
მარიამ გოგილიძე - პორტფოლიო გრაფიკულ დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მე ვარ მარიამი, 29 წლის, მთელი ცხოვრებაა მაინტერესებს და მიზიდავს შემოქმედებითი სფერო. თავიდან ჩემი მიზანი მხატვრობა იყო და დიდი ხანი გავატარე ამ სფეროში, შევისწავლე ფერწერა, გრაფიკა ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ხატვის პროცესი ძალიან მიყვარს და მართლა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მალევე მივხვდი რომ ტრადიციული ტილო და ზეთი არ იყო ბოლომდე საჩემო და შემეძლო იგივე უნარები რასაც ტილოზე ან თუნდაც ფურცელზე ვიყენებდი, ციფრულ სამყაროში გადმომეთარგმნა და იგივე სიამოვნება.
გრაფიკული დიზაინის შესწავლა გადამაწყვეტინა სურვილმა, რომ ჩემი საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია.
დავიწყე კურსების მოძიება და საკმაოდ ბევრი აკადემია ვნახე. Smart Fish - ის სილაბუსი ყველაზე მეტად მომეწონა, საკმაოდ დატვირთული იყო სასწავლო მასალით, რაც მინდა ვთქვა რომ სრულიად შესრულდა და კიდევ იმაზე უფრო მეტიც ვისწავლეთ, ვიდრე კურსის სილაბუსი გვპირდებოდა. მეორე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ლექტორის პორტფოლიო, რომელიც საკმაოდ ბევრი ვნახე და ანოს ნამუშევრები ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო, ტექნიკური ცოდნის გარდა ჩანდა გემოვნებაც, ინდივიდუალიზმიც და შემოქმედებითობაც. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ვისგან ვისწავლიდი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება გახდეს წიგნი, ფილმი, მუსიკა, ნებისმიერი მიმართულების არტისტი, ერთი ფრაზა ან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საგანიც კი. სულ ვცდილობ ვათვალიერო სხვა ადამიანების ნამუშევრები და მგონია რომ სხვადასხვა პერსპექტივის დანახვა ძალიან მეხმარება შემოქმედებითობის გავარჯიშებაში.
კურსის ძლიერი მხარე ტექნიკური ცოდნაა, რომელიც ლექტორის ძალისხმევით ისე მარტივად მივიღე, რომ საერთოდ არ ველოდი და რაც მთავარია, სწორად და ღრმად აზროვნების უნარი დიზაინის, კონცეფციის მოფიქრებისას და აწყობისას.
კურსის ორი თვე იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ინფორმაციული, თუ ვინმე გრაფიკული დიზაინის სწავლას აპირებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად სმარტ ფიშ აკადემიაში ისწავლოს.
ფინალური პროექტი მოიცავდა ქართული ფოლკლორის პერსონაჟების 5 პოსტერის შექმნას. ავირჩიე ქართული წარმართული ღმერთები და შევქმენი მათი პოსტერები. შევეცადე მათზე მაქსიმალურად მომეძიებინა ინფორმაცია, ასევე მომეძიებია ვიზუალური რეფერენსები, ამ ყველაფრის მუდბორდად ქცევამ საკმაოდ გაამარტივა შემდეგი ნაბიჯებიც. გამომდინარე იქიდან რომ ბევრი რამ ამ ღმერთებზე არ არის ცნობილი მათი ვიზუალი უმეტესად ჩემი წარმოსახვით არის დახატული, წყაროებზე დაყრდნობით კი შემოტანილია სხვადასხვა ელემენტი, რომელიც თითოეულს ესადაგება. ასევე შემოტანილია ძველი ქართული ორნამენტები. მინდოდა სრულიად პროექტი როგორც კონცეპტუალურად, ისე ვიზუალურად ყოფილიყო კარგად შეკრული და თანამედროვე, ისე რომ არქაულობა და ცოტა სიმძიმე, რაც ქართულ მითოლოგიას თუ ზღაპრებს ახასიათებს, არ დაეკარგა. ამის გამო გადავწყვიტე მთავარი ფერი ყოფილიყო შავი, პოსტერები ერთ სტილში ყოფილიყო და მოქაფებიც შესაბამისი და იგივე “ენერგიის” შემერჩია, რათა ეს ვიზუალები თანამედროვე სამყაროში გადმომეტანა სხვადასხვა სახით. რასაკვირველია, გამოვიყენე ილუსტრატორი და ფოტოშოპი და შევეცადე მაქსიმალურად ჩამერთო პროექტში ყველაფერი რაც ამ კურსის განმავლობაში ვისწავლეთ, ვგულისხმობ როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს.
