ლანა მაისურაძე - ინტერიერის დიზაინის კურსზე
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
- ლანა, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ლანა მაისურაძე, განათლება მივიღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინის განხრით. დამთავრებისთანავე შევქმენი საკუთარი კომპანია Renew Design, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს: ბინის გეგმარება და ნახაზები, ინტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ეზოსა და ბაღების გეგმარება, რემონტი და ავეჯის დამზადება.
- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
აკადემიაში სწავლა გადამაწყვეტინა ცოდნის გაღრმავებისა და კომპანიის გაზრდის სურვილმა. სხვადასხვა გარემოს შექმნისა და ბინების გარემონტების შემდეგ მინდოდა მომხარებლისთვის დასაწყისშივე შემეთავაზებინა 3D რენდერების სახით ინტერიერის დიზაინის ვიზუალი
- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
შემოქმედებითობაში ძალიან მეხმარება არქიტექეტურის ისტორია, სხვადასხვა არქიტექრორისა და დიზაინერის ნამუშევრების გაცნობა, თანამედროვე ტენდენციების მოძიება.
ინსპირაციას კი საკუთარ თავში ვპოულობ - ახალი დიზაინის, ინტერიერის, ავეჯის შექმნის სურვილი და ესთეტიურობით ტკბობა მაძლევს ძალას გავაკეთო ეს ყველაფერი.
- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
უპირველესია პროგრამების ცოდნა, რომელიც კურსის განმავლობაში თავიდან ბოლომდე გავიარეთ,
კურსი ძალიან დამემხარა შემეჯამებინა და ერთად შემეკრა ჩემი ცოდნა ამ სფეროში
კურსზე პროგრამების გარდა ისწავლი ისეთ დეტალებს, რომლებიც უშუალოდ გამოგადგება პოტენციურ დამკვეთთან კომუნიკაციის დროს. სწავლობ მოხმარებელთან ურთიერთობის წვრილმანებს, ეცნობი თანამედროვე ტენდენციებს. უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ლექტორს, ძალიან ყურადღებიანი, პოზიტივით სავსე, მეგობრული და სწავლებაზე ორიენტირებულია.
- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
რაც შეეხება ფინალურ პროექტს, 100 მ2 ბინის ინტერიერის დიზაინი, გადავწყვიტე გამეკეთებინა თანამედროვე-სკანდინავიური დიზაინი.კურსის განმავლობაში ვმუშაობდი ბინის ნახაზებსა და ინტერიერის დიზაინზე. მაქსიმალურად ახლოს არის ეს სტილი ჩემთან, ასევე, ნასწავლის თეორიის გამყარებისთვის იდელაურია ამ სტილის დიზაინის შექმნა.
- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
სამომავლოდ მინდა ისეთ პროექტებზე მუშაობა, როგორებიცაა კერძო სახლების ექსტერიერი და ინტერიერი, კაფე-ბარების დიზაინი და სხვა
- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარეა პირველ რიგში ლექტორი და მისგან გადმოცემული ცოდნა, ასევე ორგანიზებულობა და კომუნიკაცია.
კურსზე შევისწავლე დამკვეთის სურვილების 3D ვიზუალიზაცია, რაც უფრო ამარტივებს კომუნიკაციას, მუშაობას და მიზნისკენ სწრაფვას,
უღრმესი მადლობა Smart Fish აკადემიას და უსაყვარლეს ლექტორს თათას.
ლანას სრული პორტფოლიოს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლია.