მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მნიშვნელობა არ აქვს, ლოგოს ქმნი, ილუსტრაციას თუ პოსტერს, დიზაინზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ზოგჯერ, გადაღლილს, ალბათ, საქმისთვის თავიც კი მიგინებებია და ინსპირაციის საპოვნელად სხვა არტისტების ნამუშევრები დაგითვალიერებია.
იმისათვის, რომ შთაგონების პოვნა სხვა დროს უფრო გაგიმარტივდეს, ამ ბლოგპოსტში რამდენიმე სახელოვნებო მიმართულებას მიმოვიხილავთ და ზოგიერთ ნამუშევარსაც გაგიზიარებთ.
ბაუჰაუსი
არტ-დეკო
არტ-დეკოს მიმდინარეობა დაიწყო ბაუჰაუსის პარალელურად, 1920-იან წლებში. დეკორაციული ხელოვნების ეს მოძრაობა მალე აისახა მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. ბაუჰაუსის მსგავსად, არტ-დეკოს მიმართულებაც გვიკარნახებდა, რომ სრულყოფილება მხოლოდ და მხოლოდ დეტალებშია.
არტ-დეკოს წარმომადგენლები იყენებდნენ მკაცრ და სტატიკურ გეომეტრიულ წესებს. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი იყო Cassandre, რომელიც ცნობილი გახდა ფრანგული მაღალი მოდის სახლის, Yves Saint Laurent-ის ლოგოს დიზაინით. მისი ერთ-ერთი პოსტერის, Pivolo-ს დიზაინი სწორედ არტ-დეკოს მიმდინარეობას ეკუთვნის.
დადაიზმი
დადაისტებს სურდათ, არაფერი ჰქონოდათ საერთო წარსულ ტენდენციებთან, მათი მიზანი ძველის დანგრევა და სრულიად ახალი სახელოვნებო მიმართულების ჩამოყალიბება იყო. ალბათ, სწორედ ამიტომ ირეკლავდა ეს მოძრაობა სიბრაზეს, ნიჰილიზმსა და გულგატეხილობას.
დადაისტებმა გამოსახვის ახალ საშუალებებს მიმართეს: აბსტრაქციას, კოლაჟს, ტექსტის დანაწევრებას, მექანიკურ ხატვასა და შაბლონებს.
კუბიზმი
დადაიზმის მსგავსად, კუბიზმის მიზანი ხელოვნების ტრადიციულ ფორმებთან ბრძოლა იყო. კუბისტურ ნამუშევრებში ასახული აბსტრაქტული ფორმები, დაშლილი ობიექტები, ჩახლართული და ერთმანეთში არეული დეტალები მიზნად საგნის უფრო ღრმა კონტექსტში წარმოჩენას ისახავდა. სწორედ კუბიზმს ჰქონდა შესამჩნევი გავლენა ფუტურიზმისა და ექსპრესიონიზმის მიმდინარეობაზე.
პოპ-არტი
ენდი უორჰოლის მიერ შექმნილმა ვარიაციებმა (მათ შორის, მერლინ მონროს პოლიქრომატულმა პორტრეტმა) გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ მოდის სამყაროზეც.
როი ლიხტენშტეინი, განსხვავებით ენდი უორჰოლისგან, აქცენტს იმ ხელოვანებზე აკეთებდა, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობდა, თუმცა აიგნორებდა.
თუ დიზაინის პრინციპების ათვისება გინდა, თუმცა ჯერ არ იცი, როგორ, მაშინ ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსზე დარეგისტრირდი.