ძალიან მომეწონა ტიპოგრაფიულ პოსტერებზე მუშაობა, ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობის პროცესი და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი მსგავსს პროექტებს სამომავლოდ.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოკლე დროში ორი მთავარი პროგრამა, ფოტოშოპი და ილუსტრატორი საფუძვლიანად შევისწავლეთ, მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის ისაა, რომ თითოეული დავალება ტექნიკურ შესრულებასთან ერთად მოითხოვდა კრეატიულობას, ბრიფის კარგად და სწორად გაანალიზებას, და ისე აზროვნებას, როგორც გრაფიკული დიზაინერი უნდა აზროვნებდეს.
ამასთან თითოეული ლექცია, დავალება და სრულიად სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო და ამ ყველაფერმა უფრო მეტად თავდაჯერებულიც გამხადა.
მორიგე ღმერთი არის უზენაესი ღმერთი ყველა ქართული მითოლოგიაში, ცის გამგებელი, დედამიწის, მზის, მთვარის, ვარსკვლავების, გალაქტიკების, სამყაროსა და ღვთისშვილთა შემქმნელი. მის შესახებ ბევრი რამ არ არის შემორჩენილი, თუმცა იგი განიხილებზა, ქართული წარმართულ იერარქიის უზენაისს და ყველაფრის საწყისად.
ადგილის დედა ქართული წარმართული ღვთაება, ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვა) მფარველი ქალღმერთია. ფშაველებს და ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოცლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოეებზე. წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა.
იახსარი იყო ღვთისშვილთა რიგიდან, ის ზეციურ მოციქულად ითვლებოდა და წარმართულ იერარქიაში პირველი იყო მორიგე ღმერთის შემდეგ, რომელიც სვეტის და ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად. ჯვირს სახით მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანებისგან და უბედური შემთხვევით გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა საქართველოში.
დევი ქართულ ფოლკლორში აღმოსავლეთიდანაა შემოსული, იგი ცეცხლთაყვანისმცემლობასათანაა გაიგივებული და მის სახეში მოძალადე-დამპყრობელი იგულისხმება. რაც უფრო მეტი თავი აქვს დევს, მით უფრო ძლიერია. ბაყბაყ-დევი კი დევთა შორის უბოროტესია, რომელიც თქმულების მიხედვით, დედამოწას ამძიმებს, მტრობს და ჭამს ადამიანს, გაიგივებულია ბოროტ საწყისთან, რომელზეც ყოველთვის იმარჯვებს სიკეთე.
ბოსელი იყო ქართული წარმართული პანთეონის ერთ-ერთი უძველესი ღმერთი. იგი ზოომორფული სახით წარმოგვიდგებოდა და ნაყოფიერების ღვთაება გახლდათ, მისი უმთავრესი ფუნქცია იყო საქონლის ნაყოფიერება, საქონლის გამრავლება, მათი მფარველობა სხვადსხვა საფრთხისგან. ამიტომ მას საქონლის ანგელოზადაც მოიხსენიებდნენ. ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, მან ადამიანური იერსახე მიიღო და მიწათმოქმედების ღვთაებად დამკვიდრდა.
ნახე მარიამის პროექტი Behance-ზე