
დიანა გამახარია - გრაფიკული დიზაინის კურსზე
გრაფიკული დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.
- დიანა, მოგვიყევი შენ შესახებ?
Მე ვარ დიანა 24 წლის. ყოველთვის მომწონდა ანიმაციების კეთება და ციფრული ხატვა. ვცდილობდი შემექმნა ლამაზი, განსხვავებული და საინტერესო ვიზუალები.
- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
დიდი ხანი ვფიქრობდი სად მესწავლა და დიდი მონდომებით ვარჩევდი სასწავლებელს ვათვალიერებდი სხვების ნამუშევრებს. Როცა Smart Fish აკადემია აღმოვაჩინე და დავათვალიერე კურსდამთავრებულების ნამუშევრები მივხვდი რომ განსხვავებული და შედეგიანი იქნებოდა აქ სწავლა, გადავხედე სილაბუსს მასტერკლასებს და მივხვდი რომ სწორედ ის იყო რაც მინდოდა.


- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
Პირველ რიგში გავლილმა კურსმა მომცა ის ცოდნა, რაც მინდოდა და მჭირდებოდა - დიზაინის ყველა პრინციპი და პროგრამები სრულფასოვნად შემასწავლა.


- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე?
ფინალური პროექტი მქონდა ჰაიკუზე. დიდი ხანი ვფიქრობდი და ვათვალიერებდი რეფერენსებს. წავიკითხე ძალიან ბევრი ჰაიკუ და რჩეული ჰაიკუების მიხედვით დავიწყე პროექტზე მუშაობა. ვცდილობდი რამე განსხვავებული შემექმნა და დიდი შრომის და მუშაობის შემდეგ შევქმენი განსხვავებული ნამუშევრები.
Სწავლების პროცესი ძალიან მარტივი იყო ჩემთვის და ყველა ის დავალება რაც მქონდა სწავლების პროცესში მეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების უფრო მეტად განვითარებაში და დახვეწაში.
- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
Სამომავლოდ მინდა დავხვეწო ციფრული ხატვა და შევისწავლო 3D დიზაინი რათა შევქმნა საკუთარი ანიმაციები.
დიანას პორტფოლიო Behance - ზე