
კესარია კეკუტია - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
გამარჯობა, მე ვარ კესარია კეკუტია განათლებით ფილოსოფიის ბაკალავრი, მოწოდებით კი მხატვარი. ჩემი საქმიანობის ძირითად სფეროს ილუსტრაციებზე და პერსონაჟის დიზაინზე მუშაობა წარმოადგენს, თუმცა მიმაჩნია რომ ადამიანები არ უნდა ვიყოთ შეზღუდული მხოლოდ ერთი კონკრეტული "რამის" სწავლით და კეთებით.
სწორედ ამიტომ დავინტერესდი ინტერიერის დიზაინით და გადავწყვიტე მესწავლა. ახალი უნარი და ცოდნა დამემატებინა ცოდნების და უნარების "კალათისთვის".
ინტერიერის დიზაინის კურსების ძებნისას ინსტაგრამზე შემხვდა Smart Fish-ის მასტერკლასი, დავესწარი შეხვედრას, ძალიან მომეწონა ლექტორის მიდგომა, სწავლების სტრუქტურა და ცოდნის გაზიარების ძალიან მარტივი მექანიზმი, ყველა დეტალში იგრძნობოდა ლექტორის პროფესიონალიზმი და უშუალოდ აკადემიის ორგანიზებულობაც. შესაბამისად, ბევრი აღარც მიფიქრია და არც სხვა კურსები მიძებნია, ავირჩიე Smart Fish აკადემია.
ჩემი კრეატიული პროცესის მთავარი მამოტივერებელი ძალაა, ჩემს შემოქმედებაში გადმოვიტანო სამყარო ჩემეული ხედვით და ყველაფერი, რაც მიყვარს და მომწონს ირგვლივ: ბუნება, არქიტექტურული/ ისტორიული ძეგლები, მხატვრობა და მხატვრული მიმდინარეობები: პრერაფაელიტები, არტ ნუვო, იაპონური მხატვრობა - Ukiyo-e, აზიური ფილოსოფია, Studio Ghibli-ს ანიმაციები, კომპიუტერული თამაშების სამყაროები (Elden Ring, Dishonored ...) ადამიანის მიერ შექმნილი სხვადასხვა ობიექტი და ა.შ. ზოგადად მომწონს სამყაროსთან ურთიერთობისას შეძენილი თითოეული გამოცდილებით უნიკალური მოზაიკის შექმნა.
კურსმა პრაქტიკული უნარების გარდა, როგორებიცაა - 3Ds Max და Archicad-თან მუშაობა, ასევე გამიღრმავა თავდაჯერებულობა, შევეჭიდო ნებისმიერ უცხო და ახალ სფეროს.
კურსის გავლას ინტერიერის დიზაინით და ზოგადად დიზაინით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ვურჩევდი, კურსის ბოლოს მიგაქვს რეალური ცოდნა და უნარი შექმნა დასრულებული ნამუშავარი საკუთარი ხელებით, დამოუკიდებლად და დატკბე შემოქმედებითი პროცესით.
ფინალური პროექტისთვის ვიმუშავე საკუთარი საცხოვრებელი სახლის დიზაინზე, ინსპირაციის წყარო მთლიანად ბუნება - ხის/სიმწვანის (ფოთლების) ურთიერთჰარმონიაა, ინდივიდუალური გემოვნებისა და ჰობის ნაზავი წარმოადგენდა.
პროექტეზე მუშაობისას პირველი ეტაპი რეფერენსების მოძიება - მასალების, ფერების, სტილების შერჩევა იყო. შემდეგ ეტაპი უკვე Archicad-ში ნახაზების შექმნა, ავეჯის განლაგების, ზომების, ელექტრობის გეგმარება და ა.შ. საბოლოოდ კი ყველაფრის 3Ds Max-ში ხორცშესხმა და ვიზუალის მიღება.
თითოეულ ეტაპზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა როცა საბოლოო ვიზუალს /რენდერს აკეთებ - გრძნობ რამდენად სასიამოვნოა ის პროცესი რომლის საბოლოო შედეგით სრული ტკბობა შეგიძლია.
სამომავლოდ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ პროექტებზე რომლებიც თანხვედრაშია ჩემს ხედვასთან და გემოვნებასთან, რაც საშუალებას მომცემს მაქსიმალურად დავიხარჯო და ჩავდო ჩემი ენერგია.
კურსის ძლიერი მხარე ისაა, რომ დასრულებისას გეძლევა ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული რეალური ტექნიკური/პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები. გაქვს საკმარისი ბაზა და საძირკველი იმისთვის, რომ მომავალში დამოუკიდებლად გაიფართოვო და გაიღრმავო ცოდნა ამ სფეროში, ასევე აღარ გეშინოდეს რომელიმე პროგრამის სირთულისა და დაუძლევლობის.
კურსის გავლამდე რატომღაც 3Ds Max-ი და 3D სამყარო ძალიან არაინტუიტური და რთული მეჩვენებოდა, თუმცა კურსმა/ლექტორმა სრულიად შემიცვალა წარმოდგენა და დამანახა ყველა ის შესაძლებლობა რაც ამ პროგრამით სინამდვილეში შეგვიძლია მივიღოთ.












ნახე კესარიას პროექტი Behance-ზე