

არქიტექტორი
არქიტექტურის დიზაინი აერთიანებს სივრცის დაგეგმარებას, ფუნქციურ ორგანიზებასა და არქიტექტურული ფორმის განვითარებას. კურსი წარმოადგენს არქიტექტურის დიზაინის საბაზისო პრაქტიკულ პროგრამას.
კურსში გაეცნობი არქიტექტურული აზროვნების ძირითად პრინციპებს, საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარებას, სივრცეებს შორის კავშირებს, პროპორციებსა და არქიტექტურულ სტანდარტებს.
კურსის განმავლობაში იმუშავებ Archicad-ში და ეტაპობრივად შექმნი საკუთარ არქიტექტურულ პროექტს - გეგმარებიდან 3D მოდელისა და ფასადების განვითარებამდე. ისწავლი ნაკვეთისა და რეგულაციების ანალიზს, ფუნქციური პროგრამის შედგენას, 2D დოკუმენტაციის მომზადებას, 3D მოდელირებას, ინტერიერის ორგანიზებას, Lumion-ში ვიზუალიზაციასა და რენდერინგს. ასევე გაეცნობი AI-ის გამოყენებას არქიტექტურულ პროცესში - იდეების ვიზუალიზაციიდან რენდერების გაუმჯობესებამდე.
სწავლის დასრულების შემდეგ გექნება სრულყოფილი არქიტექტურული პროექტი, რომელიც მოიცავს გეგმებს, ჭრილებს, ფასადებს, 3D ვიზუალიზაციებსა და საბოლოო პრეზენტაციას. პროექტს მოამზადებ პროფესიული პორტფოლიოსთვის და შეიძენ არქიტექტურული პროექტირების საბაზისო ცოდნას შემდგომი განვითარებისათვის
ტექნიკური წინაპირობა
| მინიმალური *საკმარისი კურსისთვის | რეკომენდებული | |
|---|---|---|
| მაუსი | 3 ღილაკიანი | 3 ღილაკიანი |
| CPU | Intel Core i5 / AMD Ryzen 5 | Intel Core i7 / AMD Ryzen 7 |
| RAM | 16 GB | 32 GB |
| GPU | NVIDIA RTX 3050 / RTX 4050 (6 GB) | NVIDIA RTX 4060 (8 GB) ან უკეთესი |
| ნამპადი | ✓ | ✓ |
გადაანაწილე სწავლის საფასური რამდენთვიანი უპროცენტო განვადებით.
სულ: