სააბაზანო

როგორ მოვაწყოთ სააბაზანო? - 10 პრაქტიკული რჩევა

09.06.2025

სააბაზანო ჩვენი ყოველდღიური კომფორტისა და განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კარგად დაგეგმილი და ფუნქციური სააბაზანო არა მხოლოდ სისუფთავესა და კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ მყუდრო გარემოსაც ქმნის სახლში. მისი მოწყობა და ინტერიერის დიზაინი არც თუ ისე მარტივია.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ 10 თანამედროვე და პრაქტიკულ რჩევას, როგორ მოვაწყოთ სააბაზანოს ინტერიერი ეფექტურად - მასალების შერჩევიდან განათებამდე.

აირჩიე ტენგამძლე და მარტივად საწმენდი მასალები

სააბაზანო

სააბაზანო ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი სივრცეა სახლში, ამიტომ კედლებისა და იატაკის მოსაპირკეთებლად მნიშნელოვანია ისეთი მასალის შერჩევა, რომლებიც ტენიანობის მიმართ მდგრადია და მარტივად იწმინდება. აბაზანის მოწყობისას ვინილის იატაკი კარგი არჩევანია - ის მდგრადია ტენიანობის მიმართ, არ იბერება და ზედაპირის სიმარტივის გამო მარტივად იწმინდება. ასევე, შესაძლებელია ქვის, ბეტონის ან ხის იმიტაციის შექმნა, რაც ამრავალფეროვნებს სააბაზანოს დიზაინს. ბუნებრივი ქვები, როგორებიცაა მარმარილო, გრანიტი და ფიქალი მშვენიერი არჩევანია თუ თქვენი სააბაზანოს მოწყობა პრაქტიკულთან ერთად უნიკალურადაც გინდათ. 

ფრთხილად დაგეგმე განათება

სააბაზანო

სააბაზანოს მოწყობისას განათების სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს. ხშირად სააბაზანოში განათება მხოლოდ ჭერშია დამონტაჟებული, თუმცა განათების მრავალდონიანი სისტემის გამოყენება მეტად პრაქტიკულია. იმ ძირითად მიმართულებებში, რომლებიც განათების დიზაინისას უნდა გაითვალისწინო მნიშვნელოვანია ზოგადი, ფუნქციური, დეკორატიული და ღამის განათებები. 

ზოგადი განათება ოთახის ძირითადი განათებაა, რომელიც თანაბრად ანათებს მთელ სივრცეს. ფუნქციური განათებები მოთავსებულია ისეთ ადგილებში, სადაც დეტალური ხედვაა საჭირო - უმეტესად და ხშირად სხვადასხვა მოქმედების დროს გამოიყენება, როგორიცაა მაკიაჟს გაკეთება ან სახის მოვლის რუტინის ჩატარება. 

დეკორატიული განათებები, საშუალებას გაძლევს უფრო დახვეწილი ატმოსფერო შექმნა. უმეტესად განათების ზოლები თაროებზე ან აბაზანის კარის ქვეშაა ხოლმე დამაგრებული და სპა ცენტრის ატმოსფეროს ქმნის. ღამის განათების მიზანია ღამით აბაზანაში შესვლისას თვალის გაღიზიანება თავიდან აირიდო. ამისთვის სენსორული ნათურები იატაკთან მშვენიერი გადაწყვეტილებაა. 

გაითვალისწინე ჭერის სიმაღლე

სააბაზანოში ჭერის სიმაღლე დიდ გავლენას ახდენს საერთო ატმოსფეროს შექმნაზე. დაბალი ჭერის მქონე აბაზანებში, ჰორიზონტალურად განლაგებული და ღია ელემენტები დაგეხმარება სივრცის ვიზუალურად გაზრდაში. მაღალ ჭერს კი შეგიძლია ვერტიკალური ხაზები, ან დაკიდული სანათებიც თამამად დაუმატო. 

დაგეგმე ელექტრო წერტილები ფრთხილად

სააბაზანოში ტექნიკის მოხმარების, უსაფრთხოების წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია. დენის წერტილები სარკეებთან საჭიროა, თუმცა ისინი წყლის წვეთებისგან აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მათი სტრატეგიული განთავსება ხელს უწყობს მათ ყოველდღიურ მოხმარებას და უსაფრთხოების შენარჩუნებას. 

სააბაზანო

შეარჩიე შუშის კარი, სივრცის ვიზუალურად გასაფართოებლად

შუშის კარები არა მხოლოდ თანამედროვე იერს მატებს ინტერიერს, არამედ მნიშნელოვნად ზრდის სივრცის ვიზუალურ მოცულობას. განსხვავებით პლასტმასის ან საფარდე გადახურვისა, გამჭვირვალე კარი არ ჰყოფს სივრცეს და არ უშლის ხელს სინათლის განაწილებას. ამიტომ აბაზანა გამოიყურება მსუბუქად, სუფთად და ბევრად განათებულად. შუშის კარები განსაკუთრებით ეფექტური პატარა სააბაზანოებშა, სადაც თითოეულ სანტიმეტრსაც კი მნიშვნელობა აქვს. 

სააბაზანო

შეარჩიე სწორი დიზაინის მქონე სარკე

სარკე აბაზანაში არა მხოლოდ ფუნქციური კომპონენტია, არამედ ოპტიკური ინსტრუმენტის როლსაც ასრულებს, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და მეტ სივრცით განთებას უზრუნველყოფს. 

დიდი ზომის სარკე, განსაკუთრებით მაშინ როცა ის განათებასთან ახლოს ან ფანჯრის მოპირდაპირე მხარესაა განთავსებული, ირეკლავს სინათლეს და ოთახს ბევრად ნათელ და მსუბუქ იერს სძენს. ასევე, სწორად შერჩეული ჩარჩო ან სარკის ფორმა აბაზანას უნიკალურ სტილს მატებს.

სააბაზანო

ნიჟარის შერჩევა - ფუნქციური და ესთეტიკური ბალანსი

ნიჟარის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მისი ფუნქციური კონფორტი და დიზაინის შესაბამისობა აბაზანის სტილთან. ხშირად არჩევანი დამოკიდებულია აბაზანის სივრცითობასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე. დასადგმელი ნიჟარა მშვენიერი არჩევანია მინიმალისტური დიზაინისთვის, ჩასაშენებელი ნიჟარა მეტად პრაქტიკულია, ხოლო კედელზე დასამაგრებელი ნიჟარა იდეალურია მცირე ზომის აბაზანებისთვის, რადგან არ ფარავს იატაკს და სივრცე მეტად ორგანიზებულად გამოიყურება. 

სააბაზანო

არ დაგავიწყდეს ჰაერის გამწმენდი სისტემა

ჰაერის გამწმენდი სისტემა აბაზანაში კონფორტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ტენიანი აბაზანა უსიამოვნო სუნის გავრცელებას უწყობს ხელს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვისაც სახიფათო იყოს. ამიტომ აუცილებელია ეფექტური ჰაერის გამწმენდის დაყენება, რომელიც წვიმიან ამინდშიც კი უზრუნველყოფს აბაზანაში სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. თუმცა, თუ აბაზანაში ფანჯარაა - ჰაერის ბუნებრივი გამწმენდი - ეს დამატებითი უპირატესობაა. 

სააბაზანო

შეარჩიე ფერები სწორად

სააბაზანოში ფერების შერჩევა მნიშვნელოვანია კონფორტის შესაქმნელად. ღია ფერები - თეთრი, კრემისფერი, პასტელური ტონები - სივრცეს სინათლეს მატებს. მუქი ტონები ხშრად ხასიათს და გემოვნებას უსვამს ხაზს, თუმცა ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს განათების სწორად შერჩევა და სხვა აქსესუარების დაბალანსება. 

სააბაზანო

დაყავი სივრცე ზონებად 

სწორი ზონირება აბაზანას მეტად კომფორტულს და ორგანიზებულს ხდის. სცადე ფუნქციური ნაწილების - ნიჟარის, აბაზანის, საშხაპე კაბინის - ისე განლაგება, რომ მოძრაობის თავისუფლება არ შეიზღუდოს. თითოეულ ზონას უნდა ჰქონდეს მინიმალური საჭირო სივრცე მარტივი წვდომისა და კომფორტული გადაადგილებისთვის. მოდულარული ავეჯი, შუშის გამყოფები და კედლის აქსესუარები დაგეხმარება სივრცის უკეთ დაორგანიზებაში, ისე რომ ყველაფერი კონფორტული და ამასთანავე ესთეტიკური იყოს.

სააბაზანო

სწორად შერჩეული მასალები, ფუნქციური ნაწილების სწორი განლაგება, ფერებისა და სტილის გემოვნებით შერწყმა იმ დეტალების ჩამონათვალია, რომლებიც შენს სააბაზანოს კომფორტულსა და ესთეტიკურს ხდის. 

თუ გინდა აბაზანის ფუნქციურად და ესთეტიკურად მოწყობის ყველა დეტალს დაეუფლო, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს ინტერიერის დიზაინის კურსზე.