მასტერკლასზე განვიხილავთ ციფრული ილუსტრაციისა და კონცეპტ არტის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.
ეს მასტერკლასი გამოგადგება თუ:
ხატავ და გინდა სცადო კონცეპტ არტის პროფესიაში პირველი ნაბიჯი გადადგა.
უკვე დაწყებული გაქვს სწავლა და გინდა საფუძვლების უკეთ გააზრება;
გაინტერესებს ვიზუალური ხელოვნება, თამაშები, ანიმაცია, კინო ან თანამედროვე დიზაინის სფერო.
მასტერკლასზე მიიღებ ზოგად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის კონცეპტ არტი და ციფრული ილუსტრაცია, რა როლი აქვს მას თანამედროვე ვიზუალურ ინდუსტრიებში და როგორ შეიძლება ამ სფეროში პროფესიული განვითარება.
შეხვედრაზე გაიგებ:
🎨 რა არის კონცეპტ არტი და ციფრული ილუსტრაცია
🎨 რას აკეთებს კონცეპტ არტისტი და ილუსტრატორი
🎨 სად გამოიყენება კონცეპტ არტი (თამაშები, ანიმაცია, კინო, კომიქსები)
🎨 რა უნარ-ჩვევებია საჭირო ამ პროფესიისთვის
🎨 რა პროგრამებსა და ხელსაწყოებს იყენებენ კონცეპტ არტისტები
🎨 პერსონაჟების, გარემოსა და ფროფების როლი ვიზუალური სამყაროს შექმნაში
🎨 კონცეპტ არტის მოკლე ისტორია და მისი განვითარება დღემდე
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 🙏

ჩაეწერე კონსულტაციაზე