ელენე ყოლბაია - კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსზე

ელენე ყოლბაია - კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსზე

13.10.2025

მე ვარ ელენე, 20 წლის, არაბისტიკის სტუდენტი, დამწყები ქოფირაითერი.

Smart Fish-ის შესახებ მეგობრისგან გავიგე, გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და ძალიან დადებითი შთაბეჭდილებით დაამთავრა, ფაქტობრივად, ორმაგად მოტივირებული გახდა. 

დიდი ხანია, ქოფირაითინგით დაინტერესებული ვარ და წერა თუ იდეებზე ფიქრი მიყვარს. აქამდე დრო არ მქონდა, საკუთარი შესაძლებლობები მომესინჯა ამ სფეროში და ლექციებზე ყველაფერი ნულიდან დავიწყე. 

ქოფირაითინგის კურსზე ისე მივედი, ამ სფეროზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი, მქონდა მხოლოდ ზოგადი სურათი, წარმოდგენები და წინასწარგანწყობები, რეალურად, ყველაფერი, რაც გავიგე, რაზეც დავფიქრდი და საკითხები, რომლებიც გადავხარშე, კურსისა და, პირველ რიგში, ლექტორის დამსახურებაა. 

კურსმა მომცა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში კონცეპტუალური თუ შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. 

კურსის ლექტორი, უდაოდ, კურსის საუკეთესო ნაწილია: კომუნიკაბელური, პოზიტიური და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი. 

ყველას, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ქოფირაითინგში ან სურს, თავისი უნარების გაუმჯობესება და დახვეწა, აუცილებლად ვურჩევდი ამ კურსს. 

ფინალურ პროექტზე ერთი ქართული და ერთი საერთაშორისო ბრენდის გარშემო უნდა გვემუშავა. ვცადე, განსხვავებული იდენტობის, აბსოლუტურად საპირისპირო პოლუსზე მყოფი ბრენდები შემერჩია, რომ სხვადასხვა ხასიათის მორგებისა და ადაპტაციის უნარი განმევითარებინა. პროქტზე მუშაობამ, ბრენდის შესწავლიდან დაწყებული, კომუნიკაციის განვითარების სპეციფიკით დამთავრებული, ბევრი რამ მასწავლა. ფინალური პროქტი ჩემი პირველი “საქმე” იყო ქოფირაითინგში. 

ზუსტად არ ვიცი, მგონია, როგორც დამწყები ქოფირაითერი, რაც უფრო კონტრასტულ და დინამიკურ სიტუაციებში აღმოვჩნდები, უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ. არ მინდა, დასაწყისისთვის, თავი შევიზღუდო, პასიური ვიყო და ჩემი კომფორტის ზონაში გავიჭედო, ამიტომ ღია ვარ ნებისმიერი გამოწვევისა და ნებისმიერი ტიპის პროექტისთვის. 

კურსის სილაბუსი, მასალის თანმიმდევრულობა, თეორიული და პრაქტიკური საკითხების ბალანსი, კურსის ძლიერი მხარეა. ამასთან, ლექტორის მიდგომა, უშუალობა, პირდაპირობა გეხმარება, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი და პროდუქტიული გახდე.