კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი

5.0
მარიამ ბეროძე

მარიამ ბეროძე

კონტენტ კრეატორი, ქოფირაითერი, ბლოგერი

8ლექცია
16საათი
1თვე
490
20 მაისიორშ, ხუთ 16:00
  • შესახებ
  • ლექტორები

რას ისწავლი ჩვენთან?

1
ქოფირაითინგის საფუძვლებსა და რაობას
გაიცნობ ბრენდს, როგორც პიროვნებას
3
გაეცნობი ბრიფზე მუშაობის პრინციპებს
4
დაწერ ბევრს, ძალიან ბევრს
5
გაეცნობი შემოქმედებითი წერის ტექნიკებსა და ხრიკებს
6
გაეცნობი სააგენტოში მუშაობის სპეციფიკას

ზოგადი განმარტებით, ქოფირაითინგი მარკეტინგული/დამარწმუნებელი ტექსტების წერის პროცესია, რომელიც ადამიანებს კონკრეტული მოქმედებისაკენ უბიძგებს. ამ დეფინიციაში არასწორი არაფერია - ისეა, როგორც უნდა იყოს, თუმცა რეალობა ცოტა უფრო სხვაგვარია.


სინამდვილეში, ქოფირაითინგი სიტყვების ფლობისა და გონივრულად გამოყენების ხელოვნებაა. ქოფირაითერი მედიატორია ბრენდსა და მომხმარებელს შორის. სწორედ ის წარმართავს კომუნიკაციას, რომელზეც ბრენდის მომავალი შენდება.

კურსის დასრულების შემდეგ, შენ გექნება საკმარისი ცოდნა, დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოცადო.
 

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

  • კურსი განკუთვნილია სარეკლამო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და მათთვის, ვისაც ყოველთვის ეუბნებოდნენ - "შენ უნდა წერო".

კურსის შესახებ

ონლაინ კურსი შედგება 8 ლექციისგან, სადაც 8 ლექცია ვსაუბრობთ ქოფირაითინგზე ყველა ასპექტში, ხოლო ბოლო შეხვედრა ეთმობა საბოლოო გამოცდას

  • გამოცდის ბრიფის მიღებას
  • პრეზენტაციის წარდგენას

კურსის ლექტორი ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო - რედბერის კონტენტ კრეატორი მარიამ ბეროძეა 
შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი (20:00-22:00 სთ), თითოეული ლექცია იწერება

ონლაინ სწავლება

  • ლექციების ჩანაწერების გაზიარება
  • ეკრანის გაზიარება
  • ლექტორთან კომუნიკაციის შესაძლებლობა

შემოგვიერთდი ჩვენს დახურულ FB ჯგუფში ქოფირაითინგზე სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად

სილაბუსი

ლექცია 1 – ვინ არის ქოფირაითერი და რა როლი აქვს კონტენტის შექმნაში?

  • რა არის ქოფირაითინგი?
  • რა არის კონტენტი?
  • ქოფირაითინგის გამორჩეული მაგალითები
  • მწერალი VS ქოფირაითერი
  • დავალება

ლექცია 2 – ბრენდი და კონტენტი

  • ბრენდიც ადამიანია!
  • ვის ელაპარაკება ბრენდი?
  • რა არის TOV და რატომაა მნიშვნელოვანი?
  • რა ტიპის კონტენტს ქმნის ბრენდი?
  • დავალება

ლექცია 3 – ბრიფი და ინსაითი

  • რა არის ბრიფი?
  • რა არის ინსაითი?
  • როგორ დავიწყოთ კონტენტის შექმნა?
  • სთორითელინგი, ანუ როგორ მოვყვე საინტერესოდ?
  • დავალება

ლექცია 4 – გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

  • ქოფირაითინგის ფორმულები
  • UX/UI ქოფირაითინგის მოკლე მიმოხილვა
  • Call To Action (CTA)
  • დავალება

ლექცია 5 – კონტენტის გაშლა საკომუნიკაციო არხებში

  • ციფრული არხები და მათი სპეციფიკა (Facebook, Instagram, TikTok)
  • როგორ მოვარგოთ კონტენტი სხვადასხვა პლატფორმას?
  • როგორ ითვისებენ ბრენდები სხვადასხვა პლატფორმას?
  • როგორ დავგეგმო გადაღება?
  • დავალება

ლექცია 6 – სცენარი

  • როგორ დავწეროთ სცენარი?
  • ბრიფზე მუშაობა
  • პრაქტიკული სავარჯიშო
  • დავალება

ლექცია 7 – სასარგებლო რჩევები

  • SEO Copywriting-ის მოკლე მიმოხილვა
  • მეილი, რომელსაც არავინ წაშლის
  • ზოგიერთი რამ ბლოგის შესახებ
  • როგორ შევქმნათ პორტფოლიო?
  • სად მოვძებნო დამსაქმებელი და როგორ ვეკონტაქტო?
  • საბოლოო დავალება

ლექცია 8 – ფინალური პროექტი

  • ფინალური პროექტის განხილვა
  • კურსის შეჯამება

 

კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი

8ლექცია
16საათი
1თვე
სულ:490
20 მაისიორშ, ხუთ 16:00
  • 16 საათი
  • ჩანაწერების გაზიარება
  • სერტიფიკატი
ორშ, ხუთ
16:0020.05.2024

სტუდენტების შეფასებები

ანა მჭედლიშვილი

ანა მჭედლიშვილი

კურსის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ არ არის მხოლოდ თეორიით გაჯერებული, მოწოდებულ ყველა მასალას მოსდევს პრაქტიკული დავალება, რაც მთლიანობაში გეხმარება პორტფოლიოს მომზადებაში

ქეთო ქურთიშვილი

ქეთო ქურთიშვილი

კურსის ძლიერი მხარე ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმია, რომელიც თითოეულ ლექციაზე შესამჩნევი იყო. ასევე, უნდა ითხქვას უზომოდ მეგობრულ გარემოზე, ლექტორის უშუალო დამოკიდებულებაზე სტუდენტების მიმართ

თათია ყანჩელაშვილი

თათია ყანჩელაშვილი

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მაინც გამბედაობა და მონდომებაა. ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს და ჩემს შესაძლებლობებს. კურსმა სულ სხვა მხრიდან დამანახა საკუთარი თავი

თაკო ჯანაშია

თაკო ჯანაშია

კურსის ძლიერი მხარე, პრაქტიკული დავალებები და ლექტორისგან მიღებული უკუკავშირია.ბევრი რამ გავიგე და გავიზარე უშუალოდ დავალებების კეთების პროცესში, კურსმა შემძინა უფრო გამართული და საინეტერესო ქოფიების მოფიქრების უნარი, დამეხმარა ჩემი აზროვნების განვითარებაში ამ კუთხით

მარიამ ნოზაძე

მარიამ ნოზაძე

სწავლის დასრულების შემდეგ, წარმოვადგინე ფინალური პროექტი, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა გამევლო სტაჟირება SocialSharks-ში. ვიცოდი, სააგენტოში მივიღებდი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს გამოცდილებას ჩემს ცხოვრებაში და ახალ პროფესიაში ეს ჩემი მეორე, დიდი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო

სალომე მამულაშვილი

სალომე მამულაშვილი

უნდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მქონდა, ყველაფრის თავიდან შესწავლა ჩვენს ძალიან ყურადღებიან და პროფესიონალ ლექტორთან ერთად დავიწყე, რომელმაც გაგვიზიარა უამრავი დეტალი, ბრენდსა და მომხმარებელს შორის სრულყოფილი კომუნიკაციის დასამყარებლად

მაშო ზექალაშვილი

მაშო ზექალაშვილი

კურსიდან ყველაზე დასამახსოვრებელი გულუხვი ლექტორია, რომელიც დაუზარლად გვიზიარებდა ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან ერთად ძალიან უშუალო გარემო შეგვიქმნა, რაც სტუდენტებს ხელს გვიწყობდა პროცესში თავისუფლად ჩართვასა და აზრთა გაცვლაში

ნატა ანთელიძე

ნატა ანთელიძე

ამ კურსის ძლიერი მხარე ორგანიზებულობაა, გამოცდილი ლექტორი და სწორად შედგენილი სილაბუსია. კურსმა შემძინა თვითგანვითარების უნარი კონკრეტულ სფეროში. Ჩემი აზრით, სპეციალობის შესწავლის ხარისხის მნიშვნელობასთან თანაბარია განვითარებაზე მუშაობა

თამარ დარჩია

თამარ დარჩია

კურსის განმავლობაში პრაქტიკული მუშაობის დროს, თავად შევქმენი არაერთი პოსტი, ტექსტები ვებგვერდისთვის, სცენარი რეკლამისთვის და სხვა. ეს იყო ძალიან სასიამოვნო გამოცდილება, რომელმაც შემძინა თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ უყოყმანოდ ვუწოდო თავს პროფესიონალი მწერალი

პარტნიორები