზარეულოში აუცილებლად? რას გამოიყენებ ყოველდღიურად? რისი შეცვლა გინდა ამჟამინდელ სამზარეულოში?

ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

თანამედროვე სამზარეულოებში ძალიან პრაქტიკული მიდგომაა ე.წ სამკუთხედის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მაცივრის, ნიჟარისა და ქურის ისე განლაგებას, რომ გადაადგილება მათ შორის ძალიან მარტივი იყოს, სივრცე მათ შრის კი რაც შეიძლება მცირე. პატარა სამზარეულოებში ეფექტურია კედლებისა და კუთხეებში არსებული სივრცის მაქსიმალურად გამოყენება. ფართო სივრცეში ფუნქციური კუნძულის დამატება ან ცალკეული ზონების შექმნაცა შესაძლებელი. რაც უფრო დიდ დროს დაუთმობ სწორ დაგეგმარებას და ეს პროცესი შენს რეალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული, მით უფრო კომფორტული და ფუნქციური იქნება სამზარეულო. 

სწორად აარჩიე მასალა ავეჯისთვის

ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

სამზარეულოს ავეჯის შერჩვისას მნიშვნელოვანია ფუნქციურობასა და ესთეტიკურობას შორის ბალანსი შეინარჩუნო. მასალების შერჩევისას ყურადღება მიაქცია მათ გამძლეობას და რამდენად მარტივია მათი მოვლა. რაც შეეხება მასალებს, ხშირად გამოიყენება დაფარული მუყაოს ავეჯი, რომელიც გარედან დამუშავებულია პლასტმასის ან ლამინატის ფენით და მარტივად იწმინდება, ხელმისაწვდომია და არჩევანიც მრავალფეროვანია. თუ უფრო ხარისხიან მასალას ეძებ, რომელიც დიდხანს ძლებს, შეგიძლიათ აირჩიო ხის მსგავსი მასალები, რომლებიც გარედან გამოიყურება როგორც ხე, მაგრამ უფრო მსუბუქი და მარტივად მოსავლელია. სამუშაო ზედაპირისთვის საუკეთესოა მასალა, რომელიც ტენს, ცხიმს და ცხელს ჭურჭელს გაუძლებს, მაგალითად, ხელოვნური ქვის ზედაპირი ან სპეციალურად დამუშავებული პლასტიკური ზედაპირი.

სწორი განათება მნიშვნელოვანია

ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

სამზარეულოში განათება არა მხოლოდ ესთეტიკური დეტალია, არამედ კომფორტისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორიც. შეგიძლია ერთ სივრცეში რამდენიმე ტიპის განათება დაამონტაჟო. ზედა, საერთო შუქი უზრუნველყოფს ზოგად განათებას, ხოლო სამუშაო ზედაპირებთან დამატებითი, ე.წ. წერტილოვანი განათება ამარტივებს საჭმლის მომზადებას. კარადების ქვეშ დამონტაჟებული განათება პირდაპირ აშუქებს საჭრელ დაფას, ღუმელს ან ნიჟარას და ამით პროცესს ბევრად პრაქტიკულსა და უსაფრთხოს ხდის. თუ სამზარეულოში გაქვს პატარა ბარის ტიპის მაგიდა, იქ შეიძლება უფრო თბილი განათების გამოყენება, რაც მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარება. რაც მთავარია, ეცადე, რომ ბუნებრივი შუქი მაქსიმალურად ანათებდეს სივრცეს. ღია ფარდები, ნათელი ფერის ავეჯი და სარკეები ამისთვის მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

გაანაწილე საწყობები გონივრულად

ბლოგი - როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

კარგად ორგანიზებული სისტემა პროდუქტების შესანახად ფუნქციური და კომფორტული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. როდესაც თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს გამოყოფილი, ყოველდღიური საქმეები მარტივდება და სივრცეც ბევრად სუფთა და მოწესრიგებული ჩანს. გამოიყენე გამჭვირვალე ქილები და ყუთები, ასე გეცოდინება ზუსტად რა და რა რაოდენობის პროდუქტი გაქვს. სანელებლებისთვის ცალკე გამოყე თარო, სადაც ყველა სუნელი თანმიმდევრულად იქნება განთავსებული. ასევე, პრაქტიკულია კედელზე მოთავსებული კაუჭები, რომლებზეც ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთების, მაგალითად, კოვზების, ჭიქებისა თუ ტაფების დაკიდება შეგიძლია. 

დაამატე მცენარეები სივრცის ესთეტიკურობისთვის

rogor-movatskot-samzareulo-7.webp

მცენარეები არა მხოლოდ აცოცხლებს სივრცეს, არამედ სიმშვიდეს, ბუნებრივობასა და სისუფთავის შეგრძნებას შემოაქვს სამზარეულოში. ერთ კუთხეში მოთავსებული ფოთლოვანი მცენარეც საკმარისია იმისთვის, რომ სივრცე გაცილებით ცოცხალი, თბილი და მიმზიდველი გახდეს. განსაკუთრებით პრაქტიკულია ახალმოზრდილი მწვანილები ბაზილიკი, როზმარინი, ქინძი ან პიტნა რომლებიც, ერთდროულად, დეკორატიულიცაა და კულინარიაშიც გამოიყენებ. თუ ბუნებრივი განათება შეზღუდულია, შეგიძლია უფრო გამძლე სახეობებიშეარჩიო, მაგალითად, სანსევიერია (ზოლებიანი ენა) ან პოთოსი, რომლებიც მცირე მზის შუქცეზ კი კარგად ხარობენ. მცენარეებთან ერთად, საერთო განწყობაზე გავლენას ახდენს მცირე დეკორატიული დეტალებიც: ფერადოვნად შეხამებული პირსახოცები, ხელნაკეთი ჭურჭელი, ან სამზარეულოს წიგნების ღია თარო.

როგორც ხედავ, სამზარეულოს მოწყობისას მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი: ავეჯისთვის მასალა, სივრცეების განაწილება, მცენარეები, განათება და ფერებიც კი. ამ ყველაფრის მარტივად, შენი სურვილისამებრ მოსაწყობად ჩვენი ინტერიერის დიზაინის კურსი დაგეხმარება, ამიტომ თუ გინდა ეს პროცესი გაგიმარტივდეს და ისწავლო როგორ შეარჩიო სწორად ფერები, მასალა ავეჯისთვის და როგორ განალაგო ისინი ეფექტურად, დარეგისტრირდი ინტერიერის დიზაინის კურსზე.