ირინკა დემეტრაშვილი

ირინკა დემეტრაშვილი - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

11.03.2024

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

- ირინკა, მოგვიყევი შენ შესახებ? 
გამარჯობა, მე ვარ ირინკა, ოთხი წელია ვარ გრაფიკოს დიზაინერი, თუმცა ინტერიერის დიზაინიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ისე მოხდა, რომ სამსახურში გარკვეულ პროექტებში მჭირდებოდა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ცოდნა, ასე რომ სურვილი და საჭიროება გავაერთიანე და გადავწყვიტე შემესწავლა ეს საოცრად საინტერესო პროფესია.

ირინკა დემეტრაშვილი

ირინკა დემეტრაშვილი

- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
Რა თქმა უნდა მეც ძალიან დიდხანს ვარჩევდი ადგილს თუ სად გავივლიდი კურსს, ეს აკადემია აღმოჩნდა ადგილი, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ჩემი წინაპირობა: კომფორტული გრაფიკი, კვალიფიციური და პროფესიონალი ლექტორი, სტუდენტების საოცარი შედეგები.. ასე შევაჩერე არჩევანი Smart Fish-ზე.

ირინკა დემეტრაშვილი

ირინკა დემეტრაშვილი

- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ინსპირაცია შეიძლება ძალიან ბევრი რამისგან მივიღო, გარდა პირადი ინსპირაციებისა, ვფიქრობ დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია ტრენდებზე თვალის მიდევნება, აქტუალური ნამუშევრების მუდმივად თვალიერება, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს და ამრავალფეროვნებს შემოქმედებით აზროვნებას.

ირინკა დემეტრაშვილიირინკა დემეტრაშვილი

- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
გავლილმა კურსმა მომცა პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, წარმოდგენა შემექმნა ტექნიკურ თეორიულ საკითხებზე, სტილებზე, მიმდინარეობებზე. Რა თქმა უნდა თუ ვინმეს მსგავსი პრიორიტეტები ექნება, აუცილებლად ვურჩევ ამ კურსის გავლას.
ირინკა დემეტრაშვილიირინკა დემეტრაშვილი
- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე? 
ფინალურ პროექტზე მუშაობა ძაალიან საინტერესო იყო, ლექტორმა მოახერხა რომ პროცესი მაქსიმალურად მსუბუქად წარმართულიყო, დავალებებიც პირველივე დღიდან საკმაოდ შემოქმედებითი გვქონდა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის დაინტერესებითვის.

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვფიქრობ თუ მუშაობას აპირებ, ნებისმიერი სახის პროექტისთვის მზად უნდა იყო. თუმცა ნებისმიერი დიზაინერისთვის სასურველია, როცა ისეთ პროექტზე მუშაობს, სადაც საკუთარი ხედვის წარმოჩენა შეუძლია მაქსიმალურად.

ირინკა დემეტრაშვილი

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
Რთული წარმოსადგენია ასეთ მოკლე დროში ასეთი ხარისხიანი ცოდნის მიღება, ეს ნამდვილად არის ამ კურსის ძლიერი მხარე. და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გამიმართლა, როცა არჩევანი ამ Smart Fish აკადემიაზე შევაჩერე. 

ირინკას პორტფოლიო - BEHANCE