გვანცა ქიმაძე - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
– გვანცა, მოგვიყევი შენ შესახებ
პროფესიით ფინანსისტი ვარ და ათ წელზე მეტია მენეჯმენტის მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ინტერიერის დიზაინი და ზოგადად, სამშენებლო-არქიტექტურული სფერო ყოველთვის მაინტერესებდა.
– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
რამდენჯერმე მომიწია მონაწილოება მიმეღო და ჩემი გემოვნებით დამეგეგმა სახლის ინტერიერი, რაც ყოველთვის სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის. ამ ეტაპზე ვაშენებ საკუთარ სახლს და მინდოდა, არა მხოლოდ იდეების დონეზე, არამედ საფუძვლიანად მიმეღო მონაწილეობა ინტერიერის დიზაინის შექმნაში.
თუმცა, კურსის დასრულების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, რომ ინტერიერის დიზაინი კიდევ ერთი პროფესია გახდეს ჩემთვის.
-რა არის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო ?
ჩემთვის ინსპირაციის მთავარი წყარო ყოველდღიური მომენტები და ის შეგრძნებებია, რასაც ურთიერთობებისგან და მოვლენებისგან ვიღებ.
– რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსი განსაკუთრებულია იმით, რომ არ შედგება მხოლოდ ერთი მოდულისაგან და დასრულების შემდეგ შეგიძლია ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის ყველა ეტაპის შესრულება.
ასევე, ჩემთვის როგორც აბსოლუტურად სხვა სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო კურსის თეორიული ნაწილი – ინტერიერის დიზაინის ისტორიისა და დიზაინერების გაცნობა.
– მოგვიყევი ფინალურ პროქტზე, რატომ აარჩიე კონკრეტულად ეს თემა
მოცემული ბინის გეგმამ და ბრიფმა განაპირობა ავეჯის განლაგებისა და ფართის განაწილების დაგეგმვა. ვფიქრობ, შერჩეული ფერთა გამა და ნეიტრალური შემკვეთი ოჯახის მოთხოვნაზეა მორგებული.
– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
სამომავლოდ, ვისურვებდი ისეთ პროექტებზე მუშაობას, სადაც მაქსიმალური თავისუფლება მექნებოდა, ჩემი გემოვნებისა და ხედვის მიხედვით დამეგეგმა დიზაინი.
– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?
კურსი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, თუმცა, ვფიქრობ ნებისმიერი კურსის გავლის დროს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პროფესიონალი და ყურადღებიანი ლექტორი, რაც, ჩემი აზრით, ამ კურსის ნამდვილად ძლიერი მხარეა.
ინტერიერის დიზაინის კურსმა მომცა ჩემი იდეებისა და ხედვის ციფრულ სამყაროში ვიზუალიზაციის შესაძლებლობა და მოტივაცია, გავაგრძელო ამ სფეროში განვითარება.