ინტერიერის დიზაინის კურსი

მარიამ ბერძენიშვილი - ინტერიერის დიზაინის კურსზე

17.03.2023

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

Მე ვარ მარიამ ბერძენიშვილი Smart Fish აკადემიის კურსდამთავრებული. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის უნდა იღვწოდეს სიახლისკენ, ცოდნის გაღრმავებისკენ.  ვინაიდან ჩემი სფერო შემოქმედებასთან, ხელოვნებასთან და ამასთანავე მის ტექნიკურ მხარეებთანაა დაკავშირებული,  Smart Fish საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ჩემი ამ ყველა სურვილის შესასრულებლად.

Პირადად მე ინსპირაციას ყველა და ყველაფერი მაძლევს, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ქუჩაში გამვლელი ადამიანი, შენობა, წიგნები, ფილმები, მუსიკა თუ სხვადასხვა შემოქმედებითი ვებგვერდი.

პირველ რიგში, ამ კურსმა მომცა დიდი გამოცდილება და ცოდნა, რაც ძალიან დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში. ასევე, არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩვენი კურსის ლექტორზე, თათა მარუაშვილზე, რომელმაც ძალიან მეგობრული გარემო შეგვიქმნა და კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა ეს პროფესია. 

ვინც ამ სფეროთი ოდნავადაც კია დაინტერესებული, აუცილებლად ვურჩევდი ამ კურსის გავლას, ვინაიდან წინ მათ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი დღეები ელოდებათ.

Ჩემთვის ფინალური დავალება მეტად საინტერესო და მრავლისმომცველი აღმოჩნდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ეს ჩემი პირველი, დამოუკიდებელი პროექტია. 

შესაბამისად, შევეცადე მასში მაქსიმალურად ჩამექსოვა ამ კურსზე მიღებული ცოდნა და შემოქმედებითი უნარები. ვფიქრობ, არჩეული ფერები, ავეჯი თუ გეგმარება მოცემული ბრიფის მიხედვით, ოჯახის მოთხოვნებზეა მორგებული. 

ვფიქრობ, კურსს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ეს იქნება სალექციო მასალა, რომელიც ისეა გადანაწილებული, რომ მაქსიმალურად გვიმარტივებს ამ კურსის, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნის ათვისებას. 

ასევე, თემატური დავალებები და უკუკავშირები ლექტორისგან. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Smart Fish-მა მომცა ყველა ისე უნარი, რაც მაძლევს პროექტებზე უკვე დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას.

5.jpg

მარიამ ბერძენიშვილი
8.jpg
მარიამ ბერძენიშვილი
მარიამ ბერძენიშვილი
მარიამ ბერძენიშვილი
მარიამ ბერძენიშვილი

mariam-berdzenishvili-002.jpgmariam-berdzenishvili-001.jpg

UPDATE 2025 წელი
ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

Smart fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, უკვე ორი წელი გავიდა. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ამ კურსის საშუალებით გადავდგი. 

ინტერიერის დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე არქიტექტურულ კომპანია - "არქეაში", ინტერიერის დიზაინერად, სადაც ძირითადად ჩემი სამუშაო პროცესი ინტერიერის ვიზუალიზაციას შეეხებოდა. 

კურსზე მიღებული ცოდნა აქ უფრო მეტად დავხვეწე და მივიღე პრაქტიკული გამოცდილებაც. ამ ყველაფერმა არა მხოლოდ პროფესიულად გამზარდა, არამედ უფრო თავდაჯერებულიც გამხადა.

ამჟამად, უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით ვსწავლობ ვილნიუსის გედემინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო მეტად მეხმარება აკადემიურ თუ პროფესიულ განვითარებაში.

სამომავლოდაც, რა თქმა უნდა, ვაპირებ ამ სფეროში ჩემი თავის უკეთ წარმოჩენასა და ახალი გამოწვევების მიღებას.