ინტერიერის დიზაინის ლექტორის, თათა მარუაშვილის, პორტფოლიო

ინტერიერის დიზაინის ლექტორის, თათა მარუაშვილის, პორტფოლიო

14.07.2022

ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე

“ინტერიერის დიზაინი სივრცის სწორად განაწილებაში გვეხმარება. ადამიანი წარმოშობს გარემოს და პირიქით. ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით იქ სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვისვენებთ, სწორედ ამიტომ ინტერიერის დიზაინში შემავალი ნებისმიერი დეტალი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებზე – რატომ?! და რისთვის?!

ადამიანისთვის აუცილებელია სამყაროსთან არა ზუსტი მხედველობითი შთაბეჭდილებების გამატერიალება, არამედ შინაგან, საკრალურ დონეზე აყვანილი ურთიერთკავშირის სუბიექტური გამოხატვა მასსა და გარემოს შორის ფერისა და ფორმის საშუალებით. დიზაინში სწორი კავშირის პოვნა სტილებსა და ფუნქციას შორის სასიამოვნო და მშვიდი არსებობის საწინდარია იქ, სადაც ვაპირებთ ცხოვრებას, მუშაობას და დასვენებას.

არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი მრავალმხრივი პროფესიებია. იგი საშუალებას გაძლევს მიანიჭო სიცოცხლე არსებულ ფორმას, გახადო იგი ესთეტურად მიმზიდველი და ამით გაუუმჯობესო არსებობის ხარისხი სხვას. ეს მიზეზი უდევს საფუძვლად ჩემი, როგორც ინტერიერის დიზაინერის ფორმირებას. ვფიქრობ ამ სფეროში შესაძლებლობა გეძლევა ერთდროულად იყო მხატვარი, მუსიკოსი, პოეტი, და თუნდაც დრამატურგი.

აქ იბადება იდეები და ამ პროცესში უფრო მეტი აზრი იკვეთება. გიჩნდება სურვილი შენი შემოქმედება გჩუქნიდეს შეგრძნებას, რომელიც ფაზლის აწყობის პროცესში, სწორი ადგილის პოვნისას გეუფლება. ინტერიერში, დიზაინერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს ფუნქციონალური, იგი მიყვება სისტემურ მეთოდოლოგიას: კვლევას, ანალიზსა და ცოდნის შემოქმედებით პროცესში ინტეგრაციას. იმისათვის რომ გახდე ინტერიერის დიზაინერი პირველი რიგში უნდა შეაფასო შენი თავი დამკვეთის პოზიციიდან.

სწორედ ამაში ხელს შეგიწყობს ჩვენი კურსი და მოგცემს საშუალებას გაუგო საკუთარ თავს პროფესიული კუთხით და შეიძინო ის უნარები, რომლებიც დაგეხმარება იდეის სრულყოფილად გადმოცემაში.” შეათვალიერე თათას ნამუშევრები, ჩამოსქროლე

 

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათა მარუაშვილი

თათას პორტფოლიო Behance-ზე