ხატია კალმახელიძე

ხატია კალმახელიძე - ინტერიერის დიზაინის კურსზე

20.12.2023

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

- მოგვიყევი შენ შესახებ? Რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა ან/და კვალიფიკაციის ამაღლება?
მე ვარ ხატია კალმახელიძე. ვსწავლობ არქიტექტურულზე და ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

khatia-kalmakhelidze01-04.jpg

khatia-kalmakhelidze01-05.jpg

უნივერსიტეტში საგნის სახით გავიარე ინტერიერი, რამაც დამაინტერესა და გადამაწყვეტინა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო. თავისუფალ დროს ყოველთვის ვაკეთებდი ჩანახატებსა და სხვადასხვა დიზაინის პროექტს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემი ჰობი გახდა. 

- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ სფეროში, ამიტომ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისთვის გადავწყვიტე აკადმიაში კურსის გავლა.

khatia-kalmakhelidze01-10.jpg

khatia-kalmakhelidze01-11.jpg

khatia-kalmakhelidze01-12.jpg

khatia-kalmakhelidze01-13.jpg

- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ინსპირაცია, ვცდილობ ჩემი იდეები, კრეატიულ ნახატებად და ციფრულ დიზაინებად ვაქციო. ვთვლი რომ მუდმივად განვითარებადი სფეროა.

"ჩემი მოგზაურობა ამ სფეროში  საკუთარი თავის გამოხატვისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა" 

khatia-kalmakhelidze01-14.jpg

khatia-kalmakhelidze17.jpg

- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
გავლილმა კურსმა პირველ რიგში დამანახა ჩემი ამჟამინდელი შესაძლებლობები. ასევე, შევისწავლე სხვადასხვა მიდგომები, სტილი და ნორმები. გარდა ამისა ავითვისე პროგრამები.

khatia-kalmakhelidze01-16.jpg

khatia-kalmakhelidze16.jpg

khatia-kalmakhelidze2.jpg

"სხვასაც სწორედ ამიტომ ვურჩევდი კურსის გავლას, რომ გაიგონ რომელ საფეხურზე არიან, გაიგონ მათი დადებითი და სუსტი მხარეები და შემდგომში გამოასწორონ და გააუმჯობესონ. "

khatia-kalmakhelidze01-18.jpg

khatia-kalmakhelidze10.jpg

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე და სამუშაო პროცესზე? 
მთელი პროცესის განმავლობაში ვიღებდი დადებით ემოციებს. რაღაც ბარიერების მიუხედავად არ ვთვლი, რომ რთული იყო პირიქით საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. 

რაც შეეხება საბოლოო პროექტს, როდესაც უყურებ შენს ნამუშევარს, მთლიანად ასახავს შენს შრომასა და დახარჯული რესურსებს, რაც ასევე ძალიან სასიამოვნო და საამაყოა შენთვის.  

khatia-kalmakhelidze01-21.jpg

khatia-kalmakhelidze01-22.jpg

khatia-kalmakhelidze3.jpg

khatia-kalmakhelidze01-26.jpg

khatia-kalmakhelidze18.jpg

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 
პირველ რიგში აღვნიშნავ ლექტორის პოზიტიურ მიდგომას ყოველ ლექციაზე. კურსის ძლიერი მხარეა თეორიული მასალის სწავლებაც, ვთვლი რომ პროგრამის შესწავლა ინდივიდუალურად და სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც კურსი გვთავაზობს. 

"კურსმა გარდა იმისა, რომ ინტერიერის დიზაინის თეორიული ცოდნა მომცა, ასევე შემასწავლა პროგრამებიც ბევრად მარტივად და გასაგებად." 

khatia-kalmakhelidze01-25.jpg

khatia-kalmakhelidze01-30.jpg

khatia-kalmakhelidze4.jpgkhatia-kalmakhelidze7.jpgkhatia-kalmakhelidze5.jpgkhatia-kalmakhelidze01-33.jpg