ინტერიერის დიზაინის კურსი

მარი კლდიაშვილი - ინტერიერის დიზაინის კურსზე

23.09.2024

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

მე ვარ მარი კლდიაშვილი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი. თუმცა მივხვდი რომ ყველაზე მეტად, რაც მიტაცებდა იყო სივრცეების რემონტი და მოწყობა, ამიტომ კომერციული მიზნისთვის შევიძინე ფართი, რომელიც საკუთარი ხელით გავარემონტე.

Პროცესში ბევრ დაბრკოლებას გადავაწყდი, რადგან მოგეხსენებათ წინასწარ უნდა გათვალო ელექტროობის წერტილები, სანტექნიკა და ა.შ.

ამასთანავე  რთულია მთელი სახლის ინტერიერი წარმოსახვით ააწყო და ზუსტ ზომებში ჩასვა, ამიტომ გადავწყვიტე პროფესიონალურად შემესწავლა ეს სფერო და შემდგომი სივრცეების რემონტისას თავიდან ამერიდებინა გაუთვალისწინებელი პრობლემები.

Როდესაც გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინის შესწავლა, ბევრი ინფორმაცია მოვიძიე კურსების შესახებ.

კურსის შერჩევისას ყურადღება მივაქციე კურსდამთავრებულების პროექტებს და ასევე ლექტორს, რომელიც გარკვევით ხსნიდა მასალას, ვფიქრობ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე Smart Fish აკადემია."

გავლილმა კურსმა აღმომაჩენინა ლექტორი თათა. ადამიანი, რომელიც  მთელი კურსის განმავლობაში პროფესიონალურად და დაუღალავად მედგა გვერდში. 

Სრულყოფილად შევისწავლე პროგრამები და ის თეორიული მასალა რაც ყველა დიზაინერმა უნდა იცოდეს სტილებისა და მიმდინარეობების შესახებ. ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული დაუფიქრებლად ვურჩევდი Smart Fish აკადემიას.

დავალებებს მარტივად ვუმკლავდებოდი. ფინალურ პროექტზე მუშაობა კი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მუშაობის პროცესში ისე თენდებოდა ვერ ვგრძნობდი.

ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პროექტებით ვარ დაინტერესებული, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ნებისმიერი სახის პროექტზე სიამოვნებით ვიმუშავებ.

კურსის მთავარი ძლიერი მხარე ისაა, რომ უმოკლეს დროში პროფესიონალურად ეუფლები ამ სფეროს და გყავს ისეთი ლექტორი, რომელიც 24/7-ზე ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში გეხმარება. 

გავლილმა კურსმა შემმატა თავდაჯერებულობა იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. Მადლობა Smart Fish აკადემიას.

mari-kldiashvili-0.jpgmari-kldiashvili-11.jpgmari-kldiashvili-9.jpgmari-kldiashvili-10.jpgmari-kldiashvili-12.jpgmari-kldiashvili-5.jpg

mari-kldiashvili-7.jpg

mari-kldiashvili-6.jpgmari-kldiashvili-8.jpgmari-kldiashvili-2.jpgmari-kldiashvili-3.jpgmari-kldiashvili-1.jpgmari-kldiashvili-4.jpg