
ციცი ქერდიყოშვილი - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მე ვარ ციცი, 19 წლის. ბავშვობიდან ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ვარ ჩართული, ჩემი პროფესიაც ხელოვნებას დავუკავშირე და ჩავაბარე არქიტექტურაზე.
არქიტექტურა ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესიაა და მინდა საფუძვლიანად შევისწალო, ამიტომაც გადავწყვიტე მისი ერთერთი განხრის, ინტერიერის დიზაინის, კურსის გავლაც და ჩემი თავის ამ კუთხით გამოცდა.
ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სამუშაო პროცესი და სირთულეების გადაჭრა, რომლებიც პროექტს ახლდა თან, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
Smart Fish აკადემია თავდაპირველად მეგობრის რეკომენდაციით აღმოვაჩინე, თუმცა, რა თქმა უნდა, თავადაც გამოვიკვლიე კურსის დეტალები.
სილაბუსიდან და აკადემიის სოციალური გვერდების აქტივობიდან გამომდინარე, ეს კურსი ჩემს მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებდა:
კურსი მოკლევადიანია (3 თვე), ლექციები ხელსაყრელ დროს ტარდება, იძლევა საკმარის ცოდნას სრულყოფილი პროექტის შესაქმნელად და არის ხელმისაწვდონი.
ჩემი აზრით, შემოქმედებით აზროვნებას თავად სამუშაო სივრცე აღძრავს. სივრცის მდებარეობის, ფუნქციისა და მოხაზულობის მიხედვით ხვდები, როგორი განლაგება უნდა ჰქონდეს პროექტს, როგორ სტილსა და ფერთა გამას მოიხდენს, ავეჯის როგორი განლაგება იქნება კომფორტული და ა.შ
მუდბორდი
კურსის განმავლობაში არამარტო პროგრამებს დავეუფლე სრულყოფილად, არამედ შევისწავლე სტილებიც, რომელთა შესახებაც აქამდე ასეთი სახის ცოდნა არმქონდა.
უნდა აღინიშნოს დავალებებიც, რომლებმაც მაიძულა გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან და დამენახა ხიბლი იმ სტილებში, რომლების აქამდე არ მომწონდა.
ასევე, მომეცა საშუალება წარმომეჩინა ჩემი გემოვნება და ხედვები, დამეხვეწა უნარები. ვფიქრობ ეს ყველაფერი მომავალში ბევრი ახალი შესაძლებლობისკენ გამიხსნის კარს.
კურსის გავლას ვურჩევ ყველას, ვინც დიზაინითაა დაინტერესებული, არამარტო კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გამო, არამედ კომფორტული და მეგობრული გარემოს გამო, რომელიც აქ დაგხვდებათ.
კურსის სამუშაო პროცესი იყო შემოქმედებითი და დინამიური. ყოველი დავალება მოითხოვდა აზროვნებას და კრეატიულობას. თავდაპირველი დავალებები საშუალებას გვაძლევდა უკეთ გაგვეგო რა მოგვწონდა, როგორ შეიძლება სტილებით “თამაში”, როგორ შეიძლება ინტერიერი მოარგო ადამიანს და სხვა.
უშუალოდ ფინალური დავალებისას კი გავიარეთ ის პროცესი, რასაც რეალურად გადიან ინტერიერის დიზაინერები. შეგვხვდა სირთულეები და გამოწვევებიც, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა სტუდენტმა ლექტორის დახმარებით მიიღო ის შედეგი, რაც უნდოდა.
შემოსასვლელი
სამომავლოდ მინდა ბევრ განსხვავებულ პროექტზე ვიმუშაო, საცხოვრებელ სახლებზე, სასტუმროებზე, კაფეებზე…
განსაკუთრებით სასიამოვნოა საცხოვრებელ სახლებზე მუშაობა, რადგან სახლი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს ადამიანი და შესაბამისად მაქსიმალურად კომფორტული და დამკვეთზე მორგებული უნდა იყოს.
სასიამოვნოა იყო იმ პროცესის მონაწილე, რომლის შედეგადაც ადამიანი ქმნის სივრცეს, რომელიც მის პიროვნებას გამოხატავს და სადაც თავს მაქსიმალურად თავისუფლად იგრძნობს.
მისაღები
კურსის ძლიერი მხარე არის შემოქმედებითი თავისუფლება. თითოეულ სტუდენტს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეები და ხედვები გვქონდა, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ეს იდეა რთულად შესასრულებელი იყო.
ლექტორი დაგვეხმარა, ჩვენი პროექტი მაქსიმალურად ახლოს მისულიყო ჩვენს ჩანაფიქრთან, ამან სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გახადა.
კურსმა მომცა უნარი მეფიქრა არაორდინალურად და მიუხედავად სირთულეებისა, მაინც გამომეხატა ჩემი თავი პროექტში და წარმომეჩინა ჩემი მაქსიმუმი.
სამზარეულო
სან.კვანძი
საძინებელი #1
საძინებელი #2
საძინებელი #